კლუბების წარმომადგენლების განცხადებით, დაგეგმილ ღონისძიებებს არ გადადებენ და მუშაობას გააგრძელებენ
ფოტო: პირველი არხი
კლუბების წარმომადგენლების განცხადებით, დაგეგმილ ღონისძიებებს არ გადადებენ და მუშაობას გააგრძელებენ. ამის შესახებ მათ განცხადება დღეს, კლუბ ბასიანთან გააკეთეს. როგორც ბასიანის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ტატო გეთიამ აღნიშნა, მათ აქვთ დასტური, რომ შრომის ინსპექციასთან გახსნის თარიღად 17 დეკემბერზე შეთანხმდნენ.
"ამ ორი წლის მანძილზე შევიმუშავეთ დიდი გეგმა, დავწერეთ 400-გვერდიანი დოკუმენტი, ჩავატარეთ სატესტო ივენთი, მივიღეთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ გახსნის რეგულაციები, რაც ხდებოდა პარალელურად კოორდინაციაში შრომის ინსპექციასთან ერთად. გვაქვს ამის დამადასტურებელი საბუთები, დოკუმენტაციაც და საუბრებიც, სადაც გვითხრეს, რომ 17-ში გავიხსნებოდით.
ჩავატარეთ ღონისძიება 17-ში, მოსული იყო შრომის ისნპექცია, გადაიღეს ვიდეოები, თვითონვე იყვნენ გაოცებულები, როგორ ყველაფერი იყო დაცული და წავიდნენ აქედან კმაყოფილები და 18-ში უკვე დაგვაშანტაჟეს და გვითხრეს, რომ უნდა გაგვეუქმებინა ივენთები, გადაგვედო ერთი კვირით, რომ სამშაბათს საბჭოზე ეს გადაწყვეტილება დადასტურებულიყო. ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით და საბოლოოდ პასუხად მივიღეთ, რომ არ გავიხსნებით, რაც არის უბრალოდ ბოლო წერტილი, ამის იქით აღარაფერი აღარ არსებობს — ან უნდა დავხუროთ, წავიდეთ ყველამ სხვა საქმე ვიშოვოთ ან ჩვენი საქმიანობა უნდა გავაგრძელოთ", — განაცხადა მან.
ამაზე ისაუბრა მზესუმზირას წარმომადგენელმა, ვახო ქავთარაძემაც. მისი განცხადებით, ყველა კლუბი, სადაც მომდევნო დღეებში ღონისძიებები იყო დაგეგმილი, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. მისი თქმით, თუ სახელწმიფოს მხრიდან საწინააღმდეგო ნაბიჯები გადაიდგმება, მასშტაბურ აქციას გამართავენ.
"დღეს დაგეგმილი ღონისძიებები არ შეწყდება, გაიმართება, არც ხვალინდელი ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილი იყო, არ გადაიდება, კლუბები გააგრძელებენ მუშაობას, იმიტომ, რომ ჩვენ ეს უფლება უკვე გვაქვს მიღებული მათგან. ჩვენ მათი გარანტიის საფუძველზე გვაქვს აღებული ფინანსური ვალდებულებები და ჩვენი მხრიდან ეს იქნება აბსოლუტურად უპასუხისმგებლო საქციელი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვუთხრათ, რომ ახლა მუშაობას ვეღარ ვაგრძელებთ და რა ვალდებულებებიც გვაქვს თქვენს წინაშე, არ ვიცით, ვის უნდა მოკითხოთ, ამას ჩვენ არ ვიზამთ. კლუბები აგრძელებენ მუშაობას, დღესაც, ხვალაც.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება ივენთის ჩაშლა, თუ ივენთი რომ დამთავრდება, მოპარვა და დალუქვა, კარგს არაფერს ველოდებით და თუ ამ ნაბიჯს გადადგმას, მომდევნო კვირის განმავლობაში ჩვენ გავმართავთ დიდ აქციას, სადაც ჩართული იქნება ამ სექტორის ყველა წარმომადგენელი, სუბიექტი", — აღნიშნა მან.
დღეს ბასიანის დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმაც განაცხადა, რომ ბასიანს და სავარაუდოდ, თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს ლუქავდნენ. ამაზე შრომის ინსპექციას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
22 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ღიბრაძე ამას საქართველოში კორონავირუსის ომიკრონის შტამის დაფიქსირებით ხსნის.
მისივე თქმით, შრომის ინსპექციამ ის ღონისძიებები განახორციელა, რაც კანონმდებლობით აქვს განსაზღვრული და არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინსპექციას რეაგირებები არ მოუხდენია.
17 დეკემბერს, ღამის კლუბების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომ კლუბებში ღონსიძიებების გამართვა ამ ეტაპზე აკრძალულია. მათივე განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
საპასუხოდ, კლუბების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გახნის შესახებ მთავრობამ იცოდა და ღონისძიებებს ჩაატარებდნენ. პარასკევს კლუბები მართლაც გაიხსნა და შრომის ინსპექციის შესვლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მეორე დღეს, 18 დეკემბერს თბილისის ღამის კლუბებმა განაცხადეს, რომ შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ერთი კვირით გადადებაზე შეთანხმდნენ. მათი თქმით, ეს ბოლო კომპრომისია.
19 დეკემბერს, შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში კი შრომის ინსპექცია წერდა, რომ გადაწყვეტილებას "კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით" საკოორდინაციო საბჭო ერთობლივი განხილვების შემდეგ მიიღებს. მათივე ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, ომიკრონ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად.
მწვანე პასპორტების ამოქმედების მიუხედავად, კლუბების მუშაობა ჯერ დაშვებული არ არის. 4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი ხიდი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. კლუბის წარმომადგენლებმა "ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", ტერიტორია დატოვეს, თუმცა პასუხისმგებელ პირებს "გონივრული ვადა" მისცეს, რათა მათი მუშაობა დაუშვან.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები