საქართველოს ეროვნული ბანკი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსს აცხადებს
ფოტო: ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პორტალი ფინედუ, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
კონკურსში მონაწილეობა 15-დან 26 წლამდე პირებს შეუძლიათ. კონკურსის მიზანი ახალგაზრდების ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესება და მათი ჩართულობის გაზრდაა. მონაწილეებმა ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ცნობადობის გაზრდის მიზნით ინოვაციური პროექტები და იდეები უნდა წარადგინონ. დაინტერესებულ პირებს იდეების/პროექტების გამოგზავნა შეუძლიათ 17 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხოლო ღონისძიების დასკვნითი ნაწილი 2021 წლის 12 აგვისტოს გაიმართება.
კონკურსი, ეროვნული ბანკის, FinEdu.gov.ge-ს, სს "კრედო ბანკის", სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სვის კაპიტალის", სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევრო კრედიტისა" და სს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდება. კონკურსის ჟიური სამ გამარჯვებულ პროექტს/იდეას გამოავლენს, რომელთა ავტორებსაც, პარტნიორი ორგანიზაციებისგან, ფულადი პრიზები და და ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ვაუჩერები გადაეცემათ.
"ახალგაზრდების ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. წელს პირველად ახალგაზრდების საერთაშორისო დღის აღნიშვნას ვუერთდებით და ვაცხადებთ ინოვაციური იდეებისა და პროექტების კონკურსს, რომელიც ახალგაზრდებში ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ინტერესის ზრდასა და ცოდნის გავრცელებას შეუწყობს ხელს. ამასთან, ფინანსური განათლების საკითხებზე დაფიქრება ახალგაზრდებს სამომავლოდ პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება, ხოლო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იდეები კი ფინანსური განათლების კუთხით სამომავლო პროექტების შემუშავების პროცესში შეიძლება იქნას გამოყენებული", — განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.
12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 1999 წელს გამოაცხადა. მსოფლიოს მასშტაბით, ეს დღე ახალგაზრდების პრობლემების, მათი იდეებისა და ინიციატივების განხილვას ეძღვნება.
კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ფინედუს ფეისბუქ პოსტი იხილეთ აქ.
ფინედუს ლინკდინ პოსტი იხილეთ აქ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები