ამის შესახებ On.ge-ის უწყებაში განუცხადეს.

დეტალები: რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში, გუშინ კი სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალი, ლიზა ქისტაური მოკლეს.

  • თუმცა, გუშინ ოჯახის წევრები და ახლობლები, ან ოფიციალური უწყებები ამას არ ადასტურებდნენ.
  • ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება მისი გარდაცვალების შესახებ.
  • მათივე თქმით, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და სამართალდამცავებთან და განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა.
  • ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.
  • ბელგიის პროკურატურაში ფორმულას განუცხადეს, რომ გარდაცვლილის ცხედარი გასულ ორშაბათს იპოვეს, მას ჩაუტარდა აუტოფსია და არ აღინიშნება დანაშაულის ნიშნები.