კულტურის სფეროში გათავისუფლებულთა ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საია და ISFED დაიცავენ
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ კულტურის სფეროში ჩატარებული საკადრო წმენდის შედეგად გათავისუფლებულთა ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საია და ISFED დაიცავენ. ორგანიზაციის ცნობით, ამ ეტაპზე კულტურის სამინისტროს დაწესებულებებიდან 70-მდე ადამიანი გათავისუფლდა, ხოლო ათობით თანამშრომელი გათავისუფლების შიშის ქვეშ აგრძელებს მუშაობას.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საია და ISFED გათავისუფლებულთა ნაწილის ინტერესებს სასამართლოში დაიცავენ, იმ საფუძვლით, რომ დასაქმებულთა მხრიდან ახალი მინისტრის მიერ დაგეგმილ მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით პროფესიული და განსხვავებული პოზიციების დაფიქსირებას, შედეგად, დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული გათავისუფლება მოჰყვა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
მათი თქმით, გათავისუფლებულები ხაზს უსვამენ, რომ ძირითადი საკადრო წმენდა მაშინ დაიწყო, როდესაც მუზეუმის დირექტორად, "უსამართლოდ" დაინიშნა ამ პოზიციისთვის შეუსაბამო კვალიფიკაციის მქონე კადრი, ნიკა ახალბედაშვილი — იურისტი, რომელიც წულუკიანის მინისტრობის დროს, იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.
"ისინი ასევე გამოთქვამენ პროტესტს იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის წინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად, ამ პოზიციისთვის სათანადო კვალიფიკაციის არმქონე კადრი, იურისტი ლევან ხიზანიშვილი შეირჩა, შემდეგ კი კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურის ყოფილი უფროსი, ნიკოლოზ აზნაურაშვილი, დაინიშნა", — აღნიშნავენ ორგანიზაციები.
არასამთავრობოები მიუთითებენ, რომ ახალი ხელმძღვანელების მოსვლის შემდეგ, მუზეუმსა და სააგენტოში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. ისინი გათავისუფლებულ თანამშრომლებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ აღნიშნული დაწესებულებების რეორგანიზაცია "უსამართლოდ და გაუმჭვირვალედ" წარიმართა.
"სააგენტოს შემთხვევაში გასაუბრების პროცესებს არ ესწრებოდნენ დარგის პროფესიონალები და მათ ნაცვლად კომისიაში მოწვეული ექსპერტების რანგით მონაწილეობდნენ ნიკოლოზ აზნაურაშვილი და სააგენტოს შტატგარეშე თანამშრომელი ვლადიმერ გაბოძე - რომლებიც თანამდებობრივი ცენზით ამ პოზიციისთვის შეუსაბამო და არასათანადო განათლების მქონე პირებს წარმოადგენენ. ნიშანდობლივია, რომ არაერთი თანამშრომლისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა მონაწილეობა აღნიშნული შემადგენლობის კომისიის მიერ ჩატარებულ კონკურსებში", — ნათქვამია განცხადებაში.
საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ გათავისუფლებულთა მოსაზრებით, მუზეუმიდან მათი დათხოვნის ერთადერთი მიზეზი კულტურის სამინისტროში ახალი მინისტრისა და მის მიერ ამ დაწესებულებებში განახლებული ადმინისტრაციების საკადრო პოლიტიკაა, რომელიც რეორგანიზაციას აწარმოებს არა კვალიფიკაციის შეფასების ნიშნით, არამედ, მხოლოდ მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი თანამშრომლების შენარჩუნების მიზნით.
"შეგახსენებთ, რომ მინისტრ წულუკიანის პოლიტიკის მიმართ წინააღმდეგობა პირველად ეროვნული მუზეუმის დონეზე გაჩნდა იმ ხალხს შორის, რომელიც სოლიდარული იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის იდეისა და ხელს აწერდა საინიციატივო ჯგუფის, ხელოვნების მუზეუმისთვის მიერ შედგენილ საპროტესტო პეტიციას — ისტორიული შენობის გადარჩენის, უსამართლო საკადრო პოლიტიკის და საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის შესახებ. დღეს პეტიციის თითქმის ყველა ხელმომწერი გათავისუფლებულია როგორც მუზეუმიდან, ისე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან", — აცხადებენ ორგანიზაციები.
არასამთავრობოების თქმით, ხაზი უნდა გაესვას ახალი მინისტრის ხელთ არსებულ იმ "მანიპულაციურ ბერკეტებსაც", რომლის საშუალებითაც ის გათავისუფლებულ თუ ჩამოქვეითებულ თანამშრომელთა დაშინებას ცდილობს, რათა მათ თავი შეიკავონ სასამართლო დავებისგან.
"მაგალითად, დაქვეითებულ და გათავისუფლებულ თანამშრომელთა მხრიდან ორგანიზებულ წინააღმდეგობაში ჩართვის შემდეგ, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფი ერთი პირი, რომელიც პოზიციურ დაქვეითებას (უკანონო გადანიშვნის ფაქტს) ასაჩივრებდა, მოგვიანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
დამატებით, NGO-ები ამბობენ, რომ 22 იანვარს მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო ინტერვიუში დათხოვნილ პირთა მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებიც გააჟღერა, რაც მათი შეფასებით, გულისხმობდა მუქარას საგამოძიებო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით, თუ გათავისუფლებულები სამართლებრივ გზებს მიმართავდნენ.
"მინისტრის საპასუხოდ გათავისუფლებულ თანამშრომელთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში კი განმარტებულია, რომ მინისტრის მიერ დასახელებული ფაქტები ან არ უკავშირდებოდა მინისტრის მიერ ხსენებული, კონკრეტული თანამშრომლის სამსახურებრივ ფუნქციებს, ან არ არის მათ მუშაობასა თუ ბრალეულობასთან რაიმე შემხებლობაში", — მიუთითებენ NGO-ები.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გათავისუფლებული არიან სამუზეუმო საქმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმაღლესი კლასის სპეციალისტები. მათი თქმით, თითოეული მათგანის პროფესიული რეპუტაცია, სამეცნიერო ხარისხი და კვლევები კარგადაა ცნობილი პროფესიულ წრეებში. ორგანიზაციების შეფასებით, ამ მასშტაბით კვალიფიციური პროფესიონალის თანამდებობიდან გათავისუფლება აუხსნელი და კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილებაა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საია და ISFED წულუკიანს მოუწოდებენ, შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა მათი პროფესიული და განსხვავებული მოსაზრებების გამო და გაითვალისწინოს გათავისუფლებული თანამშრომლების ორგანიზებული წინააღმდეგობის მოთხოვნა — შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების ადამიანებს მიეცეს საშუალება, გააგრძელონ მუშაობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ეროვნული საგანძურის დასაცავად.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები