"მიიღეთ ზომები იმ კაცი დეპუტატების დასასჯელად, ვინც ფიზიკური ძალა გამოიყენა ქალი კოლეგების მიმართ" — უფლებადამცველების მიმართვა კუჭავას
ფოტო: რუსა მაჩაიძე/On.ge
ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ქალი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარისგან მოითხოვენ ადეკვატურ რეაგირებას იმ კაცი დეპუტატებს ქმედებებზე, რომლებმაც ქალი დეპუტატების პროტესტს ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეწინააღმდეგნენ.
აღსანიშნავია, რომ უფლებადამცველი ქალები ბრიფინგის ჩატარებას პარლამენტში აპირებდნენ, თუმცა, ისინი საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. ამიტომ, მათ განცხადების გაკეთება პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოუწიათ.
"მივმართავთ კახა კუჭავას, რომ მიიღოს სათანადო ზომები იმ პარლამენტის წევრების დასასჯელად, ვინც ფიზიკურად გამოიყენა ძალა ქალი პარლამენტის წევრების მიმართ, რადგან მსგავსი ქმედება ფეხქვეშ თელავს ყველა იმ რეფორმას ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომელიც პარლამენტს მიუღია.
18 ივლისს კაცებმა პარლამენტში გვითხრეს, რომ თუ ქალის საუბარი, მისი გამოხატვის მანერა არ მოსწონთ, შეუძლიათ ხელით, ფიზიკურად გააჩერონ ის. ამიტომ, ბატონო კახა, გთხოვთ გამოხატოთ თქვენი პოზიცია და იმოქმედოთ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში იმისათვის, რათა პასუხი გავცეთ მოძალადე პარლამენტის წევრ მამაკაცებს", — განაცხადა თამარ კორძაიამ.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პარლამენტში ქალების მიმართ სექსისტურ და დისკრიმინაციულ გამონათქვამებს სისტემური სახე აქვს, თუმცა არც ერთი სხვა მოწვევის პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
"ეს ძალადობრივი ქმედებები ჩრდილს აყენებს ნებისმიერ კანონს, რომელიც პარლამენტს მიუღია ქალთა უფლებების გასაძლიერებლად, რადგან საკანონმდებლო ორგანოშივე საჯაროდ ხდება მათი გათელვა გამოვლენილი ფიზიკური ძალადობით, ძალადობის ფაქტის არაღიარებით, დუმილით ან გამართლებით", — ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ცალკეული უფლებადამცველი ქალების გარდა ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები, სამოქალაქო მოძრაობები თუ პარტიები:
- ქალთა მოძრაობა;
- ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო;
- ქალები საქართველოდან;
- კავშირი საფარი;
- ქალთა ფონდი საქართველოში;
- ფონდი ტასო;
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- სამართლიანი არჩევნები (ISFED);
- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
- საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI);
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- თბილისი პრაიდი;
- თანასწორობის ცენტრი;
- სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრი;
- კავშირი ფრეია;
- ახალგაზრდა ფემინისტები;
- We 4 education;
- ფემინა;
- პროგრესის ცენტრის;
- წითელი ხაზები;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- პოლიტიკური მოძრაობა დროა;
- რესპუბლიკური პარტია;
- პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის;
- პარტია ანა დოლიძე — ხალხისთვის ვაწერთ ხელს;
- ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა;
- ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის;
- სტრატეგია აღმაშენებელი;
- პარტია სამართლიანობისთვის;
- პარტია საქართველოსთვის.
18 ივლისს, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გამოსვლისას ჟურნალისტებმა პლენარული სხდომის დარბაზში საპროტესტო ბანერი გადმოფინეს, წარწერით — "დასაჯეთ მოძალადეები". პარალელურად, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გომელაურს სიტყვა შეაწყვეტინეს და ტრიბუნასთან გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს. ამას დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნისკენ მიმავალი კოლეგა, თინა ბოკუჩავა ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოიყვანა ადგილიდან. ბოკუჩავა ამბობს, რომ თავდაპირველად ამის მცდელობა ლევან მგალობლიშვილს ჰქონდა, რომელსაც შემდეგ პაპუაშვილი შეუერთდა. ნონა მამულაშვილი დაპირისპირების დროს საპროტესტო პლაკატით ხელში მაგიდაზე ავიდა, რა დროსაც ირაკლი ზარქუამ ის ძალით ჩამოიყვანა.
გუშინ, 21 ივლისს, მამულაშვილმაც და ბოკუჩავამაც ზარქუას, პაპუაშვილის და მგალობლიშვილის წინააღმდეგ პარლამენტის ეთიკის საბჭოში საჩივარი შეიტანეს.
გაიგე მეტი:
- დეპუტატი ანა წითლიძე დეპუტატ ლევან მგალობლიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასამართლოში უჩივის
- პარლამენტარი რომ ფეხზე გაიხდი და მაგიდაზე შეხტები, რა არის ეს?! მით უმეტეს, ქალი ხარ — ელისაშვილის სექსისტური განცხადება
- პაპუაშვილის პასუხი აბსოლუტურად რელევანტური და ადეკვატური იყო — კობახიძე
- არავითარი ქალზე ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ არ მიუშვა, გამოსწია აქეთ — ქადაგიშვილი ბოკუჩავას ძალით გაყვანაზე
- პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის, გუშინ კი ტრიბუნის ბლოკირება, ბუნებრივად აღიქმება ძალადობრივ აქტად — წილოსანი
- გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა, მით უფრო პარლამენტში — პრეზიდენტი ბოკუჩავას ძალით გაყვანაზე
- რომელი ქართული ტრადიცია გვასწავლის ამას ან რომელი ევროპული სტანდარტი? — კოჟორიძე პაპუაშვილს
- "რა ძალადობა?" — პაპუაშვილი მის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენებით ბოკუჩავას ტრიბუნიდან გაყვანაზე
-
10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება 10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება
გადახედვა
-
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
-
7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე 7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე
-
რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა
გადახედვა
-
რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი
გადახედვა
-
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ
გადახედვა
-
რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე? რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე?
გადახედვა
-
საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს
გადახედვა
-
GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
-
"არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ" — შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე "არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ" — შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა
კომენტარები