სამაგიდო თამაში Godsland — მოიგებს ის, ვინც შეიმუშავებს საუკეთესო სტრატეგიას
ფოტო: სტარტაპერი
სიახლისკენ სწრაფვა, ენთუზიაზმი და თეორიის პრაქტიკაში განხორციელების ინტერესი არის ის, რამაც GGM გუნდის წევრებს — მიხეილ ჭოლოკავას, გურამ გელხაურს და გივი დოლიძეს — სამაგიდო თამაშების შექმნა და მათი საერთაშორისო ბაზარზე გატანა გადააწყვეტინა. სწორედ ამ ფაქტორებმა მიიქცია თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა სტარტაპერის ყურადღებაც, როდესაც ის კომპანია GGM Board Games-ის და მის მიერ შექმნილი პროდუქტის — Godsland-ის მხარდამჭერი და გულშემატკივარი გახდა.
Godsland GGM Board Games ჯგუფის მთავარი სამაგიდო თამაშია, რომლითაც ქართველი და უცხოელი მომხმარებელი უკვე დაინტერესდა. სხვა სამაგიდო თამაშებისგან ის მთავარი იდეით — სტრატეგიული ხასიათით განსხვავდება. თუკი სხვა თამაშებში მოგება იღბალზე, ანუ კამათელზეა დამოკიდებული, Godsland-ის მოთამაშეები გამარჯვებისკენ სტრატეგიას, ფიქრს, ზუსტ გათვლებსა და გადაწყვეტილებებს მიჰყავს. მოიგებს ის, ვინც შეუმუშავებს საუკეთესო სტრატეგიას!
ეს კონცეფცია თამაშის შემქმნელებმა ბაზრის წინასწარი კვლევისა და მომხმარებლის გამოკითხვების საფუძველზე შეიმუშავეს. ბაზრის შესწავლის შემდეგ გადაწყდა, ასევე, თამაშის თემატიკაც — მითოლოგია. ბერძნული, ეგვიპტური, ჩინური და სკანდინავიური მითოლოგიის პერსონაჟების გვერდით მომხმარებელი ქართველ ამირანსაც ამოიცნობს. სწორედ მის მიერ სხვა ღმერთებისთვის მოპარული ცეცხლის დაბრუნებას ცდილობს თამაშის 4 მონაწილე, ანუ 4 სხვადასხვა მითოლოგიური გმირი.
7 თვინი ინტენსიური მუშაობის, სირთულეების გადალახვის, დატესტვის, დახვეწის შემდეგ, Godsland მზადაა გამოსაშვებად. თუმცა, როგორც ყველა დახვეწილ და დეტალებზე ორიენტირებულ პროექტს, ამ თამაშის წარმოებასაც საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება. ამიტომ გუნდის წევრებმა თამაში საერთაშორისო პლატფორმა Kickstarter-ზე განათავსეს, რაც მას წარმოებისთვის საჭირო თანხის მოპოვებაში უნდა დაეხმაროს.
რა არის kickstarter-ი?
"ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელზეც შეგიძლია განათავსო შენი პროდუქტის კარგად დამუშავებული, შეფუთული და დატესტილი იდეა, რომელსაც მომხმარებელი, მისი მოწონების შემთხვევაში, წინასწარ ყიდულობს. ანუ ამ პლატფორმაზე ადამიანები ყიდულობენ ჯერ არ შექმნილ პროდუქტს, რომელსაც შენ მათ დეტალურად აცნობ. ასე აგროვებ ამ პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო თანხას, რომლის მიღების შემდეგაც იწყებ ამ იდეის პროდუქტად რეალიზებას და იმ მომხმარებლებისთვის გაგზავნას, რომლებმაც ეს პროდუქტი წინასწარ იყიდეს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა დამწყები ბიზნესმენებისთვის და განსაკუთრებით, სტარტაპებისთვის", — ამბობს კომპანია GGM Board Games-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ ჭოლოკავა.
Godsland-ი კიკსტარტერზე ოქტომბრის დასაწყისში განთავსდა და მას უკვე გამოუჩნდა მომხმარებელი, რომელმაც თამაში მოიწონა და იყიდა. მიხეილ ჭოლოკავას აზრით, მთავარი, რითაც Godsland-მა მომხმარებლის ყურადღება მიიქცია, მისი დაპყრობითი ხასიათი, სტრატეგიაზე გათვლა და მინიატურული ფიგურების სიმრავლეა. თამაშის ზოგად კონცეფციასთან ერთად, სწორედ ამ ფიგურების ხასიათი და დიზაინი განაპირობებს საბოლოოდ თამაშის წარმატებას, თუმცა სწორედ ფიგურების სიმრავლე და დახვეწილობაა ის სირთულეც, რის გამოც ასეთი ტიპის თამაშებიც პროდუქცია საკმაოდ ძვირი ჯდება.
კიკსტარტერზე Godsland-ის წარმოებისთვის განსაზღვრული თანხა 58 000$-ია, რაც ვადის ამოწურვამდე — ოქტომბრის ბოლომდე უნდა შეგროვდეს. შესაბამისად, ეს ეტაპი Godsland-ისთვის და მისი შემქმნელებისთვის გადამწყვეტია. გუნდი იმედს არ კარგავს, რომ მათი ხანგრძლივი შრომა და ენთუზიაზმი დაფასდება და მომხმარებელი თამაშის ფიგურებს რეალურად იხილავს. თუმცა, როგორც მიხეილ ჭოლოკავა ამბობს — "იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროექტი ამ ეტაპზე ვერ დაფინანსდება, ეს არ იქნება ტრაგედია, რადგან მთავარი მაინც სწორი დასკვნების გაკეთება და საკუთარ შეცდომებზე სწავლაა, რაც შემდგომი წარმატებების საფუძველი უნდა გახდეს."
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
კომენტარები