პროკურატურამ 5 ფიზიკურ და 12 იურიდიულ პირზე ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
ფოტო: კადრი ვიდეოდან/საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 5 ფიზიკურ და 12 იურიდიულ პირზე დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ამ იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე ჯამში 6 436 694 ამერიკული დოლარი, 30 402 ევრო და 15 332 ლარი დააყადაღეს. რაც შეეხება ბრალდებულ ფიზიკურ პირებს, დაყადაღებულია მათი ოჯახის წევრების უძრავი ქონებაც. უწყებაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამ თანხებისა და ქონების ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოსართმევად.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები კაპიტალ ბანკის მეშვეობით ათეთრებდნენ ფულს. კონკრეტულად, აღნიშნული ბანკის 100%-იანი წილის მფლობელი ეტაპობრივად გახდა კომპანია ESOL B.V, რომლის ბენეფიციარ მესაკუთრე უცხო ქვეყნის მოქალაქე რ.ა.-ა. მან კაპიტალ ბანკის მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულებს წარუდგინა საქართველოს მოქალაქე ს.პ. და მისი დავალებების უპირობოდ შესრულება მოსთხოვა.
კაპიტალ ბანკის სამი თანამშროელი აღნიშნული პირების დავალებით სრულყოფილად არ ახდენდნენ რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას, არ ადგენდნენ ბანკთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მიზანს, იურიდიულ პირებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას სრულყოფილად არ არეგისტრირებდნენ, არ სწავლობდნენ კლიენტის გარიგებებს, ამ გარიგების შესაბამისობას კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობასთან, ქონების და მათ შორის ფულადი სახსრების წარმომავლობას და ა.შ. — ყველა ეს ქმედება საბანკო რეგულაციების და კანონმდებლობის შეუსაბამოა.
შედეგად, კაპიტალ ბანკის უცხოელი მფლობელი და მისი ქართველი წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რიცხავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელ თანხებს. პროკურატურის ცნობით, ამ თანხებს მისი უკანონო, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით ყოფდნენ და მათთან დაკავშირებული 40-მდე ფიზიკური და იურიდიული პირის ანგარიშზე რიცხავდნენ. გათეთრებული თანხების დიდი ნაწილი საბანკო გადარიცხვებით კვლავ საზღვარგარეთ ბრუნდებოდა.
პროკურატურის ცნობით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კაპიტალ ბანკს უკვე გაუუქმა ლიცენზია. უწყება აგრძელებს დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების გამოვლენაზე მუშაობას.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები