ევექსი პირველი სამედიცინო კომპანიაა ქვეყანაში, რომელმაც ინსულტის მართვის ერთეულები აამოქმედა — European Neurology
ფოტო: ევექსი ჰოსპიტლები
ავტორიტეტულმა ევროპულმა სამედიცინო ჟურნალმა, European Neurology, საქართველოში მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობის დანერგვისა და განვითარების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ ევექსის ჰოსპიტალურმა ქსელმა მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობის სტანდარტების დანერგვა 2013 წლიდან დაიწყო და გახდა პირველი სამედიცინო კომპანია ქვეყანაში, რომელმაც ინსულტის მართვის ერთეულები აამოქმედა.
იშემიური ინსულტის მართვის პროექტი ქსელში, ჰოსპიტლების სიმძლავრის შესაბამისად, პაციენტის დროულ დიაგნოსტიკასა და შემდგომი მართვის სწორ მენეჯმენტს გულისხმობს. ინსულტის მართვის ერთეულები, თავდაპირველად, ქუთაისსა და ზუგდიდში ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ერთეულები ეტაპობრივად ინერგება ქსელს გარეთაც.
პროექტის ფარგლებში, სისტემურ ლიზირებასთან ერთად, ქსელში დაინერგა თრომბექტომიის, ანუ თრომბის კათეტერით დაშლის პროცედურა, რომელიც თბილისსა და ქუთაისში წარმატებით ხორციელდება. პარალელურ რეჟიმში ვითარდება მწვავე სისხლძარღვოვანი განყოფილებები, სადაც პაციენტების დროული, სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და კომპლექსური მკურნალობაა შესაძლებელი.
ინსულტის თანამედროვე მეთოდებით მკურნალობის პროექტი სამ ძირითად მიზანს: ხარისხის გაუმჯობესებას, შიდა ქსელში რეფერირების სისტემის დალაგებასა და დონეების მიხედვით ჰოსპიტლების კლასიფიკაციას ემსახურება. საერთო მიზანს საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში მწვავე სისხლძარღვოვანი განყოფილებებისა და საჭირო რაოდენობის ნეიროვასკულური ცენტრების არსებობა წარმოადგენს.
სტატიის პირველი ავტორი ევექსის ნევროლოგიური სამსახურის უფროსი, ქსელის ნევროლოგია-ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე და გერმანიის ქალაქ ესენის უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ქაცარავაა. ტექსტში საუბარია, რომ მკურნალობის აღნიშნული მეთოდების დანერგვამ მსოფლიოში ინვალიდიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებელი მკვეთრად შეამცირა. ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის სხვადასხვა ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ხელ-ფეხის დამბლა და მეტყველების მოშლაა დამახასიათებელი. მკურნალობის უალტერნატივო შესაძლებლობას კი სწორედ თრომბის დაშლა წარმოადგენს სისტემური ლიზირების ან კათეტერის გამოყენების მეთოდით.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები