რეზოლუციის ტექსტის ამ ფორმულირებით მიღება მცდარი "არგაღიზიანების" პოლიტიკის მორიგი გამოვლინებაა — GRASS
ფოტო: U.S. Mission to the OSCE
საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტის დღევანდელი ფორმულირებით მიღება არც მორალურად და არც პრაგმატულად არ არის გამართლებული და მცდარი "არგაღიზიანების" პოლიტიკის მორიგ გამოვლინებას წარმოადგენს.
მათი თქმით, ის ვერ პასუხობს იმ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რომლებიც დღეს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის აგრესიულ ქმედებებში ვლინდება და რაც ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვაში გამოიხატა.
"პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიღებულ რეზოლუციაში არ არის ნახსენები რუსეთი, როგორც იმ საფრთხის წყარო, რომელიც დღეს მშვიდობასა და სტაბილურ განვითარებას საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოსა და მთელ რეგიონში.
რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაციის, როგორც რეგიონში შექმნილი საომარი ესკალაციის მთავარი გამომწვევი აქტორის იგნორირება დამაზიანებელია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვისაც, განსაკუთრებით, უსაფრთხოების იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველო სწორედ კრემლის გამო დგას (მცოცავი ოკუპაცია, მოქალაქეების გატაცება, ანექსიის საფრთხე)", — აღნიშნულია განცხადებაში.
GRASS-ის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტის იმგვარი ფორმულირება, სადაც არ არის გამოხატული მკაფიო პოზიცია რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად ასუსტებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე.
თუმცა, მათივე თქმით, გარდა რუსეთის ფედერაციის, როგორც ამჟამინდელი კრიზისის წყაროს დასახელებისგან თავშეკავებისა, რეზოლუციის ტექსტი ბევრი სხვა მიმართულებითაც არის პრობლემური, კერძოდ:
- მკაფიოდ არ არის დაგმობილი კრემლის მოთხოვნა, რომ შეიცვალოს ბუქარესტის 2008 წლის ნატოს სამიტის გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები;
- საერთოდ არ არის ნახსენები აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც არაფერია ნათქვამი ლუგანსკისა და დონბასის ოლქების ოკუპაციის, ასევე — ყირიმის ანექსიის შესახებ;
- ტექსტში ვერ ვხედავთ მოწოდებებს რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ იმ ტერიტორიებიდან, სადაც უკანონოდ არიან განთავსებულნი და საფრთხეს უქმნიან მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში;
- არ არის ასახული მოწოდებები დასავლელი პარტნიორების მიმართ რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინასა და საქართველოში ჩადენილი დანაშაულებების გამო, დაწესებული სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
"განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ საუბრობს რეზოლუცია "უკრაინაში" სამხედრო ესკალაციაზე და ომზე, მაშინ როდესაც, ყველასთვის ნათელია, რომ კონფლიქტი რუსეთის ქმედებების შედეგად იქმნება უკრაინასა და რუსეთს შორის, ხოლო "უკრაინაში" სამხედრო დაპირისპირება სწორედ კრემლის ნარატივია, რომელიც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს კონფლიქტი უკრაინის შიგნით ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ რეგიონებთან ხდება", — აცხადებენ ასოციაციაში.
მათივე თქმით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შემაშფოთებელი პასიურობის ფონზე, პარლამენტის ერთიან და პრინციპულ პოზიციას კიდევ უფრო დიდი საერთაშორისო და შიდა პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. GRASS სამწუხაროს უწოდებს,რომ პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და ბოლოდროინდელ ესკალაციაზე ერთიანი, მრავალპარტიული და პრინციპული პოზიციის მიღება ვერ შეძლო.
"ნაცვლად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანოში რეზოლუცია ფართო მხარდაჭერის და შესაბამისად, საზოგადოებრივი კონსენსუსის საგანი გამხდარიყო, რისი მოლოდინიც ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც ჰქონდათ, როგორც საპარლამენტო განხილვები, ასევე მიღებული დოკუმენტი, საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი პოლარიზაციისა და ეროვნული შეუთანხმებლობის ილუსტრაციად იქცა", — აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე შეფასებით, ზეპარტიული რეზოლუციის მიღება როგორც უკრაინისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა, რომ საქართველო უკრაინის სოლიდარულია და მას რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე პრინციპული და მკაფიო პოზიცია აქვს.
უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. 26 იანვარს რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ძალები განათავსა, რითიც უკრაინის ჩრდილოეთით შეიქმნა ახალი სავარაუდო ფრონტი თავდასხმისთვის. რუსეთი კი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ამავდროულად კი დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება. ბოლო ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
ამის ფონზე, დღეს, პირველ თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის.
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივა ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს ეკუთვნით. 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე მათ მმართველ პარტიას ერთიანი ტექსტის შემუშავება შესთავაზეს, თუმცა შეთანხმება ვერ მოახერხეს.
რეფორმების ფრაქციის წევრის, ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ მათ საკუთარი ვერსია შესთავაზა და განხილვის შემდეგ ისინი პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდნენ. თუმცა, მისივე თქმით, შესვენების დროს "ოცნების" დეპუტატებმა გადაწყვიტეს ტექსტის თავდაპირველი ვერსია დაებრუნებინათ, რის გამოც ოპოზიციამ თანაავტორობაზე უარი თქვა.
გაიგე მეტი:
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
კომენტარები