რუსეთმა ლუგანსკის გამშვებ პუნქტს ცეცხლი გაუხსნა
ფოტო: depo.ua
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქის გამშვებ პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ჰუმანიტარული დახმარების მანქანების კოლონა იქ იმყოფებოდა.
მესაზღვრეებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანეს. ზალუჟინის თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია. მისივე ინფორმაციით, ჰუმანიტალური დახმარების ოთხმა მანქანამ ტერიტორია დატოვა, 8 კი გამშვებ პუნქტთან რჩება.
"ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და მინსკის შეთანხმებების კიდევ ერთი უხეში დარღვევა", — აცხადებს მთავარსარდალი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 17 თებერვალს რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 60-ჯერ დაარღვია, მათგან 43 შემთხვევაში მან მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა. დღეს, დილის 9 საათის მდგომარეობით კი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 20 დარღვევა დაფიქსირდა, მათგან 15-ში მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი იყო გამოყენებული.
გუშინ ოკუპანტებმა დონბასიდან ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთ დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს, ჭურვი კი საბავშვო ბაღს მოხვდა. ამას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "დიდი პროვოკაცია" უწოდა და ხაზი გაუსვა უკრაინაში დიპლომატების დარჩენის აუცილებლობას.
რუსეთის მტკიცების პარალელურად, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვიდან რუსული ჯარები გაჰყავთ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ბოლო დღეებში უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების რიცხვი 7 000-ით გაიზარდა. ზელენსკიც უარყოფს, რომ რუსეთის ჯარები გადიან. მისი თქმით, ამას რეალურად ვერ ხედავენ და მხოლოდ ესმით მის შესახებ.
გაიგე მეტი:
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
კომენტარები