აივ ვირუსის გადაცემასთან დაკავშირებული მითები და ყოველდღიური ბრძოლა სტიგმასთან
ფოტო: AHF Georgia
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის შესახებ ფართო საზოგადოების წარმოდგენაზე 1980-იანი წლების მცდარმა შეხედულებებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათი უმეტესობა არსებობას დღემდე განაგრძობს, რის გამოც ინფიცირებულები სტიგმისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ამ დრომდე ხდებიან. ამას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც როგორც ირკვევა, სტიგმას იმდენად მძლავრი გავლენის მოხდენა შეუძლია, რომ იგი ადამიანთა ქცევის შაბლონს ცვლის — საზოგადო განკითხვის შიშით ისინი ტესტირებას თავს არიდებენ.
ინფორმაციის სიმცირისა და მოძველებული შეხედულებების კომბინაცია აივ ინფექციის შესახებ მცდარ წარმოდგენებს დღემდე აყალიბებს. მათ უმეტესობას დაავადების გადაცემის გზებზე მცდარი წარმოდგენის შექმნა შეუძლია, რაც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის საბაზისო პრინციპების სწორად ცოდნა და გააზრება.
-
აივ ინფექცია შეხებით არ გადადის
აივ ვირუსით გამოწვეული შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის, შიდსის, შესახებ პირველი ცნობები ადრეულ 1980-იანებში გამოჩნდა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის სამსახურმა ჯერ კიდევ 1983 წელს განაცხადა, რომ აივ ვირუსი საყოფაცხოვრებო სოციალური კონტაქტებით არ ვრცელდება, თუმცა საზოგადოებამ ეს ინფორმაცია მაინც შემაშფოთებლად აღიქვა. სტიგმა იმდენად დაუფარავი გამოდგა, რომ 1985 წელს გამოცემა Los Angeles Times-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რესპოდენტთა 50% დაინფიცირებულთა იძულებითი კარანტინის მომხრე გახლდათ. სწორედ ამგვარი სოციალური დისკრიმინაცია სუფევდა ირგვლივ, როცა 1987 წლის 19 აპრილს ლონდონის მიდლესექსის ჰოსპიტალში აივ-ინფექცირებულთა სამკურნალო პირველი განყოფილება გაიხსნა. ცერემონიალზე მისულმა პრინცესა დიანამ საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმის დამარცხება ერთი უბრალო, ადამიანური ჟესტით შეძლო.
ფოტო: John Redman / AP
აივ ვირუსი ხელის ჩამორთმევით, ჩახუტებით და მსგავსი ფიზიკური კონტაქტით არ გადაეცემა. ვირუსი არც მწერებისა თუ ცხოველების ნაკბენით ვრცელდება; იგი მაღალი კონცენტრაციით გვხვდება ინფიცირებულის ბიოლოგიურ სითხეებში: სისხლში, სპერმაში, ვაგინალურ, რექტალურ ლორწოსა და მეძუძური ქალის რძეში.
-
აივ ვირუსი წყლით ან საკვებით არ ვრცელდება
აივ ინფექციის გამომწვევი ვირუსი სხეულის გარეთ დიდი ხნით ვერ ცოცხლობს. იგი არსებობას წყლის პირობებშიც ვერ ახერხებს. ამიტომაც, ვირუსი წყალთან ასოცირებული აქტივობებით ადამიანებში ვერ ვრცელდება. ანალოგიურად, ეს უკანასკნელი არ გადაეცემა არც ჰაერით, რის გამოც ინფიცირებულთან ფიზიკური კონტაქტის შიში საფუძველს მოკლებულია.
"აივ ვირუსთან ასოცირებული სტიგმა არამარტო საქართველოს, მთელი მსოფლიოს პრობლემა არის. ცნობიერების ამღალება იმისთვის არის საჭირო, რომ მოსახლეობამ იცოდეს, თუ რა გზით გადადის აივ ვირუსი", — აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (АHF) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ნინო ხეთაგური. აღნიშნული ორგანიზაცია შიდსის პრევენციისა და სწრაფი ტესტირების მნიშვნელობის გამოსაკვეთად 2018 წლიდან საზოგადოებაში აქტიურად მუშაობს.
ნინო ხეთაგური, შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი
AHF-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ აივ ვირუსის გადაცემის შესახებ გავრცელებულ მცდარ შეხედულებებს ხელშესახები სოციალური გავლენის მოხდენა შეუძლიათ, რადგანაც ადამიანები ხშირად გარშემომყოფები ინფიცირებულთან მჭიდრო ფიზიკურ კონტაქტსაც კი უფრთხიან. რეალურად კი, ვირუსი ნერწყვის საშუალებით არ ვრცელდება და ეს შიშიც საფუძველს მოკლებულია.
აივ ვირუსი ადამიანებში დაუცველი სქესობრივი კონტაქტით და სისხლისმიერი გზით ვრცელდება. ამ უკანასკნელში ნარკოტიკის ინექციური გზით, საზიარო ნემსის ან ჭურჭლის გამოყენება მიაზრება. გადაცემის სისხლისმიერ გზასთან იყო დაკავშირებული სისხლის დონაციის შიშიც, მაგრამ სისხლის ტრანსფუზიის მენეჯმენტში ეფექტურად დანერგილმა რუტინულმა სკრინინგმა აივ ინფექციის სისხლის გადასხმის გზით გავრცელების რისკი პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა.
იგივე შეიძლება ითქვას სისხლთან კავშირში მყოფ სხვა მანიპულაციებზეც. მაგალითისათვის ტატუირება გამოდგება — ტატუირებისთვის საჭირო აპარატურა უკვე დიდი ხანია ერთჯერადი ნემსისა და საღებავის მოხმარებაზეა ადაპტირებული. მიუხედავად ამისა, აივ ინფიცირებულები სტიგმით გამოწვეული დისკრიმინაციის მსხვერპლნი დღემდე ხდებიან.
-
დროული სკრინინგი უმნიშვნელოვანესია
აივ ინფიცირებულების დიდმა ნაწილმა თავისი სტატუსის შესახებ არაფერი იცის, რადგანაც საწყის ეტაპზე დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ეს ყოველივე მის გავრცელებას უწყობს ხელს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კონდომის რეგულარული გამოყენება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის შიდსის გადაცემის რისკს მინიმუნამდე ამცირებს. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, აივ ვირუსზე სკრინინგულ ტესტირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის სამსახური მიუთითებს, რომ 13-დან 64 წლამდე ნებისმიერი ადამიანი, თავისი ცხოვრების განმავლობაში აივ ვირუსზე ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს.
აივ ვირუსის ტესტირება სწრაფი და მარტივი პროცედურაა. ვირუსის გამოსავლენად სისხლის ერთი წვეთი და 15 წუთი კმარა. შიდსის ჯანდაცვის ფონდი საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აივ ვირუსზე სწრაფ, მარტივ და ანონიმურ ტესტირებას სთავაზობს. ეს უკანასკნელი ვირუსის ადრეულ გამოვლენაში საკვანძო როლს თამაშობს. დროული გამოვლენა ვირუსის გავრცელებას ზღუდავს და ანტივირუსული თერაპიის დროულად დაწყების საშუალებას იძლევა. ასეთ დროს მოსალოდნელი სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად იზრდება.
ფოტო: AHF Georgia
რადგანაც აივ ვირუსთან დაკავშირებული სტიგმატიზაცია ტესტირების მაჩვენებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, სამეცნიერო პასუხისმგებლობის ფარგლებში, AHF ვირუსთან დაკავშირებულ მითებს სოციალურ ქსელშიც აქტიურად ებრძვის. ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ნინო ხეთაგურის თქმით, საზოაგადოების ცნობიერების ამაღლების ფარგლებში ისინი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ვებინარების ციკლის ჩატარებასაც გეგმავენ. ფონდში ნებისმირ მსურველს ანონიმური, უფასო კონსულტაციის მიღებაც შეუძლია.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები