თუ საპარლამენტო პარტიები რიგდებიან, საელჩოების პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს — დავითულიანი
ფოტო: არჩილ თალაკვაძე / Facebook
ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილების ჩაგდებაზე ამბობს, რომ თუ თუ საპარლამენტო პარტიები რიგდებიან, საელჩოების პოზიციებს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. ის, ასევე, ირწმუნება, რომ წესის ცვლილებაზე ოპოზიციის მხრიდან არსებითი მოთხოვნა არ ყოფილა.
"ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი კეთილი ნებით შევასრულებთ რიგ პირობებს, რაც წერია და ამ პირობებს ჩვენი კეთილი ნებით ვასრულებთ. ოპოზიციურ პარტიებსაც არსებითი მოთხოვნა გენპროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით არ ჰქონია. თუ საპარლამენტო პარტიები რიგდებიან, რომ ეს არ არის პირველი ხარისხის ცვლილება და ჯობია ისე, როგორც არის, საელჩოების პოზიციას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში", — თქვა ბექა დავითულიანმა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა საქართველოს მიერ აღებული სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულების თვალსაზრისით 8 სექტემბერს საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმას ორი თვის განმავლობაში მესამე წარუმატებლობად შეაფასა.
აშშ-ის საელჩომ კი პარლამენტის გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის კიდევ ერთი გატეხილი პირობა უწოდა.
პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ერთი პუნქტის — გენერალური პროკურორის არჩევის წესის გამოკლებით. ცვლილებას მხარი 126-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არავინ წასულა. საკონსტიტუციო ცვლილებისთვის დაწესებული კვორუმი 113 ხმაა.
მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის აზრთა სხვადასხვაობა სწორედ გენერალური პროკურორის არჩევისთვის საჭირო ხმათა რაოდენობაზეა — ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მხოლოდ ეს ცვლილება არ არის საკმარისი ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, თუმცა, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შესრულდეს მიშელის დოკუმენტით განსაზღვრული დებულებები. გარდა ამისა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რაც უფრო მეტი დეპუტატის თანხმობა იქნება საჭირო გენერალური პროკურორის ასარჩევად, მით უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება არჩეულ კანდიდატს.
მმართველი პარტია მხარს უჭერს გენერალური პროკურორის არჩევას მხოლოდ 76 დეპუტატის თანხმობის საფუძველზე. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც თანამდებობის პირებს უბრალო უმრავლესობით ირჩევენ. ქართული ოცნების კიდევ არგუმენტი ეხება კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც კვალიფიციური უმრავლესობით ორჯერ ვერარჩევის შემთხვევაში, მესამედ, 76 ხმით არჩეული პროკურორის უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ერთი წელია.
გაიგე მეტი:
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები