19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები ევროკავშირის წარმომადგენლებს მიმართავენ
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰელს მიმართავენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას უზიარებენ.
შვიდპუნქტიან წერილში ყურადღება გამახვილებულია ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე, სასამართლო სისტემის რეფორმის შეფერხებაზე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიმდინარე საქმეებსა და სხვა საკითხებზე.
"კვლავ გრძელდება სისხლის სამართლებრივი დევნა ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას, პარტია ლელოს ლიდერების ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ.
სასამართლო რეფორმის პროგრესის ნაკლებობის გამო, საქართველომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაკარგა. მთავრობამ კი განაცხადა, თითქოს დახმარების პაკეტის მიღებაზე უარი უარი თვითონ თქვა", — წერენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.
ამასთან, წერილში ნახსენებია ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა საქართველოს ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით. ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე, აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში იუსტიციის სამინისტრომ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და მის კოლეგას ლიეტუვის სეიმიდან, რაიმონდას ლოპოტას ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრა, რომელთა მიზანი გლდანის ციხეში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შეფასება იყო.
"გაჩერებულია საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო პუნქტია. სექტემბერში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტისთვის პირველი მოსმენით მხარდაჭერა პოლიტიკური კონსესუსის უპრეცედენტო მაგალითია. ახლა კი უკვე მიღებულ პროექტში შესაძლო ცვლილებების შეტანის თაობაზე დისკუსიები განაახლეს. შინაარსის გადასინჯვა საქართველოსთვის კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება და შესაძლოა მორიგი პოლიტიკური კრიზისის გამომწვევიც კი იყოს", — ვკითხულობთ წერილში.
ხელმომწერების განცხადებით, ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილებები ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს და ძირი ეთხრება ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს მისი ევროპული მომავალი განიმტკიცოს.
ოპოზიციის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ EAP-ის მომავალ სამიტზე ევროკავშირი გამოიყენებს როგორც შესაძლებლობას საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები შეახსენოს.
ხელმომწერები არიან:
- ხატია დეკანოიძე — ნაციონალური მოძრაობა;
- ბადრი ჯაფარიძე — ლელო;
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე — გირჩი — მეტი თავისუფლება;
- სალომე სამადაშვილი;
- ხათუნა სამნიძე — რესპუბლიკური პარტია;
- გრიგოლ ვაშაძე;
- გიორგი ვაშაძე;
- იაგო ხვიჩია — გირჩი.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები