თუ სექტემბერში 800-900 ათასი აცრა ჩატარდება, სერიოზულად გავტეხავთ წელში ეპიდემიას — გამყრელიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ვაქცინაციის ეს ტემპი გაიზრდება, სექტემბერში ეპიდემიას "სერიოზულად გადავტეხავთ წელში". კერძოდ, გამყრელიძე განმარტავს, რომ აგვისტოში მოსალოდნელია 650 000-მდე აცრის ჩატარება და კარგი იქნება, თუ სექტემბერში ეს მაჩვენებელი 800-900 000-ს უნდა მიაღწევს
"საშუალო მაჩვენებელი დღეს დილისთვის გვაქვს 23 000 აცრა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 26 000. აგვისტოში ავდივართ სადღაც 650 000 აცრამდე, ცოტა მეტიც შეიძლება იყოს, საერთო აცრათა რაოდენობას გეუბნებით.
მოგეხსნებათ, რომ საერთო აცრათა რაოდენობით მილიონს დიდი ხანია გადავაჭარბეთ უკვე, ორჯერ აცრილი არის 350 000-მდე ადამიანი, ხოლო ერთხელ აცრილი 700 00-ზე მეტი. სექტემბრისთვის ყველა მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული, რომ ტემპი არ დაგვივარდეს. სექტემბრისთვის თუ ჩვენ 800-900 ათასი და უკეთესია თუ მილიონი აცრა ჩატარდება, დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზულად გავტეხავთ წელში ეპიდემიას", — განაცხადა მან.
მანვე განმარტა, რომ ბოლო დღეებში მცირედი დადებითი დინამიკა იგრძნობა და გარკვეულ იმედებს იძლევა.
"დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცილდა ბოლო რამდენიმე დღეა 10%-ს, თუმცა, რა თქმა უნდა, 7 და 14 დღის ჯერჯერობით იგივეს ფარგლებშია. მაგრამ ოდნავ, ოდნავ იგივე შემცირდა აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობა, დაახლოებით 6-7 ათასით. 63 ათასზე როცა ვიყავით ასული იყო ძალიან მძიმე დღეები, ახლა არის სადღაც 56 ათასის ფარგლებში.
უკვე ორი დღეა გარკვეულად დამაიმედებელია, რომ კი ინფიცირებულთა რაოდენობა დღესაც 4 ათასზე მეტი გვაქვს, მაგრამ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობას. ეს რაღაც იმედის ნაპერწკალს იძლევა, რომ ეპიდემია შეიძლება შეკავდეს", — განაცხადა მან.
27 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585, ხოლო გარდაიცვალა — 73 ადამიანი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 26 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,43%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 10,70%, ხოლო 7 დღის — 10,4%.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 536 202-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 473 502, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 7 101 ადამიანი.
საქართველოში 4 სხვადასხვა ვაქცინა, ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი და ასტრაზენეკა არის შემოტანილი. ვაქცინაცია შეუძლია ყველა მსურველს, 16 წელს ზევით. ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.
იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.
ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.
გაიგეთ მეტი: როგორ უნდა მიხვიდეთ ასაცრელად, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულია — მარშრუტები
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები