როდესაც ამბობს, რომ ივანიშვილმა მისი ნდობა ვერ გაამართლა, ეს აჩვენებს პარადოქსს მისი ნაბიჯების — კობახიძე გახარიაზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც გიორგი გახარია საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი ნდობა არ გაამართლა, ეს აჩვენებს მისი ყოველი ნაბიჯის პარადოქსს.
"ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ის, როგორც პოლიტიკოსი იმიტომ, რომ მან მისცა ეს ნდობა, ის გახდა პრემიერმინისტრი სწორედ ბიძინა ივანიშვილის ნდობის საფუძველზე, როდესაც ივანიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე და რა გააკეთა ამის შემდეგ, როგორც კი გავიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან, 1 თვეში პირდაპირ, პირველი რაც გააკეთა, უღალატა გუნდს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რაც არის, უღალატა ქვეყანას და ასეთ დროს საუბრობს ის იმაზე, რომ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილმა მას ნდობა არ გაუმართლა, ეს აჩვენებს მთელ პარადოქსს მისი ყოველი ნაბიჯის", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.
მისივე თქმით, გახარია ბოლო დროის განმავლობაში აბსოლუტურად აჭრილია.
"აბსოლუტურად აჭრილია ბოლო დროის განმავლობაში. ამასწინათ კეზერაშვილის ტელევიზიაში იჯდა თუ იდგა და ასეთი რაღაც თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩემი ნდობა დაკარგაო. ზუსტად ამ წრიდან არის ეს გამონათქვამიც, რაც უკავშირდება ოცნების და მიხეილ სააკაშვილის ერთმანეთთან ინტერესებით დაკავშირებას. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განცხადებაზეც გავაკეთებ მოკლე კომენტარს, ანუ კაცი წარმოიდგინეთ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა მისი ნდობა. ვინ შეიძლება დაკარგოს შენი ნდობა — ვინც შენ ფეხზე დააყენე და ა.შ. გიორგი გახარიამ დააყენა ფეხზე ბიძინა ივანიშვილი, როგორც პიროვნება, ასწავლა ქველმოქმედება, ასწავლა პოლიტიკა, როგორ ჩამოეშორებინა ეს რეჟიმი ძალაუფლებას, ა.შ. და ბოლოს არ გაუმართლა — აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი ამბავია, პირიქით უნდა იყოს ეს ყველაფერი", — ამბობს კობახიძე.
ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მისი ნდობა არ გაამართლა. ამის შესახებ მან მაშინ განაცხადა, როცა ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ადრე საუბრობდა ივანიშვილის "უმნიშვნელოვან როლზე" ქართული ოცნების მიმართ ნდობის საკითხში და ჰკითხა, ახლაც იმავე აზრზე იყო თუ არა. გახარიამ ამ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა და თქვა: "ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა. მარტო ჩემი არა, მოქალაქეების".
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები