გადახდა სწრაფად და მარტივად — რას გთავაზობთ Bogpay.ge?
თანამედროვე ცხოვრების ჩქარი ტემპი მოითხოვს, რუტინული სამუშაო — ისეთი, როგორსაც ხშირად ინსტინქტურადაც კი ვაკეთებთ — მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად შევასრულოთ. სწორედ ეს ორი მახასიათებელი, სისწრაფე და სიმარტივე, გახდა ამოსავალი წერტილი საქართველოს ბანკისთვის, შეექმნა გადახდების ახალი, ინოვაციური ონლაინსივრცე Bogpay.ge.
მსგავსი პროექტის განხორციელება საქართველოს ბანკისთვის უცხო არ ყოფილა — რამდენიმე წლის წინ შექმნილი პლატფორმა epay.ge გემახსოვრებათ კიდეც. თუმცა, ბანკში ამბობენ, რომ დროის გასვლასთან ერთად, ასეთი სივრცე დახვეწას და ახალი სტანდარტების გათვალისწინებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, bogpay.ge-ის შექმნისას ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი მომხმარებლის უკუკავშირი იყო — პლატფორმა მთლიანად ჩვენს ინტერესებსა და მოთხოვნებზეა მორგებული.
და მაინც — რით არის bogpay.ge გადახდის სხვა პლატფორმებისგან გამორჩეული? რას სთავაზობს ის მომხმარებელს ამჟამად და როგორია სამომავლო გეგმები — ამ შეკითხვებზე პასუხების მისაღებად საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში ციფრული პროდუქტების მენეჯერს, ნუცა ლელაშვილს, ვესაუბრეთ.
გადახდა თითის ერთი დაჭერით
ფოტო: Getty Images
"იმისათვის, რომ დღეს საუკეთესო მომსახურებით ისარგებლო, კონკრეტული ბანკის მომხმარებელი უნდა გახდე და შემდეგ მიიღო წვდომა ამ ბანკის პროდუქტებზე. ჩვენი მიზანი კი იყო, საუკეთესო გამოცდილება ხელმისაწვდომი გაგვეხადა ნებისმიერი ბანკის ბარათის მფლობელისთვის", — ჰყვება ნუცა.
საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად პლატფორმაზე მომუშავე გუნდმა მიზნად დაისახა, ის ყველა მომხმარებლისთვის მარტივად გამოსაყენებელი ყოფილიყო. ამიტომ, გადახდისათვის აქ თქვენ არც რეგისტრაცია დაგჭირდებათ და არც სხვა უამრავი მონაცემის შეყვანა.
მეტიც, პირველად ონლაინსივრცეში — შეგიძლიათ, საქართველოს ბანკის ანგარიშზე თანხა ნებისმიერი ბანკის ბარათით შეიტანოთ. ეს სერვისი სპეციალურად პლატფორმისთვის შეიქმნა და, ცხადია, ალტერნატივა არ მოეძებნება. საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის კი დამატებითი და მოსახერხებელი ფუნქციაა PLUS ქულებით გადახდაც.
გარდა ამისა, bogpay.ge მუშაობის პროცესშივე იტესტებოდა, გუნდი კი შექმნილ სერვისზე გამოხმაურებას დაუყოვნებლივ იღებდა. სწორედ ეს დაეხმარათ მათ, ყველა მოსახერხებელი ფუნქციისთვის ერთ სივრცეში მოეყარათ თავი.
თუმცა, ერთ სივრცეში თავმოყრილმა ფუნქციებმა არ შეგაშინოთ — ნუცას თქმით, პლატფორმა ისეა მოწყობილი, გადახდის პროცესი მათთვისაც სწრაფი და მარტივია, ვინც ონლაინ სივრცეს კარგად არ იცნობს. ამაში მომხმარებელს ასევე დაეხმარება bogpay.ge-ის ერთ-ერთი ფუნქცია — "ჩემი გადახდები".
"ასამდე სხვადასხვა სერვისიდან კონკრეტული მომხმარებლისთვის აქტუალური, როგორც წესი, სულ რამდენიმეა", — აღნიშნავს ნუცა, — "იმისათვის, რომ მათი მოძებნა ყოველ ჯერზე არ მოგიწიოთ, მარტივად შეიძლება ნებისმიერ სერვისს მოუნიშნოთ 'ჩემს გადახდებში დამატება'".
ასე პლატფორმა დაიმახსოვრებს არა მხოლოდ სერვისს, არამედ გადახდისთვის საჭირო მონაცემებსაც, მაგალითად, აბონენტის ნომერს.
უსაფრთხო სივრცე
ფოტო: Towfiqu barbhuiya / Unsplash
რადგან მონაცემების დამახსოვრება ვახსენეთ, ავხსნათ კიდეც, რამდენად უსაფრთხოა პლატფორმა.
"თუ ადრე ეს მიმართულება, შესაძლოა, დამატებითი უპირატესობა ყოფილიყო, დღეს უკვე სავალდებულო მოთხოვნაა", — აცხადებს ნუცა, — "ამიტომ, ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მიექცა კიბერუსაფრთხოებას და სისტემამ მრავალმხრივი ტესტირება გაიარა".
ტესტირების შედეგები იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებლის მონაცემები bogpay.ge-ზე საიმედოდ დაცული იყოს.
"თუმცა, მომხმარებელი ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს და დარწმუნდეს, რომ მხოლოდ ავტორიზებული პლატფორმით სარგებლობს", — ამატებს ნუცა.
სიახლეები მომავალში
ფოტო: Ceptari Tyas / Dribbble
ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმა მობილური აპლიკაციის შექმნაა — როგორც Android, ასევე iOS სისტემისთვის. ამ სივრცეში რეგისტრაცია უკვე საჭირო გახდება, თუმცა, ეს პროცესი კვლავაც ძალიან მარტივი და სწრაფი იქნება. აპლიკაციებზე მუშაობა ვებგვერდის გაუმჯობესების პარალელურად და მომხმარებლის უკუკავშირის დახმარებით მიმდინარეობს.
ამასთან, პლატფორმაზე მალე დაემატება ბევრი ახალი სერვისი — მათ შორის, საბანკო და ფინანსური ოპერაციები, რომლებიც, ნუცას თქმით, მოთხოვნადია. რეგისტრაციის შესაძლებლობა გაჩნდება ვებგვერდზეც, თუმცა, ეს აუცილებელი, რა თქმა უნდა, არ იქნება. უბრალოდ, თუკი ბარათის მონაცემების დამახსოვრებას მოისურვებთ, ასე უფრო მარტივად და დაცულად გადაიხდით.
"ვინაიდან ჩვენი გუნდის პრიორიტეტი გადახდების პროცესის გამარტივებაა, ვფიქრობთ, ამ ნაწილში სრულიად უნიკალურ გამოცდილებას ვქმნით და რაც მთავარია, მაქსიმალურად ვერგებით მომხმარებლის უკუკავშირს", — ამბობს ნუცა დასასრულს, — "შესაბამისად, ყოველდღე რაღაცას იმაზე უკეთ ვაკეთებთ, ვიდრე გუშინ".
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
კომენტარები