მზად ვართ შევხვდეთ ISFED-ის წარმომადგენლებს, თუმცა მნიშვნელოვანია მათ ამ საკითხის გამჭვირვალობა უზრუნველყონ — პაპუაშვილი
ფოტო: შალვა პაპუაშვილის ფეისბუქ გვერდიდან
ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ისინი მზად არიან შეხვდნენ სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებს, თუმცა ამასთანავე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ ორგანიზაციამ უზრუნველყოს ამ საკითხის გამჭვირვალობა.
"სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე გამოთქვეს პრეტენზია ზოგიერთი უბნის შესწორების ოქმის მიმართ, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, ისინი დღემდე არ ასაჯაროებენ იმ კონკრეტულ ოქმებს, რომელთა მიმართაც მათ აქვთ პრეტენზია. ამის სანაცვლოდ სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ შეხვდნენ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს და აუხსნან მათი პრეტენზიის არსი. საზოგადოებას აქვე შევახსენებ, რომ შესწორების ოქმი არის იგივე სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი, როგორც თავდაპირველი შემაჯამებელი ოქმი და რომ მასაც ხელს აწერენ იგივე კომისიის წევრები, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ შევხვდეთ სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებს, თუმცა ამავე დროს მიგვაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რა რეზონანსი მოჰყვა მათ თავდაპირველ მცდარ ინფორმაციას და შემდეგ მის ეტაპობრივ შესწორებას, მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანმა არჩევნებმა განსაკუთრებულად იზრუნოს ამ საკითხის გარშემო რაც შეიძლება მეტ გამჭვირვალობაზე. ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათ სურთ, რომ დახურულ მოგვაწოდონ, ასევე, გახადონ საჯარო საზოგადოებისთვის. ამით ისინი საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად ეფექტიანად შეეწინააღმდეგებიან იმ დეზინფორმაციის კამპანიას, რომელსაც დღემდე ეწევა ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის სამართლიანი არჩევნების ანგარიშის გამოყენებით", — განაცხადა პაპუაშვილმა.
სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლება 29 იანვარს განაცხადეს, რომ მათ ხელახლა გადაითვალეს საპარლამენტო არჩევნების 850 PVT უბანი და აღმოჩნდა, რომ შემაჯამებელი ოქმებში მეტობით დისბალანსი 8%-ს შეადგენდა. მათი განცხადებით, ოქმებში დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა.
"ჩვენ გადავწყვიტეთ გამგეობამ და ISFED-ის ადმინისტრაციამ, რომ ხელახლა გადავგვეთვალა ყველა PVT უბანი, 850 უბანი. დაახლოებით 20 ადამიანზე მეტი სწავლობდა ამ მონაცემებს და შემიძლია გითხრათ, რომ მეტობით დისბალანსი შეადგენს 8%-ს. მიუხედავად იმისა, რომ PVT-ის უბნები რჩება საიდუმლოდ და არ არსებობს ამის პრაქტიკა ჩვენ ვაპირებთ, რომ დავუშვათ გამონაკლისი და ეს 8%-ის ოქმები დეტალურად გავიაროთ ცესკოსთან ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირთან ერთად, იმისთვის, რომ ყოველგვარი ეჭვი იქნას აღმოფხვრილი და ორგანიზაციამ დააკმაყოფილოს გამჭვირვალეობის მაქსიმალური სტანდარტი", — განაცხადა ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, ბაია პატარაიამ.
მისი თქმით, მეტობითი დისბალანსის გასწორება სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა საშუალებით ხდებოდა. პატარაიას შეფასებით, საქართველოში ამ მხრივ "ძალიან მახინჯი" პრაქტიკაა დამკვიდრებული, რაც ნიშნავს დისბალანსის აღმოფხვრას არა გადათვლის, არამედ ამ ოქმების ცვლილებას ახსნა-განმარტებების საფუძველზე. მისი განცხადებით, ორგანიზაცია მსგავს პრაქტიკას არ მიესალმება. პატარაიას თქმითვე, მარტო ISFED-მა 160 უბანზე მოითხოვა ხმების გადათვლა, თუმცა აქედან დაკმაყოფილდა მხოლოდ 16.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები