ნეტფლიქსმა რუსეთში მაუწყებლობა შეწყვიტა
ფოტო: Alex Castro / The Verge
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საპასუხოდ, მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ციფრულმა სტრიმინგ სერვისმა, ნეტფლიქსმა, რუსეთში მაუწყებლობა შეწყვიტა.
ნეტფლიქსმა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არაერთი სხვა კომპანიის კვალდაკვალ რუსეთში დაგეგმილ ყველა სამომავლო პროექტს აჩერებდა. მათ შორის იყო ოთხი რუსული წარმოების პროექტი, რომელთაგან ერთ-ერთის გადაღებებიც კი მიმდინარეობდა უკვე. ნეტფლიქსმა ასევე უარი თქვა, საკუთარ პლატფორმაზე რუსული პროპაგანდისტული არხები დაეშვა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის კანონმდებლობა ამას ავალდებულებდა.
ამჯერად კი, კომპანიამ გადაწყვიტა, ქვეყანაში საკუთარი მომსახურების მიწოდება სრულად შეეწყვიტა.
"შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ჩვენი სერვისი რუსეთში შევაჩეროთ", — განაცხადა ნეტფლიქსის წარმომადგენელმა.
ნეტფლიქსმა ასევე განაცხადა, რომ 2015 წელს გამოსული დოკუმენტური ფილმი — ცეცხლოვანი ზამთარი: უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის — პლატფორმაზე უფასოდ ხელმისაწვდომი გახდება. ფილმში უკრაინაში ევრომაიდნის პროტესტი და მას შემდეგ განვითარებული მოვლენებია აღწერილი, მათ შორის, ყირიმის ოკუპაცია.
რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გარდა, ქვეყანას ბოიკოტი არაერთმა გლობალურმა ბრენდმა გამოუცხადა. რუსეთში გაყიდვები შეაჩერეს ისეთმა ტექგიგანტებმა, როგორებიც Microsoft, Apple და Dell არიან. ქვეყანაში ყველა მაღაზია დახურა ასევე Ikea-მ.
ამ ყველაფერთან ერთად, თითქმის ყველა ცნობილმა კინოკომპანიამ რუსეთში პრემიერები გააუქმა. ქვეყანაში დაგეგმილი კონცერტები გააუქმეს ნიკ ქეივმა, Green Day-მ და Placebo-მაც.
ამასთან, რუსეთი მოიხსნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან — სავარაუდოდ, არა მხოლოდ წელს, რადგან ფესტივალის ორგანიზატორმა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა რუსული ტელეკომპანიები გააძევა. ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია არ დაიშვება არც კანის კინოფესტივალზე. ამ ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია, რომ რუსულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამაც შეწყვიტა. პუტინის პოლიტიკის აქტიური და პასიური მხარდამჭერი ხელოვანები, მათ შორის სოპრანო ანა ნეტრებკო და დირიჟორი ვალერი გერგიევი ასევე დაითხოვეს წამყვანი მუსიკალური დაწესებულებებიდან.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
ასევე იხილეთ:
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები