მაკდონალდს საქართველომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის ღონისძიებები მოაწყო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ყოველწლიური ტრადიციული საქველმოქმედო კამპანია McHappy Day-ს ფარგლებში მაკდონალდს საქართველო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" ბენეფიციარ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მათი საყვარელი ჰეფი მილებით და ორინჯ ბოულის ნატურალური წვენით გაუმასპინძლდა.
ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში "პირველი ნაბიჯის" ბენეფიციარმა ბავშვებმა მაკდონალდს საქართველოს მიერ ორგანიზებულ სხვა სახალისო აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის სახის მოხატვაში, ბუშტებით თამაშში და სხვა.
კომპანია მაკდონალდს საქართველოს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ალექსანდრე შენგელიას თქმით, McHappy Day-ს წლევანდელი საქველმოქმედო კამპანიის მთავარი გზავნილია "გაუფერადე ცხოვრება ბავშვებს" და დღევანდელი დღის აქტივობებიც ამ პრინციპს ეფუძნება.
ფოტო: McDonalds
"ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ბავშვს და ვუსურვებ მათ ფერად, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას. მაკდონალდს საქართველოსთვის მომხმარებელზე, პირველ რიგში კი ბავშვებზე ზრუნვა მთავარი მიზანია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი საქველმოქმედო კამპანია, რომლის ფარგლებშიც დღეს ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" ბენეფიციარებს გავუმასპინძლდით. McHappy Day-ს კამპანია გრძელდება და ჩვენი მომხმარებლების ჩართულობით შეგროვილი თანხით, რომელსაც კომპანიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაც დაემატება, აღვჭურავთ ორგანიზაციის სამ ფილიალს, ბავშვებისთვის შევიძენთ ინვენტარს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ არსებულ ყოფას და გაუფერადებს ცხოვრებას", — აღნიშნა ალექსანდრე შენგელიამ.
ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერის, გუჩი თავხელიძის თქმით, მაკდონალდს საქართველომ დღეს ორგანიზაციის ბენეფიციარ ბავშვებს განსაკუთრებულად ფერადი და დაუვიწყარი დღე აჩუქა.
"ძალიან გვიხარია, რომ მაკდონალდს საქართველომ წლევანდელი საქველმოქმედო კამპანიის ბენეფიციარად ჩვენი ორგანიზაცია შეარჩია. კომპანიის ხელშეწყობით შესაძლებლობა გვექნება განვაახლოთ ყველა საჭირო ინვენტარი და სათამაშოები, რაც დაეხმარება ბავშვებს განვითარებაში, ახალი უნარების ათვისებაში. ყოველდღიურად უამრავი მასალა გვესაჭიროება და McHappy Day-ს კამპანიის შედეგად გაწეული ქველმოქმედება ძალიან დაგვეხმარება, რომ შევძლოთ ხარისხიანი მომსახურების მიწოდება ბავშვებისთვის", — განაცხადა გუჩი თავხელიძემ.
McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს "პირველი ნაბიჯის" ბენეფიციარი ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები, რომლებიც აიკინძა გასაფერადებლის სახით, ასევე ფერადი ფანქრები, ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების მიხედვით დამზადებული პოსტერები და სტიკერები. სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილი აღნიშნული პრომოაქსესუარები მაკდონალდსის ყველა რესტორანში იყიდება. გარდა ამისა, მომხმარებელს პრომო აქსესუარების შეძენა დელივერი სერვისითაც შეეძლება. ნებისმიერი ამ ნივთის შეძენისას მომხმარებელი ავტომატურად ერთვება საქველმოქმედო კამპანიაში, რადგან ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" ბენეფიციარი ბავშვების განათლებას და პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციიდან ლოიალურობის პროგრამის საშუალებით 1000 ქულის სანაცვლოდ მოახდინოს 1 ლარის ოდენობის დონაცია მაკ ჰეფი დეის ფონდში.
წლევანდელი კამპანიის ოფიციალური პარტნიორია კომპანია Mastercard, რომლის კონტრიბუციის შედეგად აქსესუარების გაყიდვით შემოსული თანხა ორმაგდება.
McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიიდან შემოსული თანხით მაკდონალდს საქართველო უზრუნველყოფს დიღომში, ისანსა და რუსთავში მდებარე "პირველი ნაბიჯის" სამი ფილიალის მოწყობასა და აღჭურვას ყველა საჭირო შესაბამისი ინვენტარით.
ამასთან აღსანიშნავია, რომ McHappy Day-ის კამპანიის ფარგლებში აღიჭურვება რუსთავის ფილიალი, რის შედეგადაც ბავშვები სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას რუსთავში უფასოდ შეძლებენ.
"პირველი ნაბიჯი" ამ ეტაპზე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 900-ზე მეტ ბავშვს ემსახურება ყოველთვიურად. ჯამურად ორგანიზაციაში 10-მდე პროგრამა ხორციელდება. კონსულტაციის და თერაპიის ცენტრი ადრეული ასაკის ბავშვებს და მათ მშობლებს, ხოლო დღის ცენტრის და ბინაზე მოვლის პროგრამები 45 მძიმე ინტელექტუალური და ქცევითი დარღვევების მქონე 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება.
McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გასული წლების განმავლობაში მაკდონალდსმა ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას.
წლევანდელი კამპანია, რომლის მთავარი გზავნილია — გაუფერადე ცხოვრება ბავშვებს, ჰეშთეგით #McHappyDays იმართება და 30 ივნისს დასრულდება.
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
კომენტარები