USAID-ის სამოქალაქო განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის "სამოქალაქო განათლება მნიშვნელოვანია" ფარგლებში, მოსწავლეებისათვის იდეების კონკურსი ჩატარდა
ფოტო: USAID
მოსწავლეების სამოქალაქო განათლებით მეტად დაინტერესების მიზნით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ჩაატარა კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის ამ საგნის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს უნდა მოეფიქრებინათ ორიგინალური იდეები, თუ როგორ წარმოუდგენიათ, სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება და გახალისება.
გამოვლინდა 10 საუკეთესო იდეის წარმდგენი მონაწილე/მონაწილეთა ჯგუფი მიღებული 300-ზე მეტი განაცხადიდან. ესენი არიან:
- ქ. წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ბენიძე;
- სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ჯინჭარაძე;
- თბილისის არქიმედეს სკოლის მოსწავლე ალექსანდრა წულაია;
- თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები თეკლა მუხადგვერდელი, შოთა ილაშვილი, ნუცა ნოდია, ვასო კუსიანი და რეზო ყაველაშვილი;
- დამალის საჯარო სკოლის მოსწავლე ვართუი მარკოსიანი;
- თბილისის თავისუფალი სკოლის მოსწავლეები სალომე ჯიბლაძე და კახა კილაძე;
- ქ.რუსთავის N13 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი დუგლაძე;
- სსიპ ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ანა-მარია სანიკიძე და მარიამ ხუხუნაიშვილი;
- სსიპ ქალაქ თბილისის N221 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნია თავდიშვილი, ნიკუშა ირემაძე და ეკატერინე სანდუხაძე;
- ქ. ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის მოსწავლე მარიამ ნაცვლიშვილი.
10 საუკეთესო განაცხადიდან, გამოვლინდა 3 გამარჯვებული, შემდეგი სკოლებიდან:
- ქ.რუსთავის N13 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი დუგლაძე;
- სსიპ ქალაქ თბილისის N221 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნია თავდიშვილი, ნიკოლოზ ირემაძე და ეკატერინე სანდუხაძე;
- ქ. ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" მოსწავლე მარიამ ნაცვლიშვილი.
10 საუკეთესო იდეის წარმდგენ მონაწილეს/მონაწილეთა ჯგუფს, გადაეცემათ პროექტის ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო განათლების თემატიკასთან დაკავშირებული სამაგიდო თამაში. ხოლო 3 გამარჯვებულს პრიზის სახით გადაეცათ ბიბლუსის 1 000-ლარიანი ვაუჩერი. ამასთანავე, გამარჯვებულ მონაწილეებს უმასპინძლა ამერიკის საელჩომ და USAID-ის ოფისმა, სადაც მათ გადაეცათ პრიზები და მიეცათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ საელჩო და მიეღოთ ინფორმაცია სამოქალაქო განათლების კუთხით მიმდინარე პროექტების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესს გახდეს უფრო სახალისო, მოსწავლეები უფრო აქტიურად ჩაერთონ სასკოლო-თემის ცხოვრებაში, დაიცვან გარემო, იზრუნონ კულტურულ მემკვიდრეობაზე და დაუპირისპირდნენ ჩაგვრასა და უსამართლობას.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა


კომენტარები