მამუკა ხაზარაძე პარლამენტში შესვლას გამორიცხავს სანამ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება
"დღეს არის შანსი, შევქმნათ სხვა სახელმწიფო. ეს შანსი არა მარტო ოპოზიციის ამომრჩეველს, არამედ მთელ საქართველოს აქვს", — ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პარლამენტში შესვლის საკითხს არ განიხილავს და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯს მისი პარტია არ გადადგამს. ის ცალსახად გამორიცხავს პარლამენტში შესვლას, თუ ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
ხაზარაძის თქმით, დღეს არის შანსი, შევქმნათ სხვა სახელმწიფო. ეს შანსი არა მარტო ოპოზიციის ამომრჩეველს, არამედ მთელ საქართველოს აქვს.
“მე რომ პრაგმატულად შემეხედა პარლამენტში შესვლის საკითხისთვის, ვიფიქრებდი იმაზე, რომ ჩვენ წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, ჩაშალეს ანაკლიის პროექტი და პარლამენტში შესვლით ამ პრობლემებს მოვაგვარებდით. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ სწორად, სამართლებრივად, სახელმწიფოებრივად და არ გადავდგამთ ამ ნაბიჯს,”—ამის შესახებ ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, პარტია ლელო პარლამენტში არ შევა და არ გახდება ოცნების მიერ გაფუჭებული საქმეების თანამონაწილე.
მამუკა ხაზარაძის თქმით, სანახევრო და შუალედური შეთანხმებები არ გამოვა, თუ სამართლიან ფუნდამენტზე უარი ითქვა.
"მე რომ პრაგმატულად შემეხედა პარლამენტში შესვლისთვის, დავივიწყებდი იმ იდეოლოგიას, შეხედულებებს და სიმართლეს, რისთვისაც მე მოვედი პოლიტიკაში. მაგრამ არა და არა, ეს არ მოხდება! ყოველთვის შემაწუხებს ფიქრი, რომ ამ შემთხვევაში ვიყავი გარიგების ნაწილი და ამას ვერ ავუხსნი ვერც ჩემს თავს და ვერც საზოგადოებას", — აცხადებს ხაზარაძე.
ლელოს დამფუძნებლის თქმით, ოცნების მხრიდან პრაგმატული იქნებოდა იმის აღიარება, რომ მათ მოპარეს არჩევნები მოსახლეობას. ისინი რჩებიან მარტო მთელი რიგი პრობლემების წინაშე, რომელსაც ვერ უმკლავდებიან და ვერც სამომავლოდ შეძლებენ გამკლავებას.
"ამ ფონზე ცდილობს ოცნება, თავისი გაფუჭებული საქმის თანამონაწილე გახადოს ოპოზიცია პარლამენტში შესვლით... თან ხმები მოგვპარონ, არჩევნები გაგვიყალბონ და ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ... ეს არ გამოვა. მმართველმა გუნდმა შეიქმნა პრობლემები და ამაზე თავადვე უნდა აგონ პასუხი".
მამუკა ხაზარაძის თქმით, ამ წლების განმავლობაში არცერთ მთავრობას არ უფიქრია, ან ერთ მხარეს ყოფილიყო, ან მეორე მხარეს. ისინი შუა გზაზე იდგნენ და სახელმწიფოსთვის სასიკეთო გამოსავალს არ ეძებნდნენ, "ამიტომაცაა ეს ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში. გამოსავალი კი არის მყარი ფუნდამენტის მშენებლობა. არჩევნები არის პირველი ნაბიჯი — ფუნდამენტი, რომელზეც უნდა დაშენდეს ეკონომიკა, ჯანდაცვა და ბოლოს და ბოლოს ჩვენი შვილების მომავალი. როგორ უნდა უთხრა შენს შვილებს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი სასიკეთო ძვრა არ მოხდება. მე არ მინდა, ჩვენი შვილები, მომავალი თაობა შევაგუოთ, რომ მათი ხმა ყოველთვის დაკარგული იქნება, და ამისთვის ჩვენ - მშობლების თაობამ არაფერი გავაკეთეთ", — განმარტა ხაზარაძემ.
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
კომენტარები