ლელო ვერ დამარცხდება, რადგან ჩვენკენაა სიმართლე და ჩვენია საქართველოს მომავალი — ხაზარაძე
ფოტო: ლელო
ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მათ მოკლე დროში შექმნეს ისეთი პოლიტკური ძალა, რომელიც მმართველი პარტიის რეალური ალტერნატივა გახდა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ მისთვის ყველაზე ძლიერ ძალა, ლელო, არ გაემარჯვა.
"დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა უკანონო მეთოდი გამოიყენა, რათა ლელოს არ გაემარჯვა. ამ არჩევნებში ქართული ოცნების მთავარი სამიზნე სწორედ ლელო იყო, რადგან მმართველ ძალას ყველაზე მეტად დღეს ლელოსი ეშინია და ამიტომაც გაუყალბა ათიათასობით ხმა. ეშინია იმიტომ, რომ ლელო ახალი, სუფთა, პროფესიონალებით დაკომპლექტებული და ქვეყნის განვითარების სტრატეგიის მქონე პარტიაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ არ ვმარცხდებით! ლელოს და ლელოელებს ვერ დაგვამარცხებენ, რადგან ჩვენ მართლები ვართ! ეს იყო უთანასწორო ბრძოლა ქართულ ძალასა და რუსულ მენტალიტეტს შორის", — განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ლელოს გუნდი უკონკურენტოა, რადგან, იგი დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომლებმაც საკუთარი ძალებითა მიაღწიეს წარმატებას თავიანთ პროფესიებში.
"ჩვენ ერთად მოვახდინეთ ძლიერ ლიდერთა გუნდის ფორმირება, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მიზანი ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ამ ჭაობიდან ამოყვანაა. ერთ წელიწადში ლელომ, თქვენთან ერთად, შეძლო სრულყოფილი პარტიული სტრუქტურის მოწყობა. სტრუქტურისა, რომელსაც პარტიები ათწლეულები აშენებენ. დღეს ლელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 რეგიონული ორგანიზაცია აქვს. ლელო არის საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, რაიონულ ცენტრსა თუ სოფელში. ლელო თქვენს გვერდითაა, საქართველოს თითოეული მოქალაქის გვერდით", — განაცხადა ხაზარაძემ.
პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა ლელოს მარშალის გეგმაზე, რომელიც, მათივე თქმით, არის საქართველოს რეკონსტრუქციის გეგმა.
"ახალმა "მარშალის გეგმამ“ არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც უმნიშვნელოვანესი პოზიტიური შეფასება დაიმსახურა, როგორც ყველაზე სრულყოფილმა და ძლიერმა პარტიის პროგრამულმა დოკუმენტმა. ჩვენ, ლელო, ვართ ძალა, რომელმაც ვიცით საქმის კეთება! გვიყვარს სამშობლო და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად! ეს ბრძოლა ამ წუთებშიც გრძელდება, ეს ბრძოლა არ დასრულდება, სანამ საქართველოში არ გაიმარჯვებს დემოკრატია! დღეს ეს ბრძოლის ხაზი თქვენი, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმების დაცვაზე გადის. ჩვენ თუ ამ ბრძოლას დავთმობთ, ჩვენ თუ უკან დავიხევთ, ჩვენ თუ დავნებდებით, დამარცხდებიან ჩვენი შვილები. ლელო და ლელოელები ვერ დავმარცხდებით, რადგან ჩვენსკენაა სიმართლე, ჩვენთანაა ეროვნული იდეა და ჩვენია საქართველოს მომავალი", — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
-
"ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი "ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი
გადახედვა
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
-
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა 2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
-
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
გადახედვა
-
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა? გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
კომენტარები