არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ
ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენი და ლიტველი პარლამენტარი, ზიგმანტას პავილიონისი საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამენ. მათი განცხადებით, მიუხედავად არჩევნების კონკურენტუნარიანობისა, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა ამომრჩევლებზე ზეწოლის გავრცელებულმა ბრალდებებმა მაინც მოახდინა.
"ყველა დამკვირვებელი ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ მთავრობასა და მმართველ ძალას შორის ბუნდოვანი ხაზი იყო კამპანიის დროსა და არჩევნების დღეს, რამაც, საზოგადოებრივი ნდობა შეამცირა", — წერია მათ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ სიტუაციას ამძიმებს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ორივეს, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფაქტობრივად, უარი ეთქვათ დასაბუთებულ მოთხოვნებსა და საჩივრების სამართლიანი განხილვის შესაძლებლობაზე.
კუბილიუსის, იუკნევიჩიენისა და პავილიონისის განცხადებით, მთავრობას მმართველ პარტიასთან ერთად აქვს პასუხისმგებლობა ამ მკაფიო პრობლემებს უპასუხოს და ოპოზიციასთან დიალოგი დაუყოვნებლივ დაიწყოს, რათა ქართული დემოკრატიის ამ რთული მომენტისთვის სწრაფი გამოსავალი გამოინახოს. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთი სადამკვირვებლო მისიებით ესწრებოდნენ არჩევნების პირველ ტურს მოუწოდებენ, შეაფასონ საჩივრები და საბოლოო დასკვნები წარადგინონ.
მათი თქმით, მზად არიან მმართველ პარტიისა და ოპოზიციის დიალოგში კონსტრუქციული როლი ითამაშონ.
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეზღუდონ პოლიციური ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და არ მოახდინონ ქუჩებში ძალადობის პროვოცირება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებაში, ასევე, წერია, რომ ისინი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერები ყოველთვის იყვნენ.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. ბარიერგადალახულმა რვავე პარტიამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, ისინი მეორე ტურებში მონაწილეობაზეც უარს ამბობენ, რომელიც 17 ოლქში გაიმართება.
პატრიოტთა ალიანსის გარდა, პარტიები ერთობლივ საპროტესტო აქციებს აწყობენ. ისინი მოითხოვენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.
ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ ქართულ ოცნებაში. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ისინი მზად არიან დიალოგისთვის, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს პატივს სცემს.
ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, რომ ქუჩის ნაცვლად პროცესმა მოლაპარაკებების პროცესში გადაინაცვლოს და ამაში საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთონ.
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები