მანდატების გაუქმებაზე განაცხადი იყო შეთანხმების შანსისთვის კარის დახურვა — ჰარცელი
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, საპარლამენტო მანდატებზე აურის თქმა, შეთანხმებისთვის კარის დახურვას ნიშნავს. ამავდროულად, მისი თქმით, პროცესს აზიანებს ქართული ოცნების ნაბიჯებიც.
"მინდოდა თქვენთან შემეჯამებინა ბოლო კვირა, რომელიც საპარლამენტო მანდატების გაუქმებით დაიწყო, და ვგრძნობდი, რომ ზოგი პარლამენტარისგან ეს იყო გავლენის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება და შეთანხმების შანსზე კარების დახურვა. თუმცა ამ შეთანხმებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ", — განაცხადა მან.
გარდა ამისა, ელჩი გამოეხმაურა განცხადებებს რევოლუციის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ნარატივი არაფერში არგია პროცესს.
"[პრობლემის ამ გზით გადაჭრის] მომხრე არავინაა, არც ევროკავშირი, მათ შორის. როცა საქმე ეხება ქუჩის პროტესტს და დემონსტრაციას, აზრების გამოთქმას, რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ ვართ, იქამდე, სადამდეც ის მშვიდობიანია. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ქუჩის პროტესტი არ იქნება პოლიტიკური დიალოგის ჩამნაცვლებელი და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზად ამას არ აირჩევენ", — განაცხადა მან.
ჰარცელმა ისაუბრა მმართველი გუნდის წარდგენილ 2 კანონპროექტზეც და აღნიშნა, რომ ისინი შემაშფოთებელია. მისი თქმით, რეგისტრაციის გაუქმების კანონპროექტი არის გამიზნული ქმედება ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ.
"ამის შემდეგ წარადგინა მმართველმა პარტიამ ორი კანონპროექტი, ერთი იყო პარტიის რეგისტრაციის გაუქმებაზე და მეორე პარტიების დაფინანსებაზე. ამ ინიციატივებს პროცესისთვის არასახარბიელოა და უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მაშფოთებს კიდეც.
პარტიების რეგისტრაციის კანონპროექტით რომ დავიწყოთ, ეს სხვა არაფერი არაა, თუ არა გამიზნული ქმედება მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ. მსგავსი განზრახვები მუდამ კითხვის ნიშნებს ბადებს. ასეთ კანონებს კი ყველა სიფრთხილით უნდა მიუდგეს და გაიაზროს, რას ნიშნავს ის პარტიებისა და საქართველოს მომავლისთვის.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პარტიების დაფინანსებას ეხება, ამის მიხედვით, იმ პარტიებს, რომლებიც პარლამეტნში არ შედიან, დაფინანსება შეუწყდებათ. ამაში არის ლოგიკა, რომ ის პარტიები უნდა ფინანსდებოდნენ, რომლებსაც სურთ საკუთარი როლის შესრულება და პასუხისმგებლობების აღება პროცესებზე, როგორც პარტიებს პარლამენტში, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო დიდი არგუმენტი, თუ რას ნიშნავს პარტიების არსებობა დემოკრატიისთვის. რაც არამხოლოდ პარლამენტის სივრცეში წარმოდგენას გულისხმობს", — განაცხადა მან.
- პროცესისთვის არასახარბიელოა და მაშფოთებს — კარლ ჰარცელი ქართული ოცნების საკანონდებლო ინიციატივებზე
- დაახლოების ნაცვლად, ორი მხარე უფრო შორდება ერთმანეთს, ეს მაშფოთებს — ჰარცელი ოპოზიციასა და მმართველ გუნდზე
პარლამენტის შეკრების დღეს ბარიერგადალახული პარტიების უმრავლესობამ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა და ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატა პროტესტი არჩევნების მიმართ, რომლის შედეგებსაც არ აღიარებენ. საპასუხოდ, მმართველ გუნდში დააინიცირეს 2 კანონპროექტი, რომელთაგან ერთი გულისხმობს პარლამენტში შესვლაზე უარსიმთქმელი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას, მეორე კი ნაციონალური მოძრაობისთვის რეგისტრაციის შეჩერებას ამარტივებს.
ოპოზიციაში მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინის რუსეთისკენ მიმავალი დიქტატორული ნაბიჯი უწოდეს და განაცხადეს, რომ დაშინების გზით მათ პარლამენტში ვერ შეიყვანენ.
გაიგეთ მეტი:
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები