8 ეტაპი, რომელსაც ინტროვერტები გულში ვიღაცის ჩავარდნის შემდეგ გავდივართ
ფოტო: გიორგი მუზაშვილი / On.ge
რთულია ექსტროვერტების სამყაროში ცხოვრება — თითქოს ყველაფერი მათზეა მორგებული: ყოველდღიური რუტინა, გასართობი და სიყვარულიც კი. თუმცა, თუკი ინტროვერტებს სხვა ბევრი რამისთვის გვერდის ავლა შეგვიძლია, დიდად არავინ გვეკითხება, ვინ და როდის ჩაგვივარდეს გულში. გულში ჩავარდნას ჩემს თაობაში კი უფრო "დაქრაშვის" სახელით იცნობენ, თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს — ინტროვერტები ხომ ყველა თაობაში მეტ-ნაკლებად ერთნაირები ვართ. ჰოდა, შორით ტრფობისასაც, დაახლოებით, ერთი და იმავე ეტაპებს გავდივართ ხოლმე.
1. ყველაფერი სტალკვით იწყება
ფოტო: Giphy
რამდენადაც სოციალური აქტივობები დიდად არ გვეხატება გულზე, იმდენად თავისუფლად ვგრძნობთ თავს სოციალურ ქსელებში. ამდენად, პირველ რიგში, სწორედაც რომ ვირტუალურ სივრცეში იწყება გამოძიება — აქ მოპოვებული ინფორმაცია ხომ, მოგვიანებით, სხვა ეტაპებზე დაგვჭირდება.
2. საერთო ნაცნობებისგან ინფორმაციის დაცინცვლა
ფოტო: Giphy
ერთ-ერთი მთავარი რამ, რასაც სოციალურ ქსელების მეშვეობით ვაკეთებთ, საერთო ნაცნობების ძებნა და აღმოჩენაა. ეს ერთგვარი მაკავშირებელი რგოლია, რომლის საშუალებითაც კიდევ ბევრი რამის შეტყობა შეიძლება. თუ ამ საქმეში გამოცდილი ხარ, საერთო ნაცნობებთან ისე ოსტატურად შეძლებ მასზე სიტყვა ჩამოაგდო და საინტერესო რაღაცები გაიგო, თანამოსაუბრე ვერც ვერაფერს მიხვდება.
3. "შემთხვევითი" შეხვედრები
ფოტო: Giphy
საერთო ნაცნობისგან შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი რაღაც გაიგო, როგორიცაა მისი საყვარელი კაფე ან სრულიად უინტერესო კონფერენცია, რომელზეც წასვლას აპირებს. შეხვედრისას, რასაკვირველია, არავის სჯერა, რომ ეს შემთხვევით მოხდა — მგონი, არც მას და მით უმეტეს, არც შენ. მაგრამ მაინც ჯიუტად აჯერებ საკუთარ თავს, რომ ეს "ნიშანი" იყო. მეტი არაა ჩემი მტერი!
4. მუდმივი მზადება მასთან შეხვედრისთვის
ფოტო: Giphy
სარკის წინ ტრიალი და რეპეტიციების გამართვა ჩვეული ამბავია — მისალმების შემდეგ დიალოგის ყველა შესაძლო განვითარებას წარმოიდგენ და ცდილობ, მაქსიმალურად ბუნებრივად გამოგივიდეს ყველაფერი. შენც არ მომიკვდე — როცა საქმე საქმეზე მიდგება და მას მართლა ხვდები, დაზეპირებული სცენარიც გავიწყდება და მსოფლიოში ყველაზე უხერხული სიტუაციების ჩამონათვალს კიდევ ერთი გამორჩეული შემთხვევა ემატება.
5. უხერხული საუბრები
ფოტო: Giphy
უცნაური დღესასწაულების მილოცვა, მისი მეტისმეტი ქება, უჩვეულო რეაქცია კომპლიმენტებზე და ჩაბჟირებამდე სიცილი მის ხუმრობებზე — მოკლედ, უხერხულობებს რა დალევს. მართლაც კარგად მომზადებული რომ იყო შეხვედრისთვის, ძალიან მცირეა შანსი, საუბარი, მინიმუმ, ერთხელ გაწითლების გარეშე დაასრულო.
6. საერთო ინტერესების გამოძებნა
ფოტო: Giphy
უხერხულობების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა საერთო ინტერესების პოვნაა — ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, მისი ინტერესების გაგება და თავის დადება, რომ ვუალა! თურმე ჩვენც მსგავსი რაღაცები გვაინტერესებს. მისი საყვარელი მუსიკალური ჯგუფის სახელი რომ ეს-ესაა, გაიგე და მონდომებით ამტკიცებ, ბავშვობიდან მათი ფანი ვარო... ჰო, დავიჯერეთ.
7. საერთო მომავლის წარმოდგენა
ფოტო: Giphy
ზოგადად, ჩვენ ისედაც ბევრს ვოცნებობთ, თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე ოცნებაზე მეტს ეხება — გონებაში ზედმიწევნით, თითოეული დეტალის გათვლით წარმოვიდგენთ, რა და როგორ იქნება "მომავალში". როცა ერთმანეთისთვის ჯამში 10-მდე სიტყვა თუ გექნებათ ნათქვამი, მაგრამ უკვე თქვენი საერთო სახლის მისაღები ოთახის ფერი გაქვს შერჩეული...
8. დაუსრულებელი მოლოდინი, როდის გადადგამს პირველ ნაბიჯს
ფოტო: Giphy
ეს კონკრეტული ეტაპი არაა — უფრო განგრძობითი პროცესია, რომელიც თავიდანვე იწყება. მთელი ეს ხანი, როცა ფეისბუქზე ვსტალკავდით, საერთო ნაცნობებთან მის ინტერესებს ვარკვევდით და სარკესთან არასდროს შემდგარი შეხვედრის რეპეტიციას გავდიოდით, ველოდით, რომ რაღაც სასწაულით პირველ ნაბიჯს ის გადადგამდა. ზოგს ალბათ უმართლებს და ასეც ხდება ხოლმე, თუმცა, უფრო გავრცელებული შემთხვევა თამაშის ბოლო დონეზე გადასვლაა...
ბონუსი: იმის აღმოჩენა, რომ თურმე "გვიღალატა"
ფოტო: Giphy
ბოლო ეტაპი, რასაკვირველია, იმის გაგებაა, რომ თურმე უკვე ურთიერთობაშია. რა თქმა უნდა, ინიციატივა არ გამოგვიჩენია, არც პირდაპირ და არც ირიბად არაფერი არ გვითქვამს, მინიშნებებიც ძალიან ბუნდოვანი იყო, მაგრამ იმის შეტყობა, რომ მან სხვა არჩია, მაინც საშინელი უსამართლობის გრძნობას გვიჩენს. მერე კი იწყება ნამდვილი ჰოლივუდური დრამის თამაში, რომლის საუნდტრეკიც სემ სმითის I'm Not The Only One ("მე ერთადერთი არ ვარ") გახლავთ...
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა

კომენტარები