IDFI ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემას აფასებს და რეკომენდაციებს ავრცელებს
ფოტო: ფოტო ვებგვერდიდან
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემას აფასებს და რეკომენდაციებს ავრცელებს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია შესაძლებლობას იძლევა, თანამდებობის პირთა დეკლარაციები აღარ ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და რეალურად მოწმდებოდეს დეკლარაციებში მოცემული მონაცემთა სისწორე.
"IDFI კიდევ ერთხელ მიესალმება საქართველოს მთავრობისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ძალისხმევას, აღმოფხვრან თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემაში არსებული ხარვეზები," - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაცია მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, განიხილოს დამტკიცებულ ინსტრუქციაში მათ მიერ გამოვლენილი ხარვეზები დადგენილების სრულად ამოქმედებამდე ასახოს მასში.
IDFI-ს რეკომენდაციები:
- დასაბუთებული წერილობითი განცხადებით დეკლარაციის მონიტორინგის მოთხოვნის შემთხვევაში, შემოწმებას უნდა ექვემდებარებოდეს ადრეული დეკლარაციებიც;
- კომისიის წევრობა არ უნდა იყოს შეზღუდული არასამთავრობო ორგანიზაციებით და აკადემიური წრის წარმომადგენლებით;
- შემცირდეს არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მისი შექმნიდან ხუთი წლის ვადის გასვლის ვალდებულება. ასევე, გაფართოვდეს მისი გამოცდილების სფეროების ჩამონათვალი და არ იყოს შემოსაზღვრული დეკლარაციების მონიტორინგის კომპონენტით;
- გაფართოვდეს აკადემიური წრის წარმომადგენლის გამოცდილების მოთხოვნა და არ შეიზღუდოს ანტიკორუფციულ საკითხებზე მუშაობით;
- კომისიის წევრთა შემთხვევითი შერჩევის წესი შეიცვალოს გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით შერჩევის სტანდარტით;
- დაწესდეს დასაბუთების მაღალი სტანდარტი კომისიის შექმნაზე უარის თქმის შემთხვევისთვის;
- მოიხსნას დამოუკიდებელი კომისიისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომ შესარჩევი დეკლარაციების ნახევარი უნდა ეკუთვნოდეს პოლიტიკური თანამდებობის პირებს.
- დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებული იქნეს ფრაზა „საჭიროების შემთხვევაში“.
2017 წლის პირველი იანვრიდან, საჯარო სამსახურის ბიუროს არ ჰქონდა უფლება და ვალდებულება, შეემოწმებინა თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაციების სისწორე და მოეხდინა რეაგირება. მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან კი, საჯარო სამსახურის ბიუროს დაემატა მონიტორინგის ფუნქცია, რომელმაც წელს ჩაბარებული დეკლარაციების ნაწილის მონიტორინგი უნდა განახორციელოს.
საქართველოს კანონმდებლობით, დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევაში, თანამდებობის პირი ათასი ლარით ჯარიმდება. იმ შემთხვევაში კი, თუ დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობს, ბიურო ვალდებულია, შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს და თანამდებობის პირი ათასი ლარით დააჯარიმოს.
თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის არასწორად შევსებაზე რეაგირება ორი გზით შეიძლება მოხდეს:
- მიმართოს მოქალაქემ განცხადებით, დასაბუთებული არგუმენტებით, თუ რატომ მიაჩნია, რომ რომელიმე საჯარო პირმა დეკლარაცია არასწორად შევავსო;
- საჯარო პირი მოხვდეს იმ პირთა შორის, რომელთა შემოწმებასაც კომისია საჯარო სამსახურის ბიურო განახორციელებს წლის განმავლობაში.
თითოეულ შემთხვევაში შესამოწმებელი თანამდებობის პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის ხუთ პროცენტს.
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
კომენტარები