რატომ არის მნიშვნელოვანი რძე და რძის ნაწარმი ბავშვთა კვებაში? — ინტერვიუ პედიატრ მაია ჩხაიძესთან
ჯანმრთელი ბავშვი ძლიერი იმუნიტეტით, ალბათ, ყველა დედის ოცნებაა. ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მისი მუცლადყოფნის პერიოდში იწყება და დაბადების პირველი წუთებიდან მის ზრდასრულობამდე გრძელდება. განსაკუთრებული როლი კი ამ ყველაფერში ეკოლოგიასთან და გარემო პირობებთან ერთად, რა თქმა უნდა, სწორ კვებას ენიჭება. რა მიკროელემენტები და ვიტამინები სჭირდება ბავშვს და რა როლი უკავია ბავშვთა კვებაში რძეს და რძის პროდუქტებს? – ამ საკითხზე პედიატრი, მედიცინის აკადემიურ დოქტორი, მაია ჩხაიძე საუბრობს.
რომელი პროდუქტებია ბავშვთა კვებაში აუცილებელი და რა ადგილი უკავია ამ პროდუქტებში რძეს და მის ნაწარმს?
რძე და რძის პროდუქტები ბავშვთა კვების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, წარმოადგენენ ცილების და ენერგიის შესანიშნავ წყაროს. ასევე, შეიცავენ ვიტამინების და მინერალების ფართო სპექტრს.
რძე და რძის ნაწარმი არის ენერგიის, ცილების, ცხიმების (ძირითადად ნაჯერი), ვიტამინების (რიბოფლავინი, B12, Aდა D ვიტამინი) და მინერალების (კალციუმი, იოდი, ფოსფორი, თუთია) წყარო. ეს ჯგუფი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის და ჯანსაღი კბილებისათვის.
ცილას აქვს ყველა უჯრედში, სტრუქტურული და ფუნქციური როლი და უმნიშვნელოვანესია ზრდისთვის. ცილაზე მოთხოვნილება შეესაბამება სხეულის ზომებს და ასაკს. მისი კარგი წყაროა: უცხიმო ხორცი, ფრინველის ხორცი, ზღვის პროდუქტები, რძე, რძის ნაწარმი, კვერცხი, პარკოსნები, თხილეული და მცენარის თესლები.
რას იღებს ბავშვი რძითა და რძის პროდუქტებით?
რძის პროდუქტებთან ერთად ბავშვის ორგანიზმი იღებს ყველაზე მეტად ვიტამინ D-ს და კალციუმს. ვიტამინი D აძლიერებს კალციუმის შეწოვას, რაც მნიშვნელოვანია ძვლოვანი სისტემის განვითარებისთვის და ჯანმრთელი კბილებისთვის. მისი ნაკლებობა ბავშვებში ძირითადად რაქიტის სახით გამოვლინდება. ვიტამინი D-ს საკვები წყაროები ცოტაა, ამიტომაც ვიტამინი D-ს ადეკვატური რაოდენობის მიღება მხოლოდ საკვებით რთულია. მზის სხივები ან ულტრაიისფერი სხივები ვიტამინი D-ს კიდევ ერთი წყაროა. ამიტომ, პედიატრები ხშირად ვურჩევთ მშობლებს მზის აბაზანებს, სუფთა ჰაერზე ბავშვის გასეირნებას... ჩვილი ბავშვებისათვის, ასევე, რეკომენდებულია ვიტამინი D-ს 400 ს.ე. (10 მკგ) მიღება დღეში ერთხელ.
საკვები პროდუქტების უმეტესობა D ვიტამინს არ შეიცავს. შედარებით მდიდარია ამ ვიტამინით ცხიმიანი თევზი. ვეგეტარიანელი ბავშვისთვის D ვიტამინის ალტერნატიულ წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს D ვიტამინით გამდიდრებული რძე ან მარცვლოვნები.
ასევე, უმნიშვნელოვანესია რძის მიღება კალციუმის თვალსაზრისით. კალციუმი აუცილებელია ძვლებისთვის და კბილებისთვის. რძე და ზოგიერთი რძის ნაწარმი (მაგ., იოგურტი, მაწონი და ყველი) კალციუმის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. რძეს კალციუმის საბადოსაც ვეძახით.
ბავშვებს კალციუმზე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყოველდღე 2-3 ულუფა რძის ან რძის ნაწარმის მიღება სჭირდებათ. დაბალცხიმიანი რძე და რძის ნაწარმი შეიცავს იმდენ ან იმაზე მეტ კალციუმს, რამდენიც არის ჰომოგენიზებულ და ცხიმმოუხდელ რძეში.
ბავშვებისთვის ვინც ვერ/არ იღებს ძროხის რძეს, რეკომენდებულია კალციუმით გამდიდრებული ალტერნატიული რძე. რძის შაქრის, ლაქტოზის აუტანლობისას, ასევე, რეკომენდაციას ვაძლევთ ბავშვმა მიიღოს ულაქტოზო რძე და მისი ნაწარმი. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი კალციუმით და D ვიტამინით მდიდარ პროდუქტებს მაინც არ იღებს, საჭიროა, ამ პრეპარატების დამატებით მიცემა.
კალციუმის წყაროს 75 პროცენტს რძე და რძის ნაწარმი შეადგენს. ვეგეტარიანელი ბავშვების შემთხვევაში, თუ ის რძეს არ სვამს, ყოველდღიურად უნდა იღებდეს კალციუმით მდიდარ საკვებს (ბროკოლი, ჩინური კომბოსტო, თხილეული, თესლეული) ან კალციუმით გამდიდრებულ მარცვლეულს.
განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ რძის პროდუქტებში მაწონი, რომელიც ენდემური პროდუქტია. მაწონი ტრადიციული ქართული რძემჟავა პროდუქტია. რძემჟავა პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა მათში შემავალი ბაქტერიების გამო. აღნიშნული ბაქტერიები – პრობიოტიკები – ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებსაც შეუძლიათ სარგებლობა მოუტანონ ადამიანს, კერძოდ, დადებითი გავლენა მოახდინონ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზე. პრობიოტიკები ორგანიზმის მეგობარ ბაქტერიად მიიჩნევა. ისინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აძლიერებენ. პრობიოტიკებს ხშირად კეთილ ბაქტერიებს უწოდებენ, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრილ ცუდ ბაქტერიებს ებრძვიან. ისინი ერთგვარი ბარიერის ეფექტს ქმნიან, ნაწლავებს ცუდი ბაქტერიების ზემოქმედებისგან იცავენ, ამასთან, ანთების განვითარების რისკსაც ამცირებენ, რადგან ორგანიზმში პარაზიტების გავრცელებას უშლიან ხელს. გარდა ამისა, პრობიოტიკების დახმარებით ჩვენი იმუნური სისტემა ვირუსების წინააღმდეგ გაცილებით ეფექტურად მოქმედებს.
პრობიოტიკების ჯგუფში ბევრი ტიპის ბაქტერია შედის. განსაკუთრებით სასარგებლო ბაქტერიებად მიიჩნევა ლაქტობაცილა, ანუ რძისმჟავას ბაქტერია და ბიფიდობაქტერია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა რძემჟავა ბაქტერიის შემცველი საკვები რეგულარულად მიიღოს. ამ მხრივ, მაწონი, რომელიც ენდემურ დედოზეა დამზადებული, ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რადგან ის ბუნებრივ პრობიოტიკებს შეიცავს. მასში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა კონცენტრირებული რძემჟავა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მაწვნის შენახვის ვადა საკმაოდ ხანმოკლეა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები