JCB-ის ექსკლუზიური წარმომადგენლობა აზერბაიჯანში და მულტიფუნქციური სერვისცენტრი — თეგეტა რეგიონულ გაფართოებას განაგრძობს
ფოტო: თეგეტა
- JCB-ის სტანდარტებით შექმნილი მომსახურების ცენტრი სერვისსა და შოურუმს აერთიანებს. რეგიონის ქვეყნებში ბრიტანული ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი Tegeta Construcion Equipment-ია;
- 1800 კვადრატული მეტრის ფართობის ცენტრში კომერციულ და სპეციალური დანიშნულების ტექნიკას თეგეტას მაღალკვალიფიციური პერსონალი ემსახურება;
- პროექტის ჯამური ინვესტიცია მილიონ დოლარზე მეტია.
აზერბაიჯანის დედაქალაქში თეგეტა წარმომადგენლობას ახალი მულტიფუნქციური ცენტრით აფართოებს. ამიერკავკასიის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის სერვისცენტრი, რომელიც JCB-ის სტანდარტებით აშენდა, სპეციალური დანიშნულების ტექნიკასა და სატვირთო ავტომობილებს მოემსახურება.
ბრიტანულ ბრენდს, რომელიც 800-მდე დილერით მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, კავკასიის მასშტაბით თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ექსკლუზიურად წარმოადგენს. კომპანია აზერბაიჯანულ ბაზარს JCB-ის სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკით მოამარაგებს და ამასთანავე, მომხმარებელს გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებასაც გაუწევს.
ახალი მასშტაბური ცენტრი ბაქოში Tegeta Construcion Equipment-ის დირექტორმა ბაქოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ერთად გახსნა.
"მოხარულები ვართ, რომ სტუმრებს ჩვენს ახალ ცენტრში ვმასპინძლობთ.რამდენიმეთვიანი სამშენებლო სამუშაოები წარმატებით დავასრულეთ და შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს მომხმარებელს JCB-ის უმაღლესი კლასის სამშენებლო და სპეციალურ ტექნიკასთან ერთად, გაყიდვების შემდგომი სრული მომსახურებაც შევთავაზოთ. თეგეტას წლებია მჭიდრო ბიზნესკავშირები აქვს აზერბაიჯანთან, 2016-ში გავხსენით პირველი წარმომადგენლობა, მიმდინარე წლის მაისიდან კი JCB-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკას მომხმარებელს ექსკლუზიურად ვთავაზობთ. ახლა უკვე გვაქვს ბრიტანული ბრენდის სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრი და შოურუმი. ეს გაფართოება საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, განვავითაროთ ბიზნესი, მეორე მხრივ, პრემიუმ ბრენდის ტექნიკის მიწოდებით ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურული
პროექტების განხორციელებას", — ამბობს გიორგი ბერიძე, Tegeta Construcion Equipment-ის დირექტორი.
ფოტო: თეგეტა
მომსახურების ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურით 1800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. სამშენებლო სამუშაოები ბაქოში ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. JCB-ის წარმომადგენლობა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში განთავსდა, საოფისე სივრცეს, სერვისცენტრსა და შოურუმს აერთიანებს.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ თეგეტას ბიზნესპარტნიორები, კორპორაციული მომხმარებლები, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები,აზერბაიჯანში საქართველოსა და ბრიტანეთის საელჩოსა და JCB-ის სათავო ოფისის წარმომადგენლები. მოეწყო საინფორმაციო ტური, პრეზენტაცია სერვისებისა და პროდუქციის შესახებ. ასევე ცენტრის გარე სივრცეში სტუმრებისათვის JCB-ის ტექნიკა იყო წარმოდგენილი.
ფოტო: თეგეტა
"დღეს ჩვენს სტუმრებს, პარტნიორებსა და კორპორაციულ მომხმარებლებს ახალი ცენტრი დეტალურად გავაცანით. აზერბაიჯანში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ტექნიკაზე. სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისათვის, სერვისცენტრის გარდა,
მომხმარებელს მობილური ჯგუფების დახმარებით ადგილზე მომსახურებასაც გავუწევთ. ეს კი ბიზნესის უწყვეტობასა და საოპერაციო პროცესების ეფექტიანად წარმართვას ნიშნავს. ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ვმუშაობთ ქსელის გაფართოებაზე და მობილური ჯგუფების რაოდენობის ზრდაზე", — ამბობს დავით ენდელაძე, თეგეტა მოტორს ბაქოს დირექტორი.
თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა უშუალოდ მომსახურების ცენტრი.
მულტიბრენდულ შოურუმში კი საავტომობილო პროდუქტების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. 30-ზე მეტი დასახელების ბრენდი საბურავებს, აკუმულატორებს, სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ მასალებს მოიცავს.
თეგეტას მომსახურების ცენტრი და JCB-ის წარმომადგენლობა ბაქოში ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში განთავსდა. სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი JCB 75 წელია, მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს და 150-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ის ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები