კიბერ უსაფრთხოების სტრატეგია და მთავარი გამოწვევები - საქართველოში პირველი ფესტივალი გაიმართა
საქართველოში, სტუდენტთა კიბერ უსაფრთხოების პირველ ფესტივალზე, ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა კიბერ უსაფრთხოების სტრატეგია, პოლიტიკა, მისი განვითარება და მთავარი გამოწვევები, ასევე, ჰიბრიდული ომები, კიბერ უსაფრთხოების ელემენტები ბიზნესში და სხვა. ფესტივალს საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას თქმით, დღეს ვირტუალურ სივრცეში მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს:
"დღევანდელ დღემდე ცივილიზებული სამყარო მეტნაკლებად მშვიდად ცხოვრობდა, არსებობდა საფრთხეები, თუმცა არსებობდა მათი შეკავების მექანიზმებიც. დღეს ახალი გამოწვევების წინაშე ვართ და ეს წესრიგი მთლიანად მოიშალა. არც საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები არსებობს, რომლებიც უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას".
ბათუ ქუთელიას თქმით, რუსეთი, მასზე დამოკიდებული აქტორების მეშვეობით ცდილობს, რომ არსებული წესრიგი დაარღვიოს და ახალი წესრიგი შემოიტანოს, რომელიც გავლენის სფეროებზე იქნება დაფუძნებული:
"ზუსტად იგივე მეთოდით ტერორისტები იქცევიან. სწორედ ასეთ გამოწვევებს ეწოდებათ ჰიბრიდული გამოწვევები, სადაც კონვენციური, ბირთვული, ეკონომიკური საფრთხე და საინფორმაციო სივრცე ერთიანობაშია მოქცეული იმისთვის, რომ პოლიტიკური ინტერესები გატარდეს.
გეოგრაფიული საზღვრები დღეს აღარ არსებობს. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ვირტუალურ სივრცეში უკვე მიმდინარეობს მესამე მსოფლიო ომი. ფრონტის ხაზი კი თითოეული ადამიანის გონებაში გადის. რაც უფრო მეტად დაიპყრობს ადამიანის გონებას, მით უფრო გავლენიანი იქნება ის. ამას აკეთებენ ტერორისტები ამას აკეთებს რუსეთიც და ბუნებრივია, რომ საინფორმაციო ველს ამ საკითხში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს".
თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრია გოცირიძის თქმით, კიბერუსაფრთხოების კუთხით, ერთადერთი რეალური საფრთხის შემცველი რუსეთია:
"იმისათვის, რომ სახელმწიფომ ადეკვატური რეაგირება მოახდინოს, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს კიბერ საფრთხის შემცველი აქტორები. ეს კლასიკაა და ახალს ვერაფერს ვამბობ. ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვისაც ჩვენთვისაც კიბერ საფრთხეების შემცველი აქტორები არიან მაღალ განვითარებული კიბერ პოტენციალის მქონე ქვეყნები. თუ ავიღებთ საფრთხის მნიშვნელობას ჩვენი ჩრდილო მეზობელი ერთადერთი აქტორია, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა რომ მასობრივი ზარალი და მსხვერპლი მოიტანოს. მხვედველობაში ის მაქვს, რომ რუსეთის შემტევ კიბერ პოტენციალში არსებობს შესაძლებლობა წვდომა მოიპოვოს ინფრასტრუქტურის მაკონტროლებელ სისტემებზე და განახორციელოს დარტყმა. გასაგები რომ იყოს, შემიძლია გავიხსენო უკრაინაში მომხდარი ფაქტი, როდესაც მთელი დასავლეთ უკრაინა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა - ადვილი წარმოსადგენია თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ის საქართველოსთვის".
ღონისძიება, რომლის ორგანიზატორის არასამთავრობო ორგანიზაცია ინტერნეტის განვითარების ინიციატივა იყო, საქართველოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის გაიმართა.
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
კომენტარები