500 Georgia-ს ფინალისტმა $2,2-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა — Intrro-ს ახალი ეტაპი
ფოტო: Intrro; საქართველოს ბანკი
კომპანია Intrro-მ $2,2 მილიონის ღირებულების ახალ ინვესტიცია მოიზიდა. საუბარია გერმანელ და ამერიკელ ინვესტორებზე, რომლებმაც სტარტაპის სამომავლო გეგმები დააფინანსეს.
ფოტო: intrro
Intrro საერთაშორისო სტარტაპია, რომელიც ნასერ ოჯიდანმა და ნილ ჯეი შაჰმა 2020 წელს დააარსეს. კომპანია სამსახურის მაძიებლებს დამსაქმებლებს რეფერალური სისტემით აკავშირებს. აქ იგულისხმება შემდეგი: ახალი კადრების მოძიების პროცესში თავად კომპანიის თანამშრომლები არიან ჩართულები, რის სანაცვლოდაც ისინი კონკრეტულ ბენეფიტებს იღებენ.
კომპანია Intrro-ში ამბობენ, რომ $2,2 მილიონიანი ინვესტიცია Intrro-სადმი ერთგვარი ნდობის გამოცხადებაა და რაც მთავარია, რესურსი, რომელიც დაეხმარებათ მათი მისიის შესრულებაში, რაც დასაქმების პროცესის გაუმჯობესებას გულისხმობს.
Intrro კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა ინვესტირება მოვახდინოთ ჩვენს პროდუქტში, მონაცემთა მეცნიერებასა და საინჟინრო გუნდებში. ამავდროულად, ჩვენ უფრო მეტ კომპანიას დავეხმარებით დაიქირავონ საუკეთესო კანდიდატები თანამშრომელთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
კომპანიის დამფუძნებლებმა ჯერ კიდევ 2020 წელს აღმოაჩინეს, რომ განაცხადების მხოლოდ 7% მოდის რეფერალებიდან, თუმცა დაქირავებულთა 30%-ზე მეტი რეფერალის საფუძველზე აიყვანეს. სწორედ მაშინ გაჩნდა Intrro-ს შექმნის იდეა.
ფოტო: Intrro
"ჩვენ გამოვკითხეთ 200-ზე მეტი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი თბილისში. ისეთ პატარა ქვეყანაში, სადაც 3,9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რეფერალები დნმ-ის ნაწილია. გაგვიმართლა, რომ სწორედ აქ შევხვდით ჩვენს დამფუძნებელ ინჟინერს და ტექნოლოგიების მთავარ ოფიცერს, ვასილ რეხვიაშვილს, დანარჩენი კი ისტორიაა", — ამბობს ნასერ ოჯიდანი.
Intrro-ში ამბობენ, რომ კომპანიას დაფუძნებიდან დღემდე შემოსავალი 20-ჯერ გაეზარდა. ყველაფერი კი 500 Global-ში მონაწილეობით დაიწყო. ნასერ ოჯიდანის თქმით, ისეთი პროექტები, როგორიცაა 500 Global, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტარტაპების განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას. კომპანიის დამფუძნებლების თქმით, გამოცდილება, რაც პროექტში ჩართულობით მიიღეს, მათთვის ძალიან ღირებულია.
ფოტო: Annie Spratt / Unsplash
"500 Global-ის მენტორების ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირდა და გაზომვადი შედეგებიც მივიღეთ. ამასთან, ბანკის მხარდაჭერით, ბრენდინგისა და მარკეტინგული აქტივობების ხარჯზე საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ტალანტების მოზიდვაც შევძელით", — ამბობს ოჯიდანი.
Intrro-ს დამფუძნებელი სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრება და ამბობს, რომ კომპანია მოზიდულ ინვესტიციას საქართველოში მსოფლიო დონის ნომერ პირველ საინჟინრო კომპანიის შექმნას მოახმარს. ამჟამად კომპანიის გუნდი 13 ქართველი წევრისგან შედგება.
კომპანიაში ამბობენ, რომ Intrro დიდწილად იმ გამოუყენებელ შესაძლებლობას ეფუძნება, რომელიც ორგანიზაციების კოლექტიური ქსელის მონაცემებში იმალება და მიზნად მათ ღირებულ პროდუქტებად გარდაქმნას ისახავს. კომპანიის რეფერალური სისტემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას, ჰქონდეთ წვდომა საუკეთესო ტალანტებზე, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები თანამშრომელთა აყვანისას და შექმნან მრავალფეროვანი გუნდები.
აღსანიშნავია, რომ Intrro 500 Georgia-ს ფინალისტია — წელს აქსელერაციის ეს პროგრამა საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და 500 Global-ის მხარდაჭერით განხორციელდა.
-
29 მარტს ქუთაისში, "თავისუფლების მოედნის" იმერეთის ერთკვირიანი ეროვნული კამპანია სამოქალაქო ფორუმით დასრულდა 29 მარტს ქუთაისში, "თავისუფლების მოედნის" იმერეთის ერთკვირიანი ეროვნული კამპანია სამოქალაქო ფორუმით დასრულდა
გადახედვა
-
მეუფე ისაია: პატრიარქის არჩევნები მოდის და არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ, რადგან ამას თავისი დრო აქვს მეუფე ისაია: პატრიარქის არჩევნები მოდის და არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ, რადგან ამას თავისი დრო აქვს
გადახედვა
-
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
კომენტარები