კვლევა: ალკოჰოლის ყოველდღიური მოხმარება ქალებში მკერდის კიბოს რისკს ზრდის, ვარჯიში - ამცირებს
ფოტო: Christian Draghici / Shutterstock
ახალი კვლევის თანახმად, რომელიც დღეს კიბოს კვლევის ამერიკის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, დღეში მხოლოდ ერთი ალკოჰოლური სასმელის მიღებაც კი, ქალებში მკერდის კიბოს გაჩენის რისკს ზრდის. ინტენსიური ვარჯიში - პირიქით, ამცირებს.
დასკვნა, რომელიც 12 მილიონი ქალის, მკერდის კიბოს 260 ათასი შემთხვევისა და 120 კვლევის შედეგს შეიცავს, კიბოს კვლევის ამერიკის ინსტიტუტმა და კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდმა ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოაქვეყნეს.
"დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიზიკურად აქტიური ცხოვრების სტილი, ჯანსაღი წონა და ალკოჰოლის ცოტა რაოდენობით მიღება არის ის ნაბიჯები, რომლებიც ქალებმა მკერდის კიბოს რისკის დასაწევად უნდა გადადგან", ამბობს დასკვნის ერთ-ერთი ავტორი, კიბოს კვლევის ფრედ ჰაჩინსონის სახელობის ცენტრის პრევენციის ექსპერტი ენი მაკტიერნანი.
კვლევის მიხედვით, მენოპაუზამდელი ასაკის ქალებში, დღეში თუნდაც 10 გრამი ალკოჰოლის მიღება მკერდის კიბოს განვითარების შანსს 5%-ით ზრდის, რაც ერთი შეხედვით მცირე მაჩვენებელია, მაგრამ საერთო ჯამში მნიშვნელოვანი ფაქტორია. მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალებში იმავე რაოდენობის ალკოჰოლი რისკს 9%-ით ზრდის. ეს დასკვნა ჯამში 32 კვლევასა და მათში მონაწილე 40 ათასამდე ქალის მონაცემებს ეფუძნება.
მეცნიერები ვერ ამბობენ, ყოველდღიურად მცირე რაოდენობის ალკოჰოლის მიღება და კვირაში ერთხელ შედარებით მეტი ან დიდი რაოდენობით დალევა რისკს ერთნაირად ზრდის თუ არა.
რაც შეეხება რისკის შემცირებას, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში მკერდის კიბოს განვითარების რისკებს მცირე ვარჯიშიც კი ამცირებს. ფიზიკურად აქტიურ ამ ასაკის ქალებში კიბოს განვითარების საშიშროება - 17 პროცენტით, ხოლო მენოპაუზამდელ ასაკის ქალებში 10 პროცენტით მცირდება.
მეცნიერები ამბობენ, რომ სწორი კვება და ვარჯიში ვერ იქნება იმის გარანტია, რომ მკერდის კიბო არ წარმოიქმნება, მაგრამ რისკებს საგრძნობლად შეამცირებს.
-
თემურ ჭყონია: ჰორეკა სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმლის აკრძალვა სოლომონ პავლიაშვილის ახირება მგონია, მიზანი და შედეგი კი გაურკვეველია თემურ ჭყონია: ჰორეკა სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმლის აკრძალვა სოლომონ პავლიაშვილის ახირება მგონია, მიზანი და შედეგი კი გაურკვეველია
გადახედვა
-
"ცაც ბიძინასია?" — სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვას გამოეხმაურა "ცაც ბიძინასია?" — სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცე იკეტება დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცე იკეტება
გადახედვა
-
ჩეჩინი, კუხარჩუკი და გრიბული პენიტენციურ დაწესებულებაში ბანქოს თამაშის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს ჩეჩინი, კუხარჩუკი და გრიბული პენიტენციურ დაწესებულებაში ბანქოს თამაშის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
WhiteBIT-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა WhiteBIT-მა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა
-
ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკი" "ბაზისბანკს" მიჰყიდა ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკი" "ბაზისბანკს" მიჰყიდა
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: ქალებო, დედებო, ნუთუ არ გესმით დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების განწირული კივილი? თეონა ჭალიძე: ქალებო, დედებო, ნუთუ არ გესმით დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების განწირული კივილი?
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: [EU-ს მიერ განსაზღვრული] 9 ნაბიჯიდან ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილი კი დროის გათვალისწინებით უკვე ნაკლებად რელევანტურია მაკა ბოჭორიშვილი: [EU-ს მიერ განსაზღვრული] 9 ნაბიჯიდან ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილი კი დროის გათვალისწინებით უკვე ნაკლებად რელევანტურია
გადახედვა
-
8 ქალმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს იზოლატორებში გაშიშვლების პრაქტიკის შესახებ წერილით მიმართა 8 ქალმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს იზოლატორებში გაშიშვლების პრაქტიკის შესახებ წერილით მიმართა
გადახედვა
-
"ამას ვერ მივიღებთ, როგორც ტექნიკურ ხარვეზს, არაა რთული ორი გვარის ჩასწორება" — მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის საგარეო უწყებას აკრიტიკებს "ამას ვერ მივიღებთ, როგორც ტექნიკურ ხარვეზს, არაა რთული ორი გვარის ჩასწორება" — მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის საგარეო უწყებას აკრიტიკებს
გადახედვა
-
რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები
გადახედვა
-
სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
-
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
-
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
-
რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი? რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი?
გადახედვა
-
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ" ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ"
გადახედვა
-
მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები მაღალი წნევა – მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკის გზები
-
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა
გადახედვა
კომენტარები