TI: საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების შეჩერება კანონს ეწინააღმდეგება
ფოტო: On.ge
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ არხის რეორგანიზაციის შესაძლო მოდელი წარდგენისას განაცხადა, რომ გეგმის მიხედვით, 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მხოლოდ მოამბე გავა.
აღნიშნულ გეგმას, რომელიც გადაცემების დახურვას ითვალისწინებს, თუმცა ჯერ დამტკიცებული არაა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო არაკანონიერს უწოდებს.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მაუწყებლის რეფორმირების საჭიროება აშკარაა, თუმცა მიიჩნევს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია აღნიშნული რეფორმები არ იყოს გამოყენებული კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და არ იწვევდეს მაუწყებლის საქმიანობის შეფერხებას.
TI-ის თქმით, მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებას მოესმინა პასუხები არხის გენერალურ დირექტორისგან რადიკალური ცვლილებების დაანონსების პარალელურად შემდეგ კითხვებზე:
- კადრების ოპტიმიზაციის დროს: როგორ მოხდება პროცესის მართვა; იქნება თუ არა ამ პროცესში გამოყენებული მაუწყებლის მიერ უკვე ჩატარებული კვლევები საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით; რა მექანიზმებით იქნება უზრუნველყოფილი ჟურნალისტების შრომითი უფლებების დაცვა; არის თუ არა გათვლილი რამდენი თანამშრომელი დასჭირდება მაუწყებელს ახალი ბადის პირობებში; რა სახით მოხდება ამ პროცესში გარე ექსპერტების ჩართვა.
- გადაცემების შეჩერების პერიოდში: რა პრინციპით მოხდება თავისუფალი საეთერო დროს შევსება; გავა თუ არა არხზე რეიტინგული სპორტული ტრანსლაციები; რატომ არ ხდება შედარებით რეიტინგული გადაცემების დროებით შენარჩუნება; გადაცემების შეჩერების შემთხვევაში, ჩაითვლებიან თუ არა მათზე მომუშავე ჟურნალისტები და ტექნიკური პერსონალი გათავისუფლებულად; შეასრულებს თუ არა არხი წინასაარჩევნო პერიოდში მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია საკუთარ ბადეში განათავსოს საზოგადოებრივ პოლიტიკური და შემეცნებითი გადაცემები. ასევე დ - პუნქტის თანახმად საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს წინასაარჩევნო დებატების ტრანსლირება. გენერალური დირქტორის განცხადებებიდან არ ჩანს, თუ როგორ აპირებს არხი აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულებების უზრუნველყოფას, იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წელს ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებია.
- ფინანსური ოპტიმიზაციის დროს: როგორ გადაწყდება მაუწყებლის აქტივების გამოყენება, მათ შორის მაუწყებლის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების; განხორციელდება თუ არა ახალი ნიუსრუმის პროექტი; რა ალტერნატიული პროექტები განიხილება; კონკრეტულად რა ფინანსური რესურსი სჭირდება მაუწყებელს სრული ტექნიკური გადაიარაღებისთვის; იქნება თუ არა მაუწყებლის ფინანსური ოპტიმიზაციის პერიოდი გამჭვირვალე სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მედიისთვის.
- ახალი სამაუწყებლო ბადის შექმნის დროს: როგორ შეირჩევა გადაცემები ახალი ბადისთვის; კონკრეტულად რა შინაარსს აწარმოებს მაუწყებელი და რას დაუკვეთავს გარე სტუდიებს ან წარმოებებს; იმუშავებენ თუ არა ახალ პროექტებზე მოქმედი თანამშრომლები.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აცხადებს, რომ ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეფექტური და რაც მთავარია, პოლიტიკურად არამოტივირებული რეფორმის ჩატარებისთვის:
"ნაჩქარევი გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მაუწყებლის რეპუტაციას და შესაძლოა შელახოს არხზე მომუშვე ჟურნალისტების შრომით უფლებები. სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორს უნდა მოსთხოვოს უფრო დეტალური გეგმა და გაითვალისწინოს ის რისკები, რაც არხზე გადაცემების შეჩერებას ახლავს.
ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მაუწყებელში თითოეული ახალი დირექტორი საქმიანობას სწორედ რეორგანიზაციის პროცესით იწყებს, რაც საბოლოოდ დაუსრულებელ რეორგანიზაციას და არასტაბილურ გარემოს ქმნის. არასტაბილური გარემო ნეგატიურად აისახება, როგორც თანამშრომლეთა მოტივაციაზე, ასევე მაყურებელთა ლოიალობაზე მაუწყებლის მიმართ".
მაღლაფერიძის განცხადებით, მისი მთავარი მიზანია, "საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანა და მდგრადი განვითარების საფუძვლის შექმნა".
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
კომენტარები