დაბომბილი ავტომობილით გამოვლილი 1600 კილომეტრი — იური გავრიუშინის ოჯახის გზა მარიუპოლიდან საქართველომდე
ფოტო: თეგეტა
24 თებერვალს ქალაქის სიმშვიდე შემზარავმა ხმამ დაარღვია... მიზნებით, გეგმებითა და ოცნებებით სავსე ცხოვრება უეცრად გაჩერდა და სრულიად ახალი რეალობა დადგა... ქვეყანაში ომი დაიწყო. იური გავრიუშინი, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, მარიუპოლში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარე კორპუსის მერვე სართულზე ცხოვრობდა. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ომის ეპიცენტრში აღმოჩნდებოდა. ვერასდროს იფიქრებდა, რომ ოდესმე ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებოდა.
მარიუპოლში გამუდმებით სროლისა და აფეთქების ხმა ისმოდა. სულ უფრო ხშირად ირთვებოდა განგაშის სიგნალი. ირგვლივ სახლები და ავტოფარეხები დაბომბილი და დანგრეული იყო, მანქანები — განადგურებული.
"ერთ-ერთი დაბომბვის დროს ჩემი მეუღლე და უმცროსი შვილი თავშესაფარში წაუყვანიათ", — ჰყვება იური, — "მე და ჩემი უფროსი შვილი დიდხანს ვეძებდით მათ სარდაფებში, ქუჩებში, ვამოწმებდით ჩანაწერებს სახელებისა და გვარების მიხედვით. ბოლოს სამშობიარო სახლში მივაგენით".
შენობის დერეფნები სავსე იყო ორსულებით, ნამშობიარები ქალებით, ჩვილებით, ჟანგბადდამოკიდებული ახალშობილებით, მოხუცებითა თუ ბავშვებით. საავადმყოფო ფუნქციონირებდა და სხვადასხვა რეგიონიდან, უტრანსპორტობაში, ფეხით მისული მშობიარეების მიღებას, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ახერხებდა.
სამშობიარო სახლი იმ დროისთვის ყველაზე უსაფრთხო სივრცედ მიიჩნეოდა. თუმცა, ერთ დღესაც საარტილერიო დარტყმამ კლინიკის ჰოლი მთლიანად დაანგრია. თავშესაფრად ახლა სამშობიაროს სარდაფი იქცა. მტვერსა და ბუღში გახვეულ, ნახევრად დანგრეულ შენობაში შიში და ქაოსი გამძაფრდა, კაცები ერთიანი ძალებით ცდილობდნენ, ცხელი წყალი მოემარაგებინათ და ეზოში დანთებულ კოცონზე საკვები მოემზადებინათ.
"კაცები კოცონზე საჭმელს ვამზადებდით, როცა ვერტმფრენის ხმა გავიგეთ, თუმცა, არავის უფიქრია, რომ ავიაცია ჭურვებს გადმოყრიდა და სამშობიაროს დაბომბავდა", — იხსენებს იური, — "შემზარავი ხმა იყო. მოულოდნელად დავეცი, თუმცა, დღესაც ვერ ვხვდები, თვითონ წავიქეცი თუ აფეთქების ტალღამ წამაქცია. თითქოს ჩემი ორგანიზმი მოლეკულებად დაიშალა და მერე ისევ აღდგა. როცა გონზე მოვედი, ქვებითა და ხრეშით ვიყავი დაფარული, იმავე მდგომარეობაში იყო ჩემი მეზობელიც, მთლიანად ჩამარხულები ვიყავით ნანგრევებში. მეორედ მაშინ დავიჭერი. თვალები რომ გავახილე, ჩემ წინ ჟანგბადის დიდი ბალონი დავინახე, საიდანაც გაზი ჟონავდა. როგორღაც ნანგრევებიდან ამოვედი, მეზობელიც ამოვათრიე და სარდაფში წავიყვანე".
გადარჩენილები მიწასთან გასწორებულ შენობას ტყვიების ზუზუნში ტოვებდნენ, დაჭრილები ნანგრევებიდან ამოჰყავდათ მაშველებს — ახალი, დროებითი მისამართი სკოლის სარდაფი უნდა გამხდარიყო. გადარჩენის ერთადერთი შანსი გაქცევა იყო. უმართლებდა მას, ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავდა. იღბლიანი აღმოჩნდა იურიც — დაბომბილი, შუშებჩალეწილი მანქანა ჯერ კიდევ იქოქებოდა. ასე დაიწყო გრძელი და ცივი გზა...
