მონიტორიგი და ანგარიშგება კანონის სრული დაცვით ხდება — ქართული ბანკები საეჭვო ტრანზაქციებზე
ფოტო: საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებით, ყველა ბანკი ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აწვდის, მონიტორიგი და ანგარიშგება კი კანონმდებლობისა და რეგულაციებით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით ხორციელდება. ასე გამოეხმაურნენ საბანკო ასპოციაციის წარმომადგენლები საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მიმდინარეობდა გადარიცხვები მსოფლიოს უმსხვილეს ბანკებს შორის. მათი განცხადებით, ეს გადარიცხვები ფულის გათეთრების ეჭვებს აჩენს და მათ შორის სამი ქართული ბანკიც მოხვდა. დოკუმენტების მიხედვით, TBC-დან, საქართველოს ბანკიდან და პროკრედიტ ბანკიდან, საეჭვო მიზნით, არაერთი მსხვილი ტრანზაქცია განხორციელდა.
საბანკო ასოციაციაში განმარტავენ, რომ საბანკო სფეროს საქმიანობას მკაცრი შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომელიც ბანკების მხრიდან ყველა ქმედებას, მათ შორის, ტრანზაქციების განხორციელებასაც არეგულირებს.
"ICIJ-ის ანგარიშში, რომელშიც გამოყენებულია ბანკების მიერ მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაცია, საუბარია 2007-2016 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რომელთა მთლიანი მოცულობიდან საქართველოზე 0.08 პროცენტი მოდის. საყურადღებოა, რომ ICIJ-ის ანგარიშშივე აღნიშნულია, რომ ეს გადარიცხვები შესაბამისი სამართლებრივი მოკვლევის გარეშე ვერ ჩაითვლება დარღვევად. კლიენტის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, ბანკები ვერ გაასაჯაროვებენ აღნიშნული ტრანზაქციების დეტალებს", — აცხადებენ ასოციაციაში.
მათივე თქმით, ასოციაციის წევრი ბანკები კანონმდებლობით დადგენილი ნორმების თანახმად მოქმედებენ და თანამშრომლობისთვის მზად არიან.
ჩანაწერებში შედის 2 100-ზე მეტი საეჭვო საქმიანობის ანგარიში, რომლებიც შეიტანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსური დანაშაულის აღსრულების ქსელში — FinCEN. დოკუმენტები თავდაპირველად BuzzFeed News-მა გაუზიარა ICIJ-ს (საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს) და 108 მედიაპარტნიორს 88 ქვეყანაში.
საიტზე ნაჩვენებია ასევე ტრანზაქციების რუკა, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია 2000-2017 წლებში 2 ტრილიონის ოდენობის თანხის ტრანზაქციებზე, რომლებიც ფინანსური ინსტიტუტების მიერ საეჭვოდ შეფასდა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები