ვაქცინაციის ლატარიამ გარკვეულად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან დიდი სტიმული მისცა, არა — გამყრელიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის წამახალისებელმა ლატარიამ გარკვეულწილად იმუშავა, თუმცა პროცესისთვის დიდი სტიმული არ მიუცია.
"გარკვეულად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან დიდი სტიმული მისცა ლატარიამ, ნამდვილად არა", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ვაქცინაციის წამახალისებელ ახალ ღონისძიებებზე.
"სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ახალ წამახალისებელ ღონისძიებებზე, ანუ თითოეულ აცრილზე, ძირითადად ეს მიმართულია ხანდაზმული მოსახლეობისადმი, სადაც უფრო მეტი გვინდა, რომ იყოს აცრილი.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მხედველობაში საჯარო, თუ სხვა სექტორი, სადაც უკვე უნდა იყოს, უკვე არა წამახალისებელი, არამედ სხვა ღონისძიებები, რომელიც რთულია, მარტივი არ არის, მოგეხსენებათ, შემოღება ქვეყანაში ამკრძალავი ღონისძიებების. ბევრი ამას არ ეთანხმება, მაგრამ ეს არის უკვე მესამე ეტაპი. რომ ვნახავთ უკვე ეს მარათონი რას მოგვცემს, პირველი ორი კვირა ვნახოთ როგორი იქნება მარათონის დროს დამყოლობა მოსახლეობის, თუ ვთქვათ, არ გვაძლევს დიდ შედეგს, მერე უკვე მიდიხარ. ეს გაიარა ყველა ქვეყანამ. ეს არ არის ქართული ველოსიპედი", — განაცხადა გამყრელიძემ.
ლატარიის გათამაშებები ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge ყოველდღე, 12 საათზე იმართება. იმის გასაგებად, მოიგეს თუ არა, აცრილმა მოქალაქეებმა მითითებულ ველში უნდა ჩაწერონ პირადი ნომერი.
ლატარიის საპრიზო ფონდი შეადგენს 2 800 000 ლარს და თამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა, არის ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშებაც. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარი, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს გაიმართება და საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება.
როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ლატარიაში მონაწილეობას იღებენ, როგორც სრულად აცრილები, ისე ერთი დოზით აცრილი მოქალაქეები. კომპანია შემთხვევით შერჩევითობის პრინციპით გამოავლენს გამარჯვებულებს და შესაბამისად შეატყობინებს მათ, ლოტოტრონის პრინციპით კი საბოლოო გათამაშება იქნება.
როგორც ლატარიის კომპანიაში განაცხადეს, რომ ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით ხდება.
მათივე განმარტებით, თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, ის აღარ მონაწილეობს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, ხოლო თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.
ლატარიის კომპანიის განცხადებით, 18 წლამდე აცრილი პირის ბილეთი მშობელს, მეურვეს ან ოჯახის სრულწლოვან წევრს გადაეცემა.
მათივე ცნობით,1000 ლარამდე მოგების განაღდება შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ლატარიის სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1000 ლარზე მეტის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები