ზარქუა ენმ-ზე: 7 თვის განმავლობაში დარბოდნენ გარეთ და ახლა ხომ მიხვდნენ, რომ სულ ტყუილად? მაინც ხომ მოუწიათ შემოსვლა?
ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge
ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები 7 თვის განმავლობაში "დარბოდნენ გარეთ" და მაინც მოუწიათ პარლამენტში შესვლა.
"კიდევ ერთხელ ზეპირად მივესალმები, ოღონდ რამე საქმიანი განცხადება ჰქონდეთ, მთელი ამ 7 თვის განმავლობაში დარბოდნენ გარეთ, ახლა ხომ მიხვდნენ, რომ ფუჭი იყო, ხომ მიხვდნენ რომ სულ ტყუილად? მაინც ხომ მოუწიათ აქ შემოსვლა, დაჯდომა და აქ სიმართლის მოსმენა, ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. თუ ვინმე ჭკვიანურს იტყვის მზად ვართ მოვუსმინოთ.
მიშელის დოკუმენტს ხელს არ ვაწერთო და კი მაგრამ, იმ მიშელის დოკუმენტის საფუძველზე არიან, ლეგიტიმაცია თითქოს რომ ჰგონიათ რომ მიიღეს და იმას რომ არ აწერენ ხელს, მაშინ რისთვის შემოვიდნენ? იქ წერია სარჩევნო, სასამართლო რეფორმაზე, როგორ ავირჩიო გენპროკურორი, საარჩევნო სისტემის ხელმძღვანელი, თუ ეს არ აინტერესებთ მაშინ ხელფასებზე შემოდიან? რაზე შემოდიან მაშინ? თანამდებონბებზე? ამათი არ გაიშვას დისკომფორტი, უპრინციპოები, ყოველგავრ არგუმენტმოკლებულები და შემოვიდნენ ახლა და დაჯდებიან, დაჯდნენ რა პრობლემაა? ყვირილი გარეთ უფრო ეფექტურად არ ჟღერდა? აქ ახლა დახვდებათ ყოველთვის არგუმენტირებული პასუხი, ვინც რაც არ უნდა თქვას უსამართლობას არ გავუტარებთ, კი ბატონო, იყვნენ კუთხეში", — თქვა მან.
ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში მივიდა. პარტიის წევრებმა დღეს, 8 ივნისს პარლამენტში მისვლა დააანონსეს, თუმცა მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე არ გამოცხადებულან. ისინი საკანონმდებლო ორგანოში სხდომის შესვენების დროს მივიდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრების პარლამენტში არყოფნის გამო, დღეს ამნისტიის კანონპროექტის მოსმენა გადაიდო.
ამასთან, 7 ივნისს პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას ფრაქცია შეიქმნა, როლმელსაც ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქცია 32 წევრისგან შედგება.
30 მაისს პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამისა, ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემდეგ გახდა ცნობილი. იმავე დღეს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, მაგრამ წუხან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერის გამო.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები