"სააკაშვილმა თავი დაგვანებოსო, არ უნდა თქვა", — ოპოზოიციის პარტიების ლიდერების კამათი პირდაპირ ეთერში
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ და ოპოზიციის სხვა წარომადგენლებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან და განცხადებებთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში იკამათეს.. როგორც TV პირველის ეთერში, ბარამიძემ თქვა, პარტნიორმა პოლიტიკოსმა მისი პარტიის თავმჯდომარეზე არ უნდა თქვა, თავი დაგვანებოსო.
როგორც აღმოჩნდა, გიორგი ბარამიძეს არ მოეწონა პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ თუ სააკაშვილი ემსახურება უკრაინას, ემსახუროს, "ჩვენ თავი დაგვანებოს, ნუ ურევს ყველაფერს". ამის შესახებ მან ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის შესახებ თემა გიორგი ბარამიძემ წამოწია, თუმცა არ დაუსახელებელია კონკრეტული პირები და პარტიები.
გიორგი ბარამიძე: ყველა აქ ვინც ზის თქვა, რომ ერთიანობა არის მნიშვნელოვანიო, ამას ვამბობ...
გიგა ბოკერია: ერთიანობა რაში გია?
ბარამიძე: ამ მიზნის მიღწევაში.
ბოკერია: კი ბატონო, და რა შუაშია მიშა?
ბარამიძე: შუაში კი არა თავშია-თქო, გეუბნები...
ბოკერია: ხო და ჩვენთვის არაა...
ბარამიძე: ჩემთვის არის და ასობით ათასი ადამიანისთვის არის. და არავის გაქვთ უფლება თქვათ, რომ არ აქვს მიშას აქ ყოფნის უფლება.
ბოკერია: ეს არის პროვოკაცია ოპოზიციის დაშლისთვის. დაანებე იმ თემას თავი, რომელიც გვყოფს, რადგან ასი ათას კაცს რომ მიშა უნდა, დანარჩენ ასი ათას კაცს არ უნდა.
გადაცემის მსვლელობისას გაირკვა, რომ ბარამიძე ალეკო ელისაშვილის განაცხადებით იყო უკმაყოფილო, რომელზეც ფეისბუქზე დაწერა:
"ალეკო, აი ახლა შენ შარზე თუ არ ხარ და ოპოზიციის ერთიანობის დარღვევას ხელოვნურად არ ცდილობ, ეს სისულელე როგორ უნდა გეთქვა?"
რეაქციას ეთერში, ალეკო ელისაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ სააკაშვილი ან უნდა ჩამოვიდეს ან თავი დაგვანებოს.
ბარამიძე: რას ჰქვია თავი დაგვანებოს?
ელისაშვილი: აი, ეგრე უნდა დაგვანებოს. ან ჩამოვიდეს, ან თავი დაგვანებოს. ჩემთვის შენთან ყოფნა არის ძალიან დიდი დისკომფორტი, უბრალოდ სხვა მიზანია დიდი.
ბარამიძე: თუ მაგ სიტყვას ფასი აქვს, მაშინ ეგეთი რაღაცები არ უნდა ილაპარაკო.
ელისაშვილი: ფასი აქვს, ხო...
ბარამიძე: მაშინ ეგრე არ უნდა ილაპარაკო...
ელისაშვილი: იმან არ უნდა ილაპარაკოს. თუ აქვს შნო, ჩამოვიდეს...
ბარამიძე: მიშას რომ შნო აქვს, ნეტავ იმის ნახევარი და მეასე ნაწილი ჰქონდეს ნებისმიერს აქა.
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ მიშა სააკაშვილის თემის წამოწევით განხეთქილება ჩნდება.
"ასჯერ ვუთხარით, რომ რაც უნდა ის ქნას. დევნილად მიმაჩნია, თუ უნდა, გარისკოს და ჩამოვიდეს როგორც სხვებმა გარისკეს, ან გაჩუმდეს, ან ჩამოვიდეს. [...] თემა შემოგაქვს, რომელზეც ერთიანობა არ არის", — თქვა ბოკერიამ.
მიხეილ სააკაშვილმა თავისი ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა. მორიგი ვიდეომიმართვის დროს, მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ქვეყანაში ჩამოსვლას პირებს, ამჯერადაც ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდა.
ამავე თემაზე:
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები