გაიცანით ახალგაზრდები, რომლებსაც საქართველოს ბანკმა განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობა მისცა
თანამდროვე დასაქმების ბაზარზე თავის დამკვიდრება ადვილი არაა. ეს განსაკუთრებით რთული მაშინაა, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და გამოცდილება არ გაქვს. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდები ახლებური და მრავალფეროვანი ხედვის მიუხედავად შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენას ვერ ახერხებენ.
საქართველოს ბანკისთვის ახალგაზრდები მომავლის უმთავრესი დასაყრდენია, ამიტომ განათლებისა და სტაჟირების შესაძლებლობის მიცემით მათ მხარდაჭერას ყოველთვის ცდილობენ. სტატიაში საქართველოს ბანკის 5 ახალგაზრდა თანამშრომელს გაიცნობთ, რომლებმაც ბანკის მხარდაჭერით განათლებაც მიიღეს და დასაქმების რეალური შესაძლებლობაც მიეცათ.
გუგა ბურდული
ფოტო: საქართველოს ბანკი
გუგა ბურდულმა Fulbright-ის სასტიპედნიო პროგრამაში გაიმარჯვა და საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით 2 წლით ამერიკაში ისწავლა. როგორც ამბობს, ამ პერიოდმა მის აკადემიურ და პიროვნულ განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია. ინდივიდუალიზმზე დაფუძნებულმა ამერიკულმა განათლების მოდელმა და მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო საფეხურზე დარგის პროფესიონალებთან ურთიერთობამ კარიერული და პიროვნული წინსვლის შესაძლებლობა მისცა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საქართველოს ბანკში მონაცემთა მეცნიერად დაიწყო მუშაობა. დღეს კი გუგა აქტიურად არის ჩართული როგორც სხვადასხვა პროექტში, ისე საგანმანათლებლო საქმიანობაში, რომლის განხორციელებაშიც მას ხელს უწყობს საქართველოს ბანკი.
"საქართველოს ბანკში დასაქმებულ ხალხთან მუშაობა და ურთიერთობა ძალიან დიდი სიამოვნებაა. ვითარდები როგორც პიროვნულად, ისე კარიერული კუთხით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მონაცემთა მეცნიერების მხრივ, საქართველოს ბანკი მოწინავეა საქართველოში, შესაბამისად, აქ, ამ სფეროში მუშაობა პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მაძლევს", — აღნიშნავს გუგა საქართველოს ბანკში მუშაობის გამოცდილებაზე საუბრისას.
გუგა ბურდული რამდენიმე რჩევას უზიარებს იმ ადამიანებსაც, რომლებსაც Fulbright-ის სტიპენდიის მოპოვება სურთ:
- დაიწყეთ აპლიკაციის შევსება რაც შეიძლება ადრე, ვინაიდან ეს ხანგრძლივი პროცესია, ბევრი ნაწილისგან შედგება და დროს კარგად გადაანაწილებთ;
- არ შეგეშინდეთ კონკურენციის, აუცილებლად შეავსეთ აპლიკაცია და სცადეთ;
- უარის მიღება მოტივაციად აქციეთ და არ მისცეთ საკუთარ თავს დანებების საშუალება;
- აპლიკაციის შევსება შრომატევადია, დიდ ნებისყოფას მოითხოვს და ჩემი რჩევა იქნება მეგობარი ან მეგობრები აიყოლიოთ და ერთად გაიაროთ ეს პროცესი. ერთმანეთს დაეხმარებით და მოტივაციას მისცემთ, რაც უფრო ხალისიანს და შედარებით მარტივს გახდის პროცესს;
- დაბოლოს, თუ მიზანი გაქვთ დასახული და არ გაჩერდებით, აუცილებლად გამოგივათ.
ანა თორია
ანა თორია საქართველოს ბანკის სტიპენდიატია და სწავლობდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ საქართველოში (SDSU Georgia). მისი თქმით, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სირთულეებთან გამკლავებისა და კომფორტის ზონიდან გამოსვლის უნარი გამოიმუშავა და საშუალებაც ჰქონდა, ამერიკული განათლების მიღებასთან ერთად, პროფესიული თუ აკადემიური სანაცნობო წრე გაეფართოებინა. მესამე კურსზე იყო, როცა საქართველოს ბანკის პროგრამის ლიდერატორის შესახებ გაიგო, კურსის წარმატებით გავლის შემდეგ ბანკში პროგრამისტ-ანალიტიკოსად დაიწყო მუშაობა და უკვე წელიწადნახევარზე მეტია, ამ პოზიციაზე მუშაობს.
"ბანკში მუშაობას განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის ის ფაქტი, რომ ყველა მაქსიმალურად გიწყობს ხელს განვითარებაში. გრძნობ, რომ ყველა ორიენტირებულია ერთმანეთისთვის უკეთესი გარემო შექმნან და მოტივაცია მოგცენ საკუთარი უნარების წარმოსაჩენად. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ბანკის სოციალური პასუხისმგებლობა და ის კამპანიები, რომლებსაც მუდმივად ატარებს. როდესაც იცი, რომ ასეთი კორპორაციული კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ხარ, უფრო მეტად სასიამოვნო და საამაყოა აქ მუშაობა", — გვეუბნება ანა.
ანა თორია ახალგაზრდებს ურჩევს, რომ საკუთარი მიზნებისა და ოცნებებისკენ სვლა არ შეწყვიტონ და დაიჯერონ, რომ შრომით, დისციპლინით და ახალ გამოწვევებზე დათანხმებით მიზნების მიღწევას შეძლებენ: "შეიძლება ბევრჯერ დაეცე, თუმცა წამოდგომის ერთხელაც არ უნდა შეგეშინდეს, პირიქით, ყოველ ჯერზე უფრო დიდი შემართებით უნდა განაგრძო სვლა".
გუგა სუხიაშვილი
ფოტო: საქართველოს ბანკი
გუგა სუხიაშვილმა 2016 წელს საჯარო მეტყველების კონკურსის რეგიონულ ტურში გაიმარჯვა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლონდონში, საერთაშორისო ტურში მონაწილეობისთვის გაემგზავრა, სადაც ნახევარფინალში გავიდა. ამჟამად საქართველოს ბანკში ეჯაილ (პროგრამული უზრუნველყოფის ადაპტირებადი და ინტერაქციული მიდგომა) ქოუჩის პოზიციაზე მუშაობს და ამბობს, რომ მისთვის ეს მიდგომა ფილოსოფია უფროა, რომელიც მუდმივად უკეთესობისკენ სწრაფვისკენ უბიძგებს. გუგა ასევე აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ტექნიკური და ჰუმანიტარული უნარების ბალანსი აუცილებელია.
"პროცესების გამჭვირვალობა ალბათ ის მთავარი ელემენტია, რაც მიმზიდველს ხდის ამ ორგანიზაციას, ვინაიდან თანამშრომლებში აყალიბებს სისტემურ ხედვას და მიმდინარე პროცესებს მასშტაბურად წარმოაჩენს მათ წინაშე. ასევე ძალიან საინტერესოა ის, რომ აქ ნებისმიერ თანამშრომელს აქვს საშუალება მისთვის საინტერესო საქმე აკეთოს, რაშიც ორგანიზაცია იმაზე მეტად უწყობს ხელს, ვიდრე წარმომედგინა. ეს ორი ძირითადი ღირსება, სხვა ბევრ ღირსებასთან ერთად, გამოვლინდება იმაში, რომ ორგანიზაცია ნდობას უცხადებს თანამშრომელს, როგორც ინდივიდს და პატივს სცემს მას, როგორც პროფესიონალს, რაშიც ეჯაილის დიდი წვლილიცაა. ასევე დასაფასებელია, რომ მენეჯერულ პოზიციებზე მყოფ თანამშრომლებს საქართველოს ბანკში გავლილი აქვთ ბევრი საფეხური და იციან, რატომ და რა სურს თითოეულ თანამშრომელს, ვინაიდან ეს მათ თავად გამოუცდიათ", — გვიზიარებს გუგა.
გუგა სუხიაშვილი ეჯაილ მიდგომით დაინტერესებულ ადამიანებს რჩევებს უზიარებს და აღნიშნავს, რომ ქოუჩი მუდმივად უნდა ეძებდეს ახალ პრაქტიკებს და იღრმავებდეს ცოდნას, რათა არ ჩამორჩეს სწრაფ ტექნოლოგიურ ცვლილებებს.
ლუკა ხიმშიაშვილი
ლუკა ხიმშიაშვილი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია და ჩივნინგის 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამით დიდ ბრიტანეთში ისწავლა, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა, რომ დატვირთულ სასწავლო პროგრამასა და მაღალი დონის სპეციალისტების მიერ გაზიარებული ცოდნის დაუფლებასთან ერთად, კავშირი დაემყარებინა ახალგაზრდა პროფესიონალებთან და სტაჟირება უნივერსიტეტის საინვესტიციო ფონდშივე გაევლო. დიდ ბრიტანეთში სწავლის პერიოდშივე დაიწყო გასაუბრებები საქართველოს ბანკში, საქართველოში დაბრუნებისთანავე მუშაობა დაიწყო და უკვე 3 თვეა, ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერია.
"საქართველოს ბანკი დიდ ყურადღებას აქცევს ტალანტების მოზიდვას და შემდგომ მათ განვითარებას. შესაბამისად, ბანკში ბევრ პროფესიონალთან მაქვს შეხება. ვფიქრობ, რომ გამოცდილ ბანკირებთან ურთიერთობა და პრაქტიკაში საქმის ათვისება განვითარების საუკეთესო საშუალებაა", — აღნიშნავს ლუკა.
ლუკა ხიმშიაშვილი ჩივნინგის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ურჩევს, რომ არ გადადონ მომზადება და თუ პირველივე ცდაზე წარმატებას ვერ მიაღწევენ, აუცილებლად სცადონ მეორედ.
მარიამ მუმლაძე
ფოტო: საქართველოს ბანკი
მარიამ მუმლაძე ლიდერატორის პირველ საცდელ წამოწყებაში, ჯერ კიდევ 2017 წელს ჩაერთო და ამბობს, რომ სხვაგვარად არ წარმოუდგენია, როგორ შეძლებდა მესამე კურსის სტუდენტი, რომელსაც გამოცდილება არ ჰქონდა, კარიერული წინსვლის ეტაპები ასე სწრაფად გაევლო. ლიდერატორში მონაწილეობის შემდეგაც საქართველოს ბანკში დარჩა და გასულ წლებში არაერთ პოზიციაზე მიიღო მუშაობის გამოცდილება. უკვე წელიწად ნახევარია, კორპორაციული მიმართულებით ანალიტიკური ჯგუფის უფროსია და საშუალება აქვს, რომ ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორებთან იმუშაოს.
"სხვაგან ამ ტემპით ვერ განვავითარებდი კარიერას. ნდობა და შესაძლებლობა იმისა, რომ ჩაერთო დიდ პროექტებში, ჩემთვის საქართველოს ბანკის კორპორაციულ კულტურას ძალიან დასაფასებელს ხდის. თავიდანვე დავინახე, რომ ვიყავი იმ გუნდის ნაწილი, რომლისთვისაც არ არსებობს — "არ გამოდის". შთამაგონებელი სწორედ ის არის, რომ აქ გამოცდილ, მოტივირებულ ხალხთან ერთად გიწევს მუშაობა, რომლებიც ცოდნას დადებითი ემოციებით გიზიარებენ და იცი, რომ პრობლემის წინაშე მარტო არ დარჩები", — გვეუბნება მარიამი.
მარიამ მუმლაძის თქმით, თუ ადამიანს საბანკო სფეროში მუშაობა სურს, ლიდერატორი ის პროგრამაა, რომელიც მისცემს მას შესაძლებლობას, მენტორის დახმარებით დაგეგმოს საკუთარი კარიერა, გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები და განვითარდეს.
არ გაჩერდე — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მხარდაჭერილი საგანმანათლებლო და დასაქმების პროექტები.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები