ფეიბოქსი SMS ქვითარს ამატებს
ფოტო: ფეიბოქსი
სწრაფი გადახდის აპარატების პირველი ქართული ბრენდის — ფეიბოქსის საშუალებით, ანგარიშზე ჩარიცხვა და სხვადასხვა გადასახადების გადახდა 15 წლის წინ გახდა შესაძლებელი. მას შემდეგ, გადახდის ტერმინალები მოსახლეობის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. 2007 წლიდან ფეიბოქსი ლექსიკაში იმდენად დამკვიდრდა, რომ მას ავტომატურად ვუკავშირებთ ხოლმე ნებისმიერი აპარატიდან თანხის ჩარიცხვას. PayBox-ის პირველი პროდუქტი მობილურის ბალანსის შევსება იყო, ხოლო დღეს 1000 - მდე სხვადასხვა სერვისს აერთიანებს.
ფეიბოქსის რებრენდინგი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და დღეს უკვე მკაფიოდ ასახავს ბრენდის მისწრაფებას — ტექნოლოგიურობას, სიმარტივეს, დაცულობას, მოქნილობას და მუდმივ განვითარებას. მუდმივი განვითარების გზაზე სიმარტივესა და მოქნილობას გადამწყვეტი როლი უჭირავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხოვრების რიტმი ამდენად აჩქარებულია და მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. კომპანიამ ფეხი აუწყო ტენდენციებს და მრავალფეროვან სერვისებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებს კიდევ ერთი, SMS ქვითარი დაამატა.
SMS ქვითრის უპირატესობა მოქნილობაა — გადახდის შემდგომ შეგიძლიათ ქვითარი საკუთარ მობილურში ჩამოტვირთოთ, ამ გზით თავიდან აირიდებთ მისი დაკარგვის და დაზიანების საშიშროებას;
SMS ქვითარი უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე დაბეჭდილი ქვითარი. მისი სტატუსის განახლება კი 6 თვის განმავლობაში ხდება;
SMS ქვითრის გამოყენებით მცირდება გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი;
SMS ქვითარზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკოლოგიაზე ზრუნვაა, რადგან ერთი ტონა ფურცლის დამზადებას 24 ხე სჭირდება. ფურცლის მოხმარების გაზრდა კი პირდაპირ კავშირშია ეკოლოგიურ საშიშროებებთან.
ერთის მხრივ ტექნოლოგიური სიახლე, ხოლო, მეორეს მხრივ გარემოზე ზრუნვა არის გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ თითოეულ ადამიანს შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ვიზრუნოთ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ.
SMS ქვითარი ეტაპობრივად ემატება ფეიბოქსის სწრაფი ჩარიცხვის ყველა აპარატს და სულ მალე, სიახლე 100%-ით იქნება ხელმისაწვდომი.
ფეიბოქსი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად 10 000-მდე სწრაფი გადახდის ტერმინალით 350,000 მდე მომხმარებელს ემსახურება. მაღალი ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს ჩასარიცხი აპარატების ბრენდებს შორის, ტერმინალების ყველაზე დიდ რაოდენობას და ლოკაციების სიმრავლეს, ნამდვილად აძლევს ბრენდს იმის საშუალებას, რომ SMS ქვითრის პრაქტიკაში დამკვიდრებით, საზოგადოების ქცევის ცვლილებას შეუწყოს ხელი და აამაღლოს ცნობიერება პროდუქტის სარგებლიანობის შესახებ.
ამასთან ერთად, დღეიდან - 30 ნოემბრიდან, მომხმარებლებს საშუალება აქვთ ჩაერთონ ფეიბოქსის TikTok გამოწვევაში, გადაიღონ საინტერესო ვიდეოები SMS ქვითრის საჭიროებისა და სარგებლიანობის შესახებ და გახდნენ უახლესი Iphone 14 Pro-ს ან Iphone 14-ის მფლობელები.
გამოიწერეთ PayBox:
TikTok: @Payboxterminals
Instagram: @Payboxterminals
Facebook: @Paybox . ფეიბოქსი
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
კომენტარები