სოციალურად დაუცველ ოჯახებს დენისა და წყლის გადასახადებს დაუსუბსიდირებენ — ვის შეეხება
ფოტო: www.euractiv.com
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადი დაუსუბსიდირდებათ. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამისი დადგენილება უკვე გამოიცა.
როგორც ცნობილია, სემეკმა ელექტოენერგიის გადასახადი 2020 წლის ბოლოს გაზარდა, თუმცა მთავრობამ იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომლებიც 300 კვსთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ გაზრდილი ტარიფი (3,5 თეთრი/1 კვსთ) 2021 წლის განმავლობაში დაასუბსიდირა.
ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფი თბილისში საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის:
- 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით — 18,041 თეთრი/კვტსთ;
- 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით — 22,053 თეთრი/კვტსთ;
- 301 კვტ.სთ-დან და მეტი — 26,537 თეთრი/კვტსთ.
ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფი რეგიონებში საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის:
- 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით — 17,731 თეთრი/კვტსთ;
- 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით — 21,707 თეთრი/კვტსთ;
- 301 კვტ.სთ-დან და მეტი — 26,227 თეთრი/კვტსთ.
როგორც დადგენილებიდან ირკვევა, 2022 წელს სუბსიდირება მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეეხება.
დადგენილების მიხედვით, რეგიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია ელექტროენერგიაზე 2015 წლის ივლისში მოქმედ ტარიფს გადაიხდიან — შესაბამისად, მათთვის სუბსიდიის მოცულობა 1 კილოვატ საათზე 8,7 თეთრი იქნება. 2015 წლის ივლისში მოქმედ ტარიფს გადაიხდიან თბილისში მცხოვრები, 70 000-ზე ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველებიც, თუმცა მათთვის ეს შეღავათი ყოველი წლის 1 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ამოქმედდება.
ამასთან, 2022 წელს რეგისტრირებულ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა და თბილისში არ ცხოვრობენ, მთავრობა ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვსთ ელექროენერგიის საფასურს 1 კვსთ-ზე 3,5 თეთრით დაუსუბსიდირებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, სუბსიდირება განხორციელდება სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მონაცემთა ერთიან ბაზაში 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდებიან, საგრანტო ქულა 70 000-დან 150 000-მდე იქნება და ბაზის მიხედვით, თბილისში იცხოვრებენ.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, სუბსიდირება არ ვრცელდება იმ აბონენტებზე, რომლებიც სარგებლობენ აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათებით.
ამასთან, 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში ან მცხეთაში, დაუსუბსიდირდებათ სასმელი წყლის საფასური, არა უმეტეს 100 ლარისა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები