"სამუშაოზე მიმანიშნა" — ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის თქმით, "ოცნების" აგიტატორი მასზე ზეწოლას ახდენდა
ფოტო: ევროპული საქართველო
ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, ნინო გედენიძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ მასთან სახლში ქართული ოცნების აგიტატორი მივიდა, რომელიც მასზე ზეწოლას ახდენდა. ევროპული საქართველოს ოფისში გამართულ ბრიფინგზე გედენიძემ აღნიშნა, რომ აგიტატორმა მის სამუშაო ადგილზე მიანიშნა.
როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომელი ამბობს, რამდენიმე კვირის წინ კარდაკარის პრინციპით მის სახლში მისულმა ქალმა კატეგორიული ტონით ჰკითხა, თუ ვის მისცემდა ხმას არჩევნებში.
"ვუთხარი, რომ არ ვეტყოდი. ამ ადამიანმა კი მომენტალურად გააკეთა დასკვნა, რომ რაკი ვმალავდი ჩემს პოზიციას, ვიყავი ოპოზიციის მხარდამჭერი. ამის შემდეგ ეს ქალბატონი წავიდა. 3 დღის წინ კვლავ მოვიდა და მითხრა, რომ არის ქართული ოცნების წარმომადგენელი და იცის, რომ მე არ ვარ მისი ამომრჩეველი, ამავე დროს, მიფიქსირებს ჩემს სამუშაო ადგილს, სახელს და გვარს და მაწვდის ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის სააგიტაციო მასალას. როდესაც მე ვუთხარი, რომ ეს იყო ზეწოლა და ვთხოვე, გაემჟღავნებინა მისი სახელი და გვარი, არ მიპასუხა", — ამბობს ნინო გედენიძე.
გარდა ამისა, გედენიძე აღნიშნავს, რომ იკითხა, საიდან იცოდნენ მისი სამუშაო ადგილის შესახებ, რაზეც უპასუხეს, რომ მისი საქმე არაა.
"შემთხვევით კარდაკარ მოსიარულე ადამიანმა არ უნდა იცოდეს, მე სად ვმუშაობ. მან ძალიან კარგად იცოდა, სად ვმუშაობდი, ჩემი სახელი და გვარიც იცოდა და გამაფრთხილა ამით", — ამბობს გედენიძე.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე On.ge-სთან ამბობს, რომ აღნიშნული შემთხვევის შესახებ ახლა გაიგო. როგორც მან განმარტა, თანამშრომელს დაუკავშირდება და დეტალებში გაერკვევა.
"ეროვნული ბიბლიოთეკა იშვიათი დაწესებულებაა, სადაც აბსოლუტარად დაცულია პოლიტიკური პლურალიზმი. ნებისმიერ ადამიანს ძალიან ღიად შეუძლია საკუთარი მოსაზრების გამოხატვა ნებისმიერი მიმართულებით", — განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით On.ge ქართულ ოცნებასაც დაუკავშირდა. მმართველი პარტიის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები