10 საოცარი ცხოველი, რომლის შესახებაც აქამდე ალბათ არ იცოდი
სამყარო საოცარი ცხოველებით, ფრინველებით, მწერებითა თუ სხვა არსებებითაა სავსე. ადამიანები ზოგჯერ წლების განმავლობაში ისე ვცხოვრობთ, რომ უამრავი მათგანის არსებობის შესახებ არც კი გაგვიგია. საბედნიეროდ, სწავლა და მეტის გაგება გვიანი არასდროსაა.
სწორედ ამ მიზნით რედიტის მომხმარებლებმა ერთმანეთს ისეთი ცხოველები გააცნეს, რომელთა არსებობის შესახებაც სულ ცოტა ხნის წინ შეიტყვეს. მათგან 10 ყველაზე საოცარ არსებას წარმოგიდგენთ:
1. დიკ-დიკი
მინიატურული და მშვენიერი ანტილოპა დიკ-დიკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში ბინადრობს. ეს ციცქნა არსება დისნეის ანიმაციის გმირს უფრო ჰგავს, ვიდრე ნამდვილ ცხოველს.
2. ენოტისმსგავსი ძაღლი (იაპონურად — ტანუკი)
ეს მსუნაგი ცხოველი მოსავლის განადგურებითაა ცნობილი. ძირითადად იაპონიაში, ჩინეთსა და კორეაში ბინადრობს და ნამდვილი ცხოველის ნაცვლად, სათამაშო გეგონებათ.
3. პანგოლინი
ეს არსება დრაკონი არ გეგონოთ. პანგოლინების სხეული უმეტესად ქერცლითაა დაფარული და გრძელი ენა აქვთ, რომლითაც ჭიანჭველებს მიირთმევენ. ისინი აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბინადრობენ.
4. მალაიური, ე.წ. "მზის" დათვი
მსოფლიოში ყველაზე პატარა დათვი ჩინეთში, მიანმარში, მალაიზიაში, ინდოეთისა და ბორნეოს კუნძულებზე ბინადრობს. მას გულზე ოქროსფერი ლაქა აქვს, რის გამოც "მზის დათვსაც" უწოდებენ. "მზის დათვებს" სხვა დათვებისთვის უჩვეულო გრძელი ენა აქვთ.
5. გავიალი
ვიწრო და გრძელი დინგის მქონე გავიალი ინდოეთი მდინარეებში შეგხვდებათ. ის, უმეტესად, თევზებით, ფრინველებითა და მცირე ზომის ძუძუმწოვრებით იკვებება.
6. ბინტურონგი
ბინტურონგს ხშირად "კატისებრ დათვსაც" უწოდებენ, რადგან ორივე ცხოველს ჰგავს. ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბინადრობს.
7. ტასმანიური ეშმაკი
ტასმანიური ეშმაკი ყველაზე დიდი ჩანთოსანი ხორცისმჭამელია. ტასმანიური ეშმაკები ტასმანიის გარდა ავსტრალიაშიც ბინადრობენ.
8. წითელი პანდა
წითელი პანდა ფოტოშოპის გამოყენებით შექმნილ ცხოველს ან ანიმაციის გმირს უფრო ჰგავს, ვიდრე ნამდვილ არსებას. წითელი პანდები ჩინეთში ბინადრობენ და მცენარეებით იკვებებიან.
9. აქსოლოტლი
აქსოლოტლის ერთხელ ნახვა საკმარისია იმისათვის, რომ ეს საოცარი არსება არასდროს დაგავიწყდეს. ველურ ბუნებაში მცხოვრები აქსოლოტლები ქალაქ მეხიკოს ორ ტბაში ბინადრობდნენ, თუმცა ახლა გადაშენების პირას არიან.
10. ტაპირი
მოგრძო დინგის მქონე შავ-თეთრი ტაპირი აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს. ტაპირები მცენარეებით იკვებებიან.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა










კომენტარები