ფოტო: თეგეტა
"მანქანას შუშების ნაცვლად გადასაფარებლები ავაფარეთ", — ამბობს იური, — "-7 გრადუსი იყო, ძალიან გამიჭირდა წინა საქარე მინის გარეშე ავტომობილის მართვა. თვალებში მტვერი და შუშის ნამსხვრევები ერთად მეყრებოდა, თუმცა სხვა გზა არ გვქონდა. გადავწყვიტეთ, გაგვერისკა, სახლში მივსულიყავით, საბუთები და ფული აგვეღო და საქართველოში წამოვსულიყავით. ჩემი სახლიდან საქართველომდე 1 600 კილომეტრია.
"მგონია, ჯოჯოხეთი გავიარეთ. თუმცა საქართველოს საზღვარს რომ მოვადექით, მაშინ დაიწყო სასწაული — სრულიად უსასყიდლოდ დაგვაბინავეს, გაგვათბეს, დაგვაპურეს. რამდენიმე დღეში სასტუმროს თანამშრომელი საქართველოში ავტოსერვისის ლიდერ კომპანიას თეგეტას დაუკავშირდა. მათ მანქანის შეკეთება შემომთავაზეს, თუმცა, ის იმდენად იყო დაზიანებული, მხოლოდ შეკეთება საკმარისი არ იქნებოდა. ავტომობილი ფაქტობრივად თავიდან ააწყვეს, დაზიანებული ნაწილები ახლით შემიცვალეს. თეგეტას თანამშრომლები ცდილობდნენ, გავეხარებინეთ, დაგვხმარებოდნენ, რითაც შეეძლოთ და ამით გამოეხატათ თავიანთი სოლიდარობა არა მარტო ჩემდამი, არამედ ჩემი ქვეყნის, უკრაინის მიმართაც".
ფოტო: თეგეტა
მარიუპოლის მკვიდრი იური გავრიუშინი, ოჯახთან ერთად, თბილისში ხუთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა. ლტოლვილები საქართველოს დედაქალაქიდან გერმანიაში გაემგზავრნენ.
ფოტო: თეგეტა
"იური გავრიუშინისა და მისი ოჯახის უმძიმესი ისტორია ჩვენთვის თითქოს მთელი უკრაინის სიმბოლოდ იქცა", — აღნიშნავს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, — "როგორც კი შეტყობინება მივიღეთ, მაშინვე დავუკავშირდით და უკრაინიდან ლტოლვილებს დახმარება შევთავაზეთ. ფაქტობრივად მთელი გუნდი იყო ჩართული პროცესში და გვიხარია, რომ შევძელით, მცირედით მაინც შეგვემსუბუქებინა მათთვის მდგომარეობა.
"ომის დაწყების პირველივე დღიდან ვგულშემატკივრობთ უკრაინასა და უკრაინელებს. საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე ვცდილობთ, შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება გავუწიოთ და თანადგომა ვაგრძნობინოთ ომით დაზარალებულ მოქალაქეებს, მათ შორის ჩვენს ბიზნესპარტნიორებს.
"ასევე უკვე რამდენიმე თვეა თეგეტა ჰოლდინგის ზრუნვის პლატფორმაზე tegeta.care ახალი სექცია დავამატეთ, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, დონაცია განახორციელოს და თავისუფლებისათვის ზრუნვას შეუწყოს ხელი. ამასთან ერთად, ჩვენი კომპანიის კარი ღიაა უკრაინის მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება აქვთ. ვფიქრობთ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ერთმანეთის დახმარებას და წარმატების მიღწევას თავისუფლებისათვის ბრძოლაში".
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველომ უკრაინიდან ათიათასობით ლტოლვილი მიიღო. უმრავლესობა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებიდანაა, მათ შორის — მარიუპოლიდან. უმეტესობა ჩვენს ქვეყანაში სახმელეთო გზით, ლარსის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები