ყველაფერი, რაც ტესტერთა საერთაშორისი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შესახებ უნდა იცოდეთ
ფოტო: თიბისი
ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში არის დღე, როცა თავს თვითკმარ და ბედნიერ ადამიანად ვგრძნობთ და განსაკუთრებით გვიხარია, რომ ესა თუ ის პროფესია ავირჩიეთ. აი, სწორედ ასე გრძნობენ თავს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერები ყოველი წლის 9 სექტემბერს, როცა საკუთარი პროფესიული დღის აღსანიშნავად, ამ დარგის ფუძემდებლის, გრეის ჰოპერის გასახსენებლად და ერთმანეთისთვის წლიდან წლამდე შეძენილი ცოდნისა და დაგროვილი გამოცდილების გასაზიარებლად მსოფლიოს გარშემო იკრიბებიან.
გასაკვირი სულაც არ არის, რომ ყოველი წლის 9 სექტემბერს ტესტერები საქართველოშიც იკრიბებიან, სადაც ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას საფუძველი პირველად 2020 წელს ჩაეყარა, როცა ქვეყანაში პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო (GeoSTQB) ჩამოყალიბდა. თავისთავად ცხადია, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა ტრადიციას არც წელს უღალატეს - მეტიც, როგორ ჩანს, წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული იქნება, რადგან ეს იქნება პირველი შემთხვევა პანდემიის შემდეგ, როცა ტესტირებით დაინტერესებული ადამიანები ფიზიკურად შეიკრიბებიან.
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება შედარებით ახალი დარგია, რომელიც კოლოსალური სიჩქარით ვითარდება. ინდუსტრიასთან ერთად ვითარდებიან ამ სფეროს ექსპერტებიც, რომელთაც, წლიდან წლამდე, ბევრი სიახლე უგროვდებათ, რომელთა შესახებ მათნაირ ენთუზიასტებთან ინფორმაციის გაცვლა სურთ. ტესტერთა მხრიდან წამოსულ ამ მოთხოვნას ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზატორები სიხარულით შეხვდნენ და წლევანდელი ღონისძიება ორ დღეზე — 9 და 10 სექტემბერზე გადაანაწილეს.
როგორც GeoSTQB-ში ამბობენ, ღონისძიების თითოეული დღე განსაკუთრებული იქნება, არამხოლოდ განსახილველი თემების მრავალფეროვნებით, არამედ მონაწილე კომპანიების, გამომსვლელების, პანელური დისკუსიებისა და ოფიციალური და არაოფიციალური აქტივობების კუთხითაც.
საბოლოო ჯამში, ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ წლევანდელ ღონისძიებაზე თავს 250-ზე მეტი სტუმარი მოიყრის. გამომსვლელთა შორის არიან, როგორც წამყვანი ქართული ტექნოლოგიური კომპანიებისა და ორგანიზაციების, მათ შორის GeoSTQB-ის, თიბისის, aPeople-ის, DevOps საქართველოს და HT Solutions-ის წარმომადგენლები, ასევე დიდი საერთაშორისო კომპანიების - Exactpro-ს, EPAM-ის, Softfan-ის, Perforce Software-ის, Cypress.io-ს, Slido-ს, Smart Academy-ის, Flat Rock Technology-ის, Quantori-ის, RockIT by NGT-ის, Tulaco-ს და Intranote-ის სპიკერები.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტრადიციულად, ტესტერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ რიგით მესამე ღონისძიებასაც უჭერს მხარს. თიბისიში ფიქრობენ, რომ ქართული ტექნოლოგიური კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ღონისძიების მხარდაჭერებს შორის არიან Exactpro, EPAM-ი, Softfan-ი, aPeople-ი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქართული წარმომადგენლობა.
"დღევანდელ დინამიკურ და ტექნოლოგიურად სწრაფ სამყაროში, მომხმარებელი მეტად დამოკიდებულია პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რაც ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემქმნელებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო პროდუქტის შეთავაზებას და პროცესში ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტებისა და ტესტერების აქტიურ ჩართვას გულისხმობს. ამ პროფესიის ადამიანებზე გლობალური მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, საქართველოში ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტების და ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრების პროფესიების პოპულარიზაცია დღესაც საჭიროა. ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ამ მოთხოვნაზე პასუხის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია", — ამბობს თიბისის ხარისხის უზრუნველყოფისა და პროგრამული ტესტირების ავტომატიზაციის გუნდის ხელმძღვანელი, ალეკო ისკონიანი.
ისე კი, ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი წლევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი მიზნით იქნება გამორჩეული. საქმე ისაა, რომ წელს, ღონისძიებას დაესწრება იმ კომპანიებისა და ტრენინგ-ცენტრების უმეტესობის წარმომადგენელი, რომლებიც ტესტირების მიმართულებით აქტიური ვაკანსიები და ტრენინგები აქვთ.
თუმცა, ეს ყველაფერი როდია. ყველა სხვა სიახლესთან ერთად, ღონისძიების ორგანიზატორები დამსწრე საზოგადოებას საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს მოახსენებენ, რომელზეც საქართველოს პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების დაცვით იმუშავა. კვლევის შედეგად ქართული ბაზრის ბევრი თავისებურება გაირკვევა, მათ შორის დასაქმებულთა გენდერული და ასაკობრივი გადანაწილება და ხელფასი და ისიც, არსებობს თუ არა სახელფასო სხვაობა კაცებსა და ქალებს შორის და საერთოდ, სად, რა ტიპისა და სიდიდის ორგანიზაციებში საქმდებიან ქართველი ტესტერები.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ტესტერთა საერთაშორისო დღის ყოველწლიური აღნიშვნა, ტექნოლოგიური კომუნის ერთ მუშტად შეკვრა და წლიდან წლამდე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სწორედ ისაა, რაც ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესს განაპირობებს.
ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი წლევანდელი ღონისძიება, რომელიც aPeople-ის სათავო ოფისში ჩატარდება, სტარტს 9 სექტემბერს აიღებს და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. თუკი თავს ქართული ტექნოლოგიური კომუნის ნაწილად მიიჩნევთ, ტესტერებისა და ზოგადად პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით სიახლეები გაინტერესებთ და კარიერული განვითარება ან უბრალოდ საინტერესო ადამიანების გაცნობა გსურთ, ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ და კონფერენციის ბილეთი შეიძინოთ — აი, ამ ბმულის გამოყენებით. მაშ, შეხვედრამდე!
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
კომენტარები