გაფართებული რეალობის დახმარებით, ხელიდან "მაგიური ბურთების" სროლას შეძლებთ — ნახეთ როგორ
თუ ხელებიდან მაგიური ბურთების სროლაზე ერთხელ მაინც გიოცნებიათ, მინდა გითხრათ, რომ ამის გაკეთება გაფართოებულ რეალობაში უკვე შეგიძლიათ.
ამისთვის ახალი, Lidar სკანერის მქონე აიფონი დაგჭირდებათ. სწორედ მისი გამოყენებით შექმნა HoloForge Interactive-ის მთავარმა ტექნიკურმა მენეჯერმა, Olivier Goguel-მა გაფართოებული რეალობის ფილტრი და რედიტის მომხმარებლებს გაუზიარა.
ვიდეოში ჩანს თუ როგორ ჩნდება "მაგიური ველი" თითების ერთმანეთზე შეხებით. თითების მანიპულაციით ხელში მაგიური ბურთის გაჩენა შეიძლება. ის თითებს იდეალურად დაყვება და ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს ეს რეალურად ჩვენ თვალწინ ხდება. თითების დაჭიმვის შემთხვევაში ბურთის კონკრეტული მიმართულებით გაშვებაც შეგვიძლია. ის ოთახში მყოფ ნივთებთანაც შედის კონტაქტში, განათება რეალურ დროში იცვლება და დაჯახებისას ლამაზი ანიმაციის ნახვაც შეგვიძლია.
"სიღრმის საზომი სენსორებისა და ხედვაზე დაფუძნებული მანქანური დასწავლის ინსტრუმენტის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ 3D გარემო, სადაც ვირტუალური და რეალური ნივთები ერთმანეთს იდეალურად ერწყმიან", — ვკითხულობთ Goguel-ის LinkedIn-ის პოსტში.
ექსპერიმენტის დემო ვერსიის ნახვა და გადმოწერა Github-დანაა შესაძლებელი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები