რუსთავი 2, სავარაუდოდ, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ დაწერილ წერილს აქვეყნებს
რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც, სავარაუდოდ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საქართველოს მათლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს, გაუგზავნა.
წერილის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის. მასში საუბარია საპატრიარქოს ქონებაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
წერილის მიხედვით, დეკანოზი მამალაძე ამბობს, რომ მას სამ თვიანი გამოძიება ჰქონდა ჩატარებული და გახსნილი ჰქონდა რამდენიმე საქმე, რომლის წარდგენის საშუალება სინოდის სხდომაზე მას არ მიეცა.
რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული წერილის თანახმად, საპატრიარქოს 100%-იანი წილით დაფუძნებულ ორგანიზაციების სიაში არიან ისეთებიც, რომლებიც უკანონოდ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.
წერილში საუბარია სასოფლო-სამეურნეო მიწებზეც, რომლებიც იურიდიულად ეკლესიის მფლობელობაშია, მაგრამ ამ მიწებით სხვადასხვა პირები სარგებლობენ.
სავარაუდოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაწერილ წერილში საუბარია საპატრიარქოს კლინიკაზე. წერილის მიხედვით, კლინიკაში 5 მილიონ ლარამდე დავალიანება აღმოჩნდა, რომელიც მენეჯმენტის კორუფციას უკავშირდება. წერილის მიხედვით, ქორეპისკოპოსმა იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოსთხოვა, ეს საკითხი არ გაეხმაურებინა.
წერილში საუბარია სასოფლო-სამეურნეო მიწებზეც, რომლებიც იურიდიულად ეკლესიის მფლობელობაშია, მაგრამ ამ მიწებით სხვადასხვა პირები სარგებლობენ.
წერილში საუბარია სნოს წყალზეც. "სნოს წყალი შეიქმნა 50-50% მონაწილეობით საპატრიარქოსა და ვ. ლიპარტიანის მონაწილეობით" - ვკითხულობთ წერილში. მისი მიხედვით, საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული სნოს წყლის საწარმოს 30 პროცენტი გასხვისდა 150 ლარად, იმ პირობით, რომ 3 თვეში ის ისევ საპატრიარქოს დაუბრუნდებოდა, მაგრამ გასული წლების მიუხედავად ქონება არ დაბრუნდა. წერილის მიხედვით, ამის შემდეგ, თავად ილია მეორეს გადაწყვეტილებით, დარჩენილი 20% უსასყიდლოდ გადაეცა დანარჩენი 80%-ის მფლობელს ვ. ლიპარტიანს.
წერილის ავტორი მიუთითებს, რომ, საზოგადოებისთვის სნოს წყალი ისევ ეკლესიის საკუთრებად რჩება, ხოლო არასწორი ინფორმაციის გავრცელება საპატრიარქოს იმიჯზე უარყოფითად აისახება.
სავარაუდოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაწერილ წერილში საუბარია ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლის ინტერესებზე საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით.
წერილში საუბარია სავარაუდო მუქარაზეც, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ არსებობდა.
წერილის ავტორი პატრიარქისგან საპატრიარქოს ქონებისა და ფინანსების აუდიტის ჩატარებას ითხოვს.
რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ.
თქვენო უწმინდესობავ!
მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ ჩემს მოსასმენად გამოყოფილი დროისთვის და საწყისშივე გიდასტურებთ ჩემს მორჩილებას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე...
მოგეხსენებათ, კათოლიკოს პატრიარქის 2015 წლის 14 სექტემბერს შეიქმნა ქონების მართვის სამსახური, ხოლო მე დავინიშნე სამსახურის უფროსად.
2015 წლის დეკემბრის სინოდის სხდომაზე, რომელზედაც მე სურვილი მქონდა წარმომედგინა სამსახურის 3 თვიანი მუშაობის ანგარიში, გარკვეული ჯგუფის მიერ ხელოვნურად იქნა დაბლოკილი ამ მოხსენების წარდგენა. ყოველივე ამის შემდეგ, ამ ძალების დიდი მცდელობების შედეგად, მე გამათავისუფლეს სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, თუმცა მუშაობა გავაგრძელე ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე და კვლავაც ხელი მიმიწვდებოდა მასალებზე.
როგორც მოგახსენეთ, დეკემბრის სინოდისთვის მე მქონდა მომზადებული 3 თვიანი მუშაობის შედეგების მოხსენება. რომელსაც შევეცდები მოკლედ გადმოგცეთ დღეს და იმ სავალალო მდგომარეობის შესახებ შეგიქმნათ წარმოდგენა, რომელიც ეკლესიის ქონებებს ეხება....
სამსახურმა უმოკლეს პერიოდში მოახდინა სახელმწიფო რეესტრში არსებული საჯარო ინფორმაციის ამოღება და შესწავლის დაწყება. არსებული მდგომარეობა ძალზედ სავალალო აღმოჩნდა. საქართველოს საპატრიარქოს 100 % წილით დაფუძნებული ორგანიზაციების სიაში აღმოჩნდა სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები (შპს), რომლებიც წლებია ეწევიან სხვადასხვა საქმიანობას.: მაგ.: ნავთობ პროდუქტების შემოტანა-რეალიზაცია-გადამუშავებას, არალეგალური ტექნიკური სპირტის წარმოება, სამშენებლო კომპანიები, რაგბის და სხვა სპორტული კლუბები და ა.შ.
ასევე არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული ორგანიზაციები (ააიპ), რომლებიც კანონის უხეში დარღვევით ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.
საკითხს ართულებს ის, რომ ვერ ვარკვევთ კომპანიები სად დარეგისტრირდა, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობით კათოლიკოს პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობების საფუძველზე მინდობილ პირს უფლება აქვს დაარეგისტრიროს ნებისმიერი კომპანია... სამწუხარო კი გახლავთ ის რომ მღვდელთმთავრებისა და რიგი სასულიერო პირების გარდა მინდობილი პირებად გვევლინებიან საერო პირები, რომელთა სახელები სამწუხაროდ ბევრ გახმაურებულ საკითხს ეხება რაც ეკლესიის იმიჯზე ნამდვილად არ ისახება კარგად... საკითხის სირთულე მდგომარეობს იმაშიც, რომ ეს დღემდე გაურკვეველი კომპანიები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს წინაშე იმყოფებიან ფინანსურ დავალიანებებში და მათი საბუღალტრო აღრიცხვიანობა შესასწავლია რაც საბოლოო ჯამში ეკლესიის ზოგად ქონებას უქმნის საფრთხეს.
ყურადღება მინდა გავამახვილო საკითხზე, რომელიც ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რომელიც ეკლესიის მფლობელობაშია იურიდიულად, მაგრამ დატაცებულია... დღეის მდგომარეობით კი სახელმწიფოსგან გამოთხოვადი 3000 საკითხი შეჩერებულია. უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული ათასობით ჰექტარი მიწა გასხვისებულია ბუნდოვანი გარიგებების საფუძველზე, რომლითაც საპატრიარქოს ოფიციალური სარგებელი არ აქვს. სამწუხაროდ იკვეთება კერძო პირების სარგებელი.
მაგ.: თბილისის #1 პოლიკლინიკის შენობა, კარდიოლოგიური კლინიკის შენობა, ყაზბეგის სასტუმრო ROOMS-ის შენობა, არამიანცის თერაპიული კორპუსი დღემდე საპატრიარქოს საკუთრებად ითვლება, მაგრამ მასში განთავსებული კერძო კლინიკა, რომლისგანაც საპატრიარქო არანაირ სარგებელს ღებულობს.
ასევე ყურადსაღებია მიღებული ქონებების იურიდიული თუ ფინანსური მდგომარეობაც მაგალითისთვის არსებობს ფაქტები, როდესაც ფინანსური დავალიანების მქონე მიწის ნაკვეთები თუ შენობა ნაგებობები გადმოეცემა ეკლესიას და ეს ვალდებულებები ავტომატურ რეჟიმში გადმოყვება ხოლმე. მიუხედავად იმისა რომ ეკლესია განთავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან მსგავსი ფაქტები ეკლესიას არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან რაც საეკლესიო ქონებებს საფრთხეს უქმნის. ძალზედ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსგან გადმოცემული ქონებების მდგომარეობაც, რომელთა შესწავლაც არ ხდება და ეკლესია ძალზედ არასასიამოვნო სიტუაციაში ვარდება, რაც ვფიქრობ, ეკლესიის იმიჯის საწინააღმდეგოდ სპეციალურად გადადგმული ნაბიჯია და ასევე მავანთა ხელის მოთბობის საშუალებაა. ასევე აღსანიშნავია წავკისის თავშესაფარი. ეს წავკისის სახლი ეკუთვნოდა ბატონ სულხან მოლაშვილს. მადლობა ღმერთს ამ სახლის გადაცემა მოხდა მეპატრონეზე მაგრამ ფაქტი მრავალი კითხვის ნიშნებს ბადებს. ასევე დელისი 2 ყოფილი საყოფაცხოვრებოს კუთვნილი ბინა ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, რომელიც მოქალაქემ გამოისყიდა ნაწილობრივ და ამ საკანონმდებლო ცვლილების გამო სახელმწიფომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით რომ ეკლესიაზე გადმოცემის მერე ეკლესია დაუბრუნებდა ამ ქალბატონს უკან პროცედურა უფრო მარტივი რომ ყოფილიყო ეს ოჯახი ამაოდ ელის რამდენიმე წელია ამ ბინის უკან დაბრუნებას... (ამ ოჯახს შესაბამისი გადახდების დოკუმენტაცია გააჩნია, ხოლო ოჯახს მეუფეთა უმრავლესობა იცნობს და შეუძლიათ გადამოწმება). ასევე ბობოყვათის რეზიდენცია, რომელსაც მიღების დროს სოლიდური კომუნალური დავალიანება ჰქონდა. მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა არ იქნა გათვალისწინებული ეს ფაქტი და ქონება დავალიანებითურთ მივიღეთ. დავალიანების გამო დღეს იქ მცხოვრებ დედებს არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი და ელექტრო ენერგია.
განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო საკითხზე, რომელიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში ძალზედ აქტუალურია. ეს ეხება საპატრიარქოს კლინიკის საკითხს. მოგეხსენებათ მრავალი საჩივრის საფუძველზე ჩვენ ფინანსური შემოწმება ჩავატარეთ საპატრიარქოს კლინიკაში სადაც აღმოჩნდა 5 მლნ. ლარამდე დავალიანება რომელიც დაგროვილი იყო არაკეთილსინდისიერი მენეჯმენტის თაღლითური სქემების მეშვეობით და სადაც სავარაუდოდ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებიც (სამწუხაროდ არ ხდება ამ ადამიანთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება). ამ საკითხის ჩემი მხრიდან დასმისთანავე საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარემ ქორეპისკოპოსმა იაკობმა კატეგორიულად მომთხოვა არ გამეხმაურებინა ეს საკითხი. ბუნებრივია მე გავაგრძელე ამ საკითხების მოკვლევა.
ამას დაემატა სნოს წყლის საკითხიც, რომელიც ასევე ბუნდოვანია, რომელშიც გარკვევა უშუალოდ თქვენმა უწმინდესობამ დამავალა. მოგეხსენებათ სნოს წყალი შეიქმნა 50-50% მონაწილეობით საპატრიარქოსა და ვ. ლიპარტიანის მონაწილეობით. მოგვიანებით 25 მლნ. საწარმოს 30 პროცენტი გასხვისდა 150 ლარად (იმ პირობით, რომ 3 თვეში ის ისევ საპატრიარქოს დაუბრუნდებოდა), მაგრამ გასული წლების მიუხედავად ქონება არ დაბრუნდა.... უწმინდესის დავალებით მოვითხოვეთ კუთვნილი 30 % მაგრამ ამაოდ, რის შემდეგაც უწმინდესის გადაწყვეტილებით დარჩენილი 20 % უსასყიდლოდ გადაეცა დანარჩენი 80%-ის მფლობელს. მაგრამ საზოგადოებისთვის სნოს წყალი ისევ ეკლესიის საკუთრებად რჩება, რადგან ზუსტად 1 წელია, გასხვისების მიუხედავად, საპატრიარქომ არ გააკეთა განცხადება დღეს არსებული 100% წილის მფლობელთა გულის მოსაგებად. ამ საკითხშიც ნათლად ჩანს უკანონო გარიგების ფაქტები.
თქვენო უწმინდესობავ, სამწუხაროდ უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხების მოკვლევისას გამოიკვეთა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნისა და საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილსინდისიერი ინტერესები საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით. ასევე იყო ჩემს მიმართ მუქარა, რაზეც პირადად მინდა გესაუბროთ. ხელთ მაქვს ძალიან ბევრი მასალა რაც ეკლესიის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოავლენს.
ამ და მრავალი სხვა საკითხის გადასაჭრელად ქონების მართვის სამსახური გთხოვთ თქვენი ლოცვა-კურთხევით ჩატარდეს საპატრიარქოს ქონებისა და ფინანსების აუდიტი, რათა მოიხსნას ბევრი საკითხის ბუნდოვანება. ჩვენი თვალთახედვით ძალიან ბევრი ფაქტი შეიძლება შეიცავდეს დანაშაულს, რომლის კვალიც საპატრიარქოს საერო და სასულიერო მაღალჩინოსნებამდე მიდის.
ასევე მინდა გთხოვოთ სინოდალურად გადაწყვიტოთ პატრიარქის ყველა მინდობილობის გაუქმება (სანამ ბუნდოვანი საკითხები არ გაირკვევა) რომელიც ეხება ქონებრივ საკითხს შესაბამის ნოტარიუსებთან.
თქვენო უწმინდესობავ, მაქვს თქვენი პრინციპულობის იმედი, რომ აღნიშნული საკითხების ბუნდოვანება აღარ დააზარალებს ეკლესიის იმიჯს.
დამლოცეთ!
დეკანოზი გიორგი მამალაძე
მთავარი პროკურატურის ცნობით, 2017 წლის 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ. უწყების განცხადებით, უცნობმა პირმა მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მამალაძეს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია იმედის ეთერში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი მამალაძე 2 წელია საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს, სადაც მან "არასახარბიელო კორუფციული საქმეები" აღმოაჩინა, რომელიც, მიტროპოლიტის თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს უკავშირდება.
-
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი
გადახედვა
-
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა
გადახედვა
-
მაკრონის თქმით, ტრამპის კომენტარი მასზე და მის ცოლზე "არც ელეგანტურია და არც შესაბამისი" მაკრონის თქმით, ტრამპის კომენტარი მასზე და მის ცოლზე "არც ელეგანტურია და არც შესაბამისი"
გადახედვა
-
ტრამპი: აშშ უკრაინის ომში არასდროს უნდა ჩარეულიყო ტრამპი: აშშ უკრაინის ომში არასდროს უნდა ჩარეულიყო
გადახედვა
-
ლიტერატურული გაზაფხული ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში: პალიტრა L-ის განსაკუთრებული სამზადისი წიგნის ბაზრობისთვის ლიტერატურული გაზაფხული ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში: პალიტრა L-ის განსაკუთრებული სამზადისი წიგნის ბაზრობისთვის
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ არ შეგვიჩერებია ევროკავშირთან მოლაპარაკება, სამართლიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ არ შეგვიჩერებია ევროკავშირთან მოლაპარაკება, სამართლიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ
გადახედვა
-
მოლდოვამ დსთ დატოვა მოლდოვამ დსთ დატოვა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
დააკავეს 5 პირი, რომლებიც უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილ ₾3.5 მლნ-ზე მეტს თაღლითურად დაეუფლა დააკავეს 5 პირი, რომლებიც უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილ ₾3.5 მლნ-ზე მეტს თაღლითურად დაეუფლა
გადახედვა
-
როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო AI-მ გამორჩეულად შეცვალა როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო AI-მ გამორჩეულად შეცვალა
-
ლაშა ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია ლაშა ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია
გადახედვა
-
"ქართული ოცნება" ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში — "პატრიოტები ევროპისთვის" გაწევრიანდა "ქართული ოცნება" ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში — "პატრიოტები ევროპისთვის" გაწევრიანდა
გადახედვა
-
"ალბათ აქაც ჩამოვლენ, ალბათ ჩვენც ჩავალთ" — თენგიზ შარმანაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე "ალბათ აქაც ჩამოვლენ, ალბათ ჩვენც ჩავალთ" — თენგიზ შარმანაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე
გადახედვა
- ლადო ბოჟაძე: "ახლა ველოდებით პრეზიდენტ ტრამპის ზარს პრეზიდენტ ყაველაშვილთან" ლადო ბოჟაძე: "ახლა ველოდებით პრეზიდენტ ტრამპის ზარს პრეზიდენტ ყაველაშვილთან"
-
რუსეთში 75 000-ზე მეტი სტუდენტი შესაძლოა ომში წაიყვანონ რუსეთში 75 000-ზე მეტი სტუდენტი შესაძლოა ომში წაიყვანონ
გადახედვა
-
რატომ ისვამს ჰეილი ბიბერი სახის კრემს სავარცხლით? — 7 ტრენდი, რომლებმაც სოციალური ქსელები დაიპყრო რატომ ისვამს ჰეილი ბიბერი სახის კრემს სავარცხლით? — 7 ტრენდი, რომლებმაც სოციალური ქსელები დაიპყრო
გადახედვა
-
TI: მიუსაფარი ცხოველების მართვის ახალი წესები კანონთან წინააღმდეგობაშია TI: მიუსაფარი ცხოველების მართვის ახალი წესები კანონთან წინააღმდეგობაშია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ მომხმარებლისთვის შექმნილი საბანკო გამოცდილებისთვის ზედიზედ მესამედ Euromoney-ს ჯილდო მოიპოვა საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ მომხმარებლისთვის შექმნილი საბანკო გამოცდილებისთვის ზედიზედ მესამედ Euromoney-ს ჯილდო მოიპოვა
-
Bybit Georgia — საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი Bybit Georgia — საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
-
კახა კალაძე: "მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაცა კუბოები, რაღაცა სისულელეები" კახა კალაძე: "მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაცა კუბოები, რაღაცა სისულელეები"
გადახედვა
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსის საგაზაფხულო კამპანია დაიწყო გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსის საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
კომენტარები