საქართველოს ბანკმა EBRD-ისგან მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის 90 მლნ. ლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის დაახლოებით 90 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა.
5 წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა მოზიდული რესურსი ათვისებული იყოს ადგილობრივ ვალუტაში, აღნიშნული ბიზნესების გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. ასევე, ხელს შეუწყობს ბიზნესებს დააკმაყოფილონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მოთხოვნები.
დაფინანსება EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ნაწილია და წარმოადგენს ინსტრუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. აღნიშნულ ფინანსურ რესურსს EBRD-ი "გალტ ენდ თაგარტის" დახმარებით, ლარში განთავსებული კერძო ობლიგაციებით მიიღებს.
"მოხარული ვარ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოს ბანკის საიმედო პარტნიორად და განაგრძობს ჩვენი მომხმარებელი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლების ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებას. მსგავსი გრძელვადიანი თანამშრომლობა ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს აქტიურად გავაგრძელოთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლის ყველაზე საჭირო ფინანსური პროდუქტებით უზრუნველყოფა. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ს საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერისათვის და ვიმედოვნებ, რომ მომავალში ჩვენს შორის კიდევ უფრო მეტი წარმატებული შეთანხმება განხორციელდება", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
"მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი წარმატებული გარიგება განხორციელდა EBRD-ს და მის დიდი ხნის პარტნიორს შორის. აღნიშნული საკრედიტო ხაზი რეგიონის მასშტაბით დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი ინსტრუმენტია. აღნიშნული ფინანსური რესურსი იძლევა შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნები. ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დამატებითი დაფინანსება წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, მაქსიმალურად აითვისონ ახალი რესურსები DCFTA სტანდარტების დაცვით", — განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები