მაკდონალდს საქართველოს იურიდიული და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მთავარმა ქომფლაიანს ოფიცერმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მაკდონალდს საქართველოს თანამშრომელ ეკატერინე ებრალიძეს, ორი საერთაშორისო ჯილდო Shining Light Awards და Global Development Hero’s გადაეცა
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
ეკატერინე ებრალიძე Shining Light Award 2022 წლის გამარჯვებულია. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს აღნიშნულ ნომინაციაზე მსოფლიოს მასშტაბით, მაკდონალდსის 2000 თანამშრომელი იყო წარდგენილი, ეკატერინე კი სწორედ საუკეთესო თანამშრომელთა მცირე სიაში მოხვდა.
Shining Light Award 2020 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით, აღიაროს, მაკდონალდსის კორპორაციის ის თანამშრომლები, რომლებმაც საკუთარი შედეგებითა და მიღწევებით განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სისტემის წარმატებაში.
"მაკდონალდსის გუნდის წევრობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაღალი შედეგების მიღწევა და საერთაშორისო აღიარება კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. Shining Light Award -ის მიღება ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ვფიქრობ ეს ჯილდო მთელი დეპარტამენტის მუშაობის შედეგია, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ", ამბობს ეკატერინე.
კომპანია მაკდონალდსის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა ადამიანისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შექმნაა. კომპანია მუდმივად ზრუნავს თავისი გუნდის წევრებზე, ხელს უწყობს მათ კარიერულ და პიროვნულ ზრდას. შედეგებიც შესაბამისია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მაკდონალდს საქართველოს თანამშრომელი მოიპოვებს საერთაშორისო ჯილდოს. 2020 წელს Shining light award -ის ჯილდო ფინანსურმა დირექტორმა ბექა სტურუამაც მიიღო.
ეკატერინე, გახდა, კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება თანამშრომელმა კარიერულ წინსვლას მიაღწიოს მაკდონალდსში და საერთაშორისო აღიარებამდეც მივიდეს. ის მაკდონალდს საქართველოს გუნდს 2015 წლიდან იურისტის პოზიციაზე შემოუერთდა. რასაც შემდგომ მოყვა ქომფლაიენსის მიმართულების შექმნა და საერთაშორისო პოლიტიკის სრული იმპლემენტაცია, რაც მისი უშუალო ჩართულობით განხორციელდა. დღეს კი ეკატერინე იურიდიული და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის და მთავარი ქომფლაიანს ოფიცრის პოზიციებს იკავებს კომპანიაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Shining Light Award-ის ჯილდოს მიღება, არ არის ერთადერთი საერთაშორისო აღიარება, რომელიც მან მიმდინარე წელს მოიპოვა. ეკატერინე, ასევე დასახელდა Global Development Hero’s საერთაშორისო ჯილდოს გამარჯვებულად.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
"2020 წლიდან გაერთიანდა იურიდიული და განვითარების დეპარტამენტები, არაჩვეულებრივი გუნდის სინთეზმა თავისი შედეგი გამოიღო და საერთაშორისო მასშტაბით რამდენიმე აღიარება მოვიპოვეთ. „მაკდონალდს საქართველო“ სამაგალითო გახდა არაერთ პოზიციაზე. შესაბამისად 2022 წლის აგვისტოში, სწორედ ჩვენ ვუმასპინძლეთ გლობალურ ვორქშოპს. წარმატებული საქმიანობა თითოეული დასაქმებული ადამიანის სწორი, ეთიკური და დაუზოგავი შრომით მიიღწევა, რაც ძალიან საამაყოა ჩვენთვის", — აცხადებს ეკატერინე.
მაკდონალდს საქართველოს გენერალური დირექტორი, თენგიზ კაპანაძე აღნიშნავს, რომ Shining light award-ის მიღება საქართველოსთვის, საერთაშორისო ბაზარზე კიდევ ერთი დიდი მიღწევაა.
"მინდა, ეკატერინეს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი ჯილდო და მადლობა გადავუხადო, საერთაშორისო ბაზარზე მაკდონალდს საქართველოს კიდევ ერთხელ წარმოჩენისთვის. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ უკვე მეორედ სწორედ მაკდონალდს საქართველოს თანამშრომელი იმსახურებს ამ ჯილდოს, რომელიც მთელი კორპორაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემათ მაკდონალდსის თანამშრომლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეამაყება, რომ დღეს მაკდონალდს საქართველოს გუნდი, სწორედ ასეთი თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული. მაკდონალდსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს არის საუკეთესო ადგილი ცოდნის გაზიარებისთვის, ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კარიერული წინსვლისთვის და რაც მთავარია ეს შესაძლებლობები ხელმისაწვდომია ყველასთვის."
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები