უკრაინის ომბუდსმენი გმობს სააკაშვილის უფლებების დარღვევას და საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს
ფოტო: ლუდმილა დენისოვა / FB
უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს ექსპრეზიდენტ და უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოში მისი ფუნდამენტური უფლებები ირღვევა. ლუდმილა დენისოვას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა, იძულებით გადაეყვანათ სააკაშვილი გლდანის ციხეში კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება, რომელიც დღეს მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება.
დენისოვა ეყრდნობა საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას, ციხეში შეყვანისას იძულების, ცემისა და პატიმრების აგრესიული შეძახილების შესახებ და აცხადებს, რომ საქარველოს მთავრობა არღვევს ადამიანის უფლებათა კონვენციის არაერთ მუხლს, მათ შორის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ. მისივე თქმით, პატიმართა მიმართ მოპყრობის სტანდარტული წესების დარღვევაა ისიც, რომ ციხის კლინიკა არ შეესაბამება საჭირო სტანდარტებს. ის მოითხოვს, სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში.
"საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და მიხეილ სააკაშვილის ასეთ პირობებში ყოფნა არღვევს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვაზე, ასევე, პირველ მუხლს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის შესახებ.
გლდანი #18 სასჯელაღსრულების დაწესებულების კლინიკა არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს და საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის უქონლობის გამო ვერ უზრუნველყოფს რეანიმაციული ღონისძიებების გამართულად ჩატარებასა და მკურნალობას. ამას ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველიც.
ამ სამედიცინო დაწესებულებაში დარჩენა არ აკმაყოფილებს 22-ე მუხლის მოთხოვნებს პატიმართა მიმართ მოპყრობის სტანდარტული მინიმალურ წესებზე, ამიტომ მოვითხოვ მიხეილ სააკაშვილის სასწრაფოდ მოთავსებას კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებებისთვის და აკმაყოფილებს ასეთი პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის სტანდარტებს", — აცხადებს ის.
დენისოვა ასევე წერს, რომ სააკაშვილის თანხმობის გარეშე მისი კადრების გასაჯაროება არღვევს არამხოლოდ უფლებათა კონვენციას, არამედ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტსაც.
"საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის საკანში ყოფნის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება მისი თანხმობის გარეშე წარმოადგენს უკანონო ჩარევას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში, რაც არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლს", — წერს ის.
უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე საუბარი საქართველოს ელჩთან სურდა, მაგრამ მან შეხვედრა გაუუქმა, რისი მიზეზიც მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გახდა.
"ველოდები უკრაინაში საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისგან, როგორც საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლისგან, ახსნა-განმარტებებს საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის წამების, არასათანადო მოპყრობის და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით", — წერს ის.
დენისოვა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჰქონდეთ დაუყოვნებლივი რეაგირება.
"კატეგორიულად ვგმობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატურ და უხეში დარღვევას ქართველი ოფიციალური პირების მიერ და მოვუწოდებ უცხო სახელმწიფოებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ ჰქონდეთ რეაგირება საქართველოს ხელისუფლების მსგავს ქმედებებზე და მოითხოვონ მისი უფლებების აღდგენა", — ვკითხულობთ მის განცხადებაში.
8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა ერთი საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტის ციხეში შეყვანის შემდეგ ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხეში მიიტანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი უწყება ამტკიცებდა, რომ ციხის კლინიკა საჭირო ტექნიკით აღჭურვილია.
მოთხოვნის მიუხედავად, სააკაშვილთან ღამით არ უშვებდნენ არც ადვოკატებს და არც პირად ექიმს. ადვოკატების თქმით, არასამუშაო საათების მიუხედავად, ვითარება ორდინალური არ იყო და უნდა შეეშვათ.
ნინო ლომჯარიას განცხადებით კი, სააკაშვილს ციხეში უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მაინც ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გაავრცელეს კადრები, რომლითაც სურთ დაამტკიცონ, რომ ექსპრეზიდენტს #12 დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.
გარდა ამისა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ომბუდსმენმა თქვა, რომ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჯერ კიდევ დერეფანში დგას კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც იქ მას შემდეგ მიიტანეს, რაც კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს. მისივე თქმით, კლინიკაში არ არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიისა (MRT) და კათეტერიზაციის აპარატი.
ფიზიკურ ძალადობაზე საუბრის გარდა, სააკაშვილი წერილში ამბობს, რომ #18 დაწესებულებაში გადასვლისას ციხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა: "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში".
იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მისივე მტკიცებით, სააკაშვილმა ციხეში შეყვანისას თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
კომენტარები