ირაკლი ჭოლოკავამ და ნატალია გრიგალაშვილმა Shark Tank საქართველოში 250 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდეს
მიუხედავად იმისა, რომ Gaming ინდუსტრია და ვიდეოთამაშების შექმნა საქართველოში ძალიან წარმატებული ბიზნესი არ არის, არიან ენთუზიასტები, რომლებსაც საკუთარი საქმე ძალიან უყვართ და მისთვის არც რესურსი და არც ძალისხმევა არ ენანებათ. ასეთია Onyx Wings Studio, რომელმაც Shark Tank-ში გამარჯვება და 250 000 ლარის მოპოვება შეძლო. ირაკლი ჭოლიკავა მისი ერთ-ერთ დამფუძნებელია, რომელიც სტუდიის ისტორიას გვიყვება.
"Shark Tank-ამდე დაახლოებით 1 წლით ადრე დავიწყეთ საქმიანობა, როცა გუნდის წევრებმა ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. საინტერესო და ერთი საქმიანობის მოყვარული ადამიანები შევიკრიბეთ, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი ლექტორი იყო. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, პირველი თამაში Puzzle-Platformer-ის ტიპის ყოფილიყო, სადაც მოთამაშეს ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევდა. ზოგიერთის დაძლევისთვის სწრაფი რეაქციაა საჭირო, ზოგიერთისთვის სხარტი აზროვნება და ა.შ", — გვიყვება ირაკლი.
მისი თქმით, გუნდი Shark Tank-ამდე ფაქტობრივად ენთუზიაზმის ხარჯზე მოვიდა და ბიზნეს რეალითი შოუ სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც Onyx Wings Studio-ს ინვესტორი სჭირდებოდა.
"ჩვენი გუნდის ყველა წევრი დასაქმებულია ან სწავლობს. ყოველდღე საკმაოდ დიდი დროის დათმობა გვიწევდა ვიდეოთამაშისთვის, რათა სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია. ამ პერიოდში მოვახერხეთ და თითქმის დავასრულეთ Demo ვერსიაზე მუშაობა, მხოლოდ რამდენიმე დეტალიღაა დარჩენილი. უკვე ის პერიოდი დგებოდა, როცა სტუდიისთვის ჩვენი დრო სრულად უნდა დაგვეთმო, ამას კი მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე ვერ შევძლებდით. ამიტომ გადავწყვიტეთ Shark Tank-ში მონაწილეობა", — ამბობს ირაკლი
თამაშს Mistcaller ქვია და მისი მთავარი ღირსება შინაარსი, მუსიკალური გაფორმება და გრაფიკული გამოსახულებაა. მისი ისტორია ორ დაპირისპირებულ ოჯახზეა, რომლის ერთ-ერთ წევრიც ჩვენი თამაშის გმირია. ბევრ დეტალს ირაკლი არ გვიმხელს, თუმცა გვპირდება, რომ მოთამაშეებს ის აუცილებლად დააინტერესებს.
"გუნდში ყველაზე მცირე ასაკის წევრი მე ვარ, ამიტომ პრეზენტატორად ჩემი კანდიდატურა შეარჩიეს. ვფიქრობდი, რომ ჩვენი იდეის ძალიან მჯეროდა და ინვესტორების დარწმუნებასაც შევძლებდი. შოუს უცხოური ვერსიები ნანახი მქონდა, ასე რომ, ვიცოდი წინ რაც მელოდა. ჩვენი თავდაპირველი შეთავაზება 250 000 ლარის სანაცვლოდ 10%-იანი წილის გასხვისება იყო. გვსურდა თამაში დაგვესრულებინა და რაც შეიძლება მალე დაგვეწყო მისი რეალიზაცია, თუმცა Shark-ებისგან სულ სხვა, უფრო საინტერესო ოფერი მივიღე. პირველი შეთავაზება მენი ბენეშისგან იყო, რომელმაც არამხოლოდ თამაშის, არამედ მთელი ჩვენი სტუდიის მიმართ გამოხატა ინტერესი. მას ჩვენი მუსიკა, გრაფიკული გამოსახულება და ზოგადად, ჩვენი ნამუშევრები მოეწონა. ინვესტორმა B2B ბიზნესის განვითარება გვირჩია და გვითხრა, რომ გარიგების დადებისთანავე მოგვიყვანდა 2 კომპანიას, რომლებიც ჩვენთან ითანამშრომლებდნენ და საწყის ეტაპზე 2 კონტრაქტს მივიღებდით წლის ბოლომდე, დაკვეთის ხარისხიანად შესრულების შემთხვევაში კი ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდებოდა", — გვიყვება ირაკლი.
როგორც თავად ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკუთარ გუნდთან კონსულტაციის გავლა სურდა. აღმოჩნდა, რომ არსებული შეთანხმება მათთვის სრულებით მისაღები იყო, თუმცა Shark-ებთან დაბრუნებისას გაირკვა, რომ Onyx Wings Studio-ს არა ერთი, არამედ სამი ინვესტორი ეყოლებოდა. როგორც ჩანს, Shark-ებმა გუნდის კონსულტაციის პერიოდში დრო იხელთეს და მოილაპარაკეს, შედეგად კომპანიას სამი ახალი პარტნიორი შეუერთდა. საბოლოო ჯამში გუნდმა 250 000 ლარის სანაცვლოდ 49%-იანი წილი დათმო და შედეგად უამრავი კონტაქტი, B2B სეგმენტში გადასვლა, საბრუნავი კაპიტალი და თამაშის დასრულების ყველანაირი რესურსი მიიღო, მისი მეწილეები კი მენი ბენეში, სოსო ფხაკაძე და დაჩი ჭოლაძე გახდნენ.
Gaming ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და ტრენდული მიმართულებაა. ამას მოწმობს უდიდესი კორპორაციის, Microsoft-ის ყურადღება ინდუსტრიის მიმართ, რომელიც ათეულობით მილიარდ დოლარს ხარჯავს Xbox-ის განვითარებისთვის. ვიდეოთამაშები განსაკუთრებით პოპულარული პანდემიის დროს გახდა, რამაც შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა. Techjury-ს კვლევის მიხედვით, ვიდეო თამაშებს მსოფლიოში 2,5 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, გლობალური Gaming ბაზარი კი 2025 წლისთვის, სავარაუდოდ, 256 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. შესაძლებლობებთან ერთად, ცხადია, დიდია კონკურენციაც. Onyx Wings Studio-ს საკუთარი მიზნის მისაღწევად სერიოზულ კონკურენტებთან მოუწევს ბრძოლა, თუმცა მათ საკუთარი იდეის სჯერათ და ამბობენ, რომ ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახად არიან მზად.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე "შარქ თენქ საქართველოს" გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება. 4 ემის მფლობელი შოუ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში პირველად გადის.
-
ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია! ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია!
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს
გადახედვა
-
პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა
გადახედვა
-
ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს
გადახედვა
-
გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი
-
დები ოუენსები ბრუნდებიან — ნახეთ პრაქტიკული მაგია 2-ის ტრეილერი დები ოუენსები ბრუნდებიან — ნახეთ პრაქტიკული მაგია 2-ის ტრეილერი
-
მარნეულში ფიზიკური დაპირისპირებისას 11 პირი დააკავეს — კიდევ ერთს, რომელმაც ადამიანი დაჭრა, ეძებენ მარნეულში ფიზიკური დაპირისპირებისას 11 პირი დააკავეს — კიდევ ერთს, რომელმაც ადამიანი დაჭრა, ეძებენ
გადახედვა
-
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
-
დღეს, 21 აპრილს, ლუქსემბურგში EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს, 21 აპრილს, ლუქსემბურგში EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს" მიხეილ სარჯველაძე: "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს"
გადახედვა
-
არქი #1 დეველოპერული საქართველოში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია არქი #1 დეველოპერული საქართველოში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
-
შსს: ძარცვის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს შსს: ძარცვის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე
გადახედვა
-
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის თეგეტა ჰოლდინგი იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის თეგეტა ჰოლდინგი იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
-
სანდრო ურუშაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის დაფინანსება საქართველოსთვის არა ფინანსური, არამედ პრიორიტეტების საკითხია სანდრო ურუშაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის დაფინანსება საქართველოსთვის არა ფინანსური, არამედ პრიორიტეტების საკითხია
გადახედვა
-
მთა ხარ შენ — გარდასახვა თვითსაბოტაჟიდან თვითფლობამდე მთა ხარ შენ — გარდასახვა თვითსაბოტაჟიდან თვითფლობამდე
-
აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვს, შეისწავლოს ჩინეთის და რუსეთის გავლენა საქართველოში აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვს, შეისწავლოს ჩინეთის და რუსეთის გავლენა საქართველოში
გადახედვა
-
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
გადახედვა
-
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
გადახედვა
-
ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
გადახედვა
კომენტარები