ევროკავშირმა ბელარუსის ელჩი დაიბარა
ფოტო: REUTERS
ევროკავშირში ბელარუსის ელჩი, ალექსანდრ მიხნევიჩი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მოთხოვნით ევროკავშირის საგარეო კავშირების სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, სტეფანო სანინომ დაიბარა. ბელარუსის ელჩი ათენი-ვილნიუსის რეისის იძულებით დასმისა და ბელარუსი აქტივისტის დაკავების გამო დაიბრეს.
ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩი მიხვენვიჩი ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ბელარუსის ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებების დაგმობის თაობაზე ინფორმირებული იყო.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ბელარუსის ხელისუფლების ქმედებას ევროპული საბჭო 24 მაისს განიხილავს და მათ შორის პასუხისმგებელი პირების მიმართ ზომების მიღების საკითხსაც.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ტელეგრამ არხ ნექსთას თანადამფუძნებლის დასაკავებლად იმ თვითმფრინავის მინსკში დაშვება ბრძანა, სადაც ოპოზიციონერი აქტივისტი იმყოფებოდა. მედიების თანახმად, Ryainar-ის ათენი-ვილნიუსის რეისი ლუკაშენკომ გამანადგურებელი თვითმფრინავის საშუალებით შეაჩერა. Reuters-ი წერს რომ, მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, ლიტვამდე თითქმის მიაღწია, როდესაც მან მიმართულება ბელარუსის დედაქალაქისკენ შეიცვალა. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, თუმცა მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
Ryanair-მა განაცხადა, რომ ეკიპაჟს ბელარუსმა [საჰაერო კონტროლის სამსახურმა] ბორტზე უსაფრთხოების პოტენციური საფრთხის შესახებ აცნობა და უახლოესი აეროპორტის, მინსკის მიმართულებით გადამისამართება დაავალა.
პროტასევიჩის დაკავებას გამოეხმაურა ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია. მისმა მრჩეველმა ტვიტერზე დაწერა, რომ აქტივისტს ბელარუსში სიკვდილით დასჯა ემუქრება.
მედიის ინფორმაციით, ოპოზიციონერი აქტივისტი ბოლო პერიოდში ვილნიუსში ცხოვრობდა და ტიხანოვსკაიას გუნდის წევრი იყო. პროტასევიჩი ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ტერორისტების სიაში შეიყვანა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
აქტივისტის დაკავებაზე ლიეტუვამ ევროკავშირსა და NATO-ს რეაგირებისკენ მოუწოდა, გერმანიამ კი, მომხდარის დაუყოვნებელი განმარტება მოითხოვა.
ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ბელარუსის ქმედება "ყოვლად მიუღებელია".
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